Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე აბზიანიძის საქმეზე: კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რომ იგივე ტრაგედია არ დაუდგეს სხვებს

10 მარტი, 2017 12:43

„ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ, რათა პრევენცია მოვახდინოთ ასეთი შემთხვევების“, - ასე გამოეხმაურა „ლიბერალთან“ საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ლევან აბზიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

„ბატონი ლევანის სამწუხარო შემთხვევა თუნდაც არ გამოწვეულიყო ამ მიზეზით, რომ შარდმდენი დაალევინეს და ამის გამო გარდაიცვალა, თვითონ ფაქტი, რომ ასეთი წუხილი და ასეთი შესაძლებლობა არსებობს, უკვე მიუღებელია.  შესაბამისად, ჩვენ ამიტომაც ვმუშაობთ კანონპროექტზე და ალბათ ყველაზე ეფექტიანი ეს იქნება, რომ კანონმდებლობას მივიღებთ და იძულებითი ნარკოტესტირება, არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, არამედ ადამიანის  ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის გამოც, მოხდება შესაბამისი ცვლილება“, - ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე კომიტეტი უკვე მეორე თვეა, აქტიურ რეჟიმში მუშაობს და საგაზაფხულო სესიაზე მისი ინიცირება იგეგმება. [აღნიშნული კანონპროექტი „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ფარგლებში მომზადდა]. ზოიძე ამბობს, რომ ამგვარი შემთხვევების დროს ადამიანების დასჯა აუცილებელია და ეს პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაცაა, მაგრამ ეს საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა, პარლამენტმა კი ასეთ შემთხვევებში „დასკვნები უნდა გამოიტანოს და მომავალში ასეთი სამწუხარო შემთხვევები რომ აღარ იყოს, ამაზე იმუშაოს“.

„არის სამწუხარო ფაქტი, ადამიანი გარდაიცვალა. დამტკიცდება თუ არ დამტკიცდება, რომ ეს მოხდა კონკრეტულად იმ პოლიტიკის გამო და იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც დღეს მოქმედებს ამ ქვეყანაში, ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ამის ბრალია. არის ამის შესაძლებლობაც, ობიექტურიც. შესაბამისად, ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი გადასადგმელი ნაბიჯი. ბატონო ლევანისა და მისი ოჯახის ყველაზე მეტი პატივისცემა შეიძლება ასეც გამოიხატოს, რომ იგივე პრობლემა და იგივე ტრაგედია არ დაუდგეს სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანებს“, - ამბობს ზოიძე.

ლევან აბზიანიძე ქუთაისში 2015 წლის ივნისში ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით,  პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".

ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.

„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.

„პირიქით, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აბზიანიძეს რადგან გულის დაავადება აწუხებდა და ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, იღებენ მათ შორის ფუროსემიდსაცო. წარმომავლობა, თუ საიდან მოხვდა ეს წამალი მის ორგანიზმში,  ეგაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ კი ვეყრდნობით გარდაცვლილისა და იმ ადამიანების სიტყვებს, ვინც უსმენდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ადვოკატი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით ისე გამოდის, რომ დანაშაული არ მომხდარა“.

დასკვნა - ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზი შარდმდენის მიღება არ გამხდარა

„თეთრი ხმაური": ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმესაათიანი წამების შედეგია

იმნაძე აბზიანიძის საქმეზე: გამოძიებას აქამდე უნდა დაედგინა, როგორ მოხვდა შარდმდენი ორგანიზმში

Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა

ლევან აბზიანიძის ქვრივი: გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა

ფოტო ► აქცია კანცელარიასთან - "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^