დღეს „ლიბერალის“ ბლოგპოსტების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის წესების მიხედვით, „ლიბერალის“ რედაქციის რჩეული გახდა - ნეკა ნათელაშვილი: „მაშინ, როცა ბულერები მასწავლებლები არიან“
liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულია ანა კვიკვინია: „როცა წაგება ბადებს აგრესიას“
გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ 300-ლარიან ვაუჩერებს წიგნის მაღაზიებში.
„ლიბერალმა“ მოსწავლეებისთვის ბლოგპოსტების კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა.
კონკურსის თემა იყო - ბულინგი.
რამდენიმე ათეული ნამუშევრიდან ჟიურიმ 15 ბლოგპოსტი გამოარჩია.
სალომე გამგებელი: „ტკივილად ქცეული შიში"
მერი დარისპანაშვილი: „ყველა ერთად დამნაშავე ვართ"
საბა ბედინეიშვილი: „ბულინგი - შენიღბული სისუსტე"
ანა ჭკადუა: „ბულინგი"
თეკლა ხარაზიშვილი: „კაი ტიპი"
ანა ხვინთელანი: „თქვი"
თაკო წიქარიშვილი: „ვერასოდეს იქნები ისეთი, რომ ყველამ მიგიღოს"
ირმა ასლანიშვილი: „თემა, რომელიც ყველას გვეხება"
მარიამ ჯაფარიძე: „ისინი და ჩვენ"
თეა იმნაძე: „სჯობს მსხვერპლი იყო, ვიდრე მჩაგვრელი!"
ანა ეფემიაშვილი: „ისინი მე მეძახიან...“
ლიკა ნოღაიდელი: „ელა"
მირზა დვალიშვილი: „ბულინგი ჩვენი არსობისა!"