„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან ერთად თავდებობა დოკუმენტურადაც გაფორმდება.
სარალიძის ქმედება შსს-ს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამოძახილია - 17 NGO
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, ეს თავდებობა გაითვალისწინოს და ზაზა სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს. პარტიაში სარალიძის დაკავებას პროვოკაციას უწოდებენ.
იურისტის შეფასება სარალიძის დაკავების კანონიერებაზე
„იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც 5 თვეზე მეტია ეძებს სიმართლეს, ცდილობს იპოვოს მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, ეს სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, არ დავუშვათ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, უსამართლოდ ექცევა სისტემა და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ის პატივისცემას გამოხატავს პოლიციის და პოლიციელის ოჯახის მიმართ.
შს მინისტრის მოადგილე: პოლიცია აქამდე თვალს ხუჭავდა, მაგრამ დღეს იძულებული იყო, ემოქმედა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
შსს: ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ნესტან ლონდარიძე: ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ
აქციის მონაწილე: დაპირისპირება წვიმისგან დასაცავად საწოლზე ბანერის გადაფარებას მოჰყვა