Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბულინგი - შენიღბული სისუსტე - კონკურსი მოსწავლეებისთვის

31 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეცამეტე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ავტორი:  სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე  16 წლის.

ბულინგი არის ძალადობის გამომხატველი ერთ-ერთი მძიმე ფორმა. დღეს, 21-ე საუკუნეში მწვავედ დგას ბულინგის პრობლემა. ამ პრობლემას ვაწყდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, სამსახურში, ქუჩაში...

ბულინგის შემთხვევები იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მჩაგვრელი ხშირად ფარულად აყენებს დარტყმას სამიზნეს ისე, რომ უცხოსთვის ის ძნელად შესამჩნევია.

შენიღბული ბულინგის გარდა, გამოყოფენ: ფიზიკურ, ვერბალურ და კიბერბულინგს. რომელს იყენებს მჩაგვრელი ყველაზე ხშირად მსხვერპლის წინააღმდეგ ამის გაგება საკმაოდ რთულია,რადგან ხშირ შემთხვევაში მჩაგვრელი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს თანატოლს.

 ამ ბლოგპოსტში მინდა, ვისაუბრო ბულინგზე, რომელიც მოზარდებში, დღეს 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ხანაში, ძალიან ხშირია. ალბათ გაგჩენიათ კითხვა, რა იწვევს მოზარდებში ჩაგვრის სურვილს? ჩაგვრის სურვილს მოზარდებში რამოდენიმე ფაქტორი იწვევს, ეს არის: მოზარდი თავად ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, პრობლემები ოჯახში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა (ამის მიზეზი ძალიან ხშირად ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებაა), ძალის დემონსტრირება ან სისუსტის ამ მეთოდით გადაფარვა. მაგრამ ხშირად ეს ფაქტორები ერთმანეთზე ჯაჭვურად არის გადაბმული, თუ რას ვგულისხმობ, ამაში ეს ისტორია გაგარკვევთ. ბულინგის ერთ-ერთი მსხვერპლი მოზარდი ასეთ რამეს გვიყვება:

 ,,სკოლაში როდესაც შევედი ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სკოლა გახდებოდებოდა ადგილი, სადაც მისვლა არასდროს მომინდებოდა. როდესაც მეექვსე კლასში გადავედი პრობლემებიც სწორედ აქედან დაიწყო. ერთ დღეს, როდესაც სკოლის შენობაში შევედი, ერთმა ბიჭმა დამიძახა, მასთან ერთად სხვებიც იყვნენ. მეც მათკენ წავედი, როდესაც მივუახლოვდი, კალამი იატაკზე დააგდო და მომაწოდეო, პრობლემები არ მინდოდა, ავიღე კალამი და მივაწოდე, ისევ დააგდო, მეც ისევ მივაწოდე, რადგან მეშინოდა თუმცა არ ვიცი რისი. როდესაც მივაწოდე კალამი მან მეგობრებს უთხრა, შეხედეთ ეს რა ,,ჩმორიკი’’ ყოფილაო. მე იქ მყოფების იმედი მქონდა, რომ რამეს იტყოდნენ, მაგრამ იქ მყოფმა ბავშვებმა მის ნათქვამზე გაიცინეს. მე ვერაფერი ვთქვი, რადგან იმ ბიჭის ძალიან მეშინოდა. ამის შემდეგ ის ზედმეტ სახელით ,,ჩმორიკ’’ მომმართავდა. თავის ჩანთას მაძლევდა და სახლამდე მიმატანინებდა ხოლმე, ხშირად ჩანთის ზიდვა რომ გამჭირვებოდა, შიგ ქვებს აწყობდა. სკოლა ჩემთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ასე გადიოდა წლები, მე აღარც სწავლის სურვილი მქონდა და საერთოდ აღარც სკოლაში მისვლის, საზოგადოებაში გამოსვლისაც კი მეშინოდა. ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი მქონდა, თუმცა ყველაფერი მინელდა ჩემში და შემდეგ ჩაქრა. ერთ დღეს, როდესაც სკოლაში მივედი, დავინახე როგორ ართმევდნენ ამ ბიჭს ფულს, ე.წ. ,,ძველი ბიჭები’’. ნანახით გავოცდი, მე ყოველთვის მეგონა, რომ ის ბიჭი ყველაზე ძლიერი და ,,გაჩითული ტიპი’’ იყო სკოლაში. ეს კი ასე არ აღმოჩნდა. ერთ დღეს, როდესაც ოთახში ჩემთვის ვტიროდი, დავფიქრდი  და ეტაპობრივად მივყევი ჩემსა და იმ ბიჭის ურთიერთობას და მივედი ასეთ დასკვნამდე, რომ ეს ბიჭი სწორედ ჩემი ჩაგვრით ცდილობდა თავისი სისუსტის დაფარვას და მეგობრებში სახელის მოხვეჭას. ჩვენი პირველი შეხვედრის დროს კი, როდესაც კალმის მიწოდებას მთხოვდა, შეამოწმა ჩემი განწყობა და ხასიათი. როგორც კი შემატყო, რომ არ ვიყავი მტკიცე ხასიათის, მაშინვე გადავიდა ქმედებაზე. საბოლოოდ კი გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია მისთვის და ძველებური ,,მე’’ დავიბრუნე ჩემში. დავიწყე სწავლა, გავერთიანდი სხვადასხვა წრეში ,აღარ ვიმალებოდი. ,,ჩემი მჩაგვრელი’’ კი ცდილობდა როგორმე გავეღიზიანებინე  და დავეჩაგრე, მაგრამ აღარ გამოსდიოდა,ბოლოს კი მობეზრდა. მას შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა ის ტრავმა, რაც იმ პერიოდში მივიღე, მაინც წარუშლელია ჩემს გონებაში და ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ საზოგადოება ამას ხედავდა თუმცა არ იმჩნევდა’’ .

ეს ისტორია ნათელს ფენს იმას, რამდენად უარყოფითად შეიძლება აისახოს ადამიანის ცხოვრებაში ჩაგვრა. ერთმა მოქმედებამ როგორ შეიძლება წაართვას ბავშვს ფერადი ბავშვობა, ოცნება, სიცოცხლის ხალისი და რამდენად უმოქმედოა საზოგადოება. ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, რომ როდესაც ვიღაცას ჩაგრავ და ერთ დღესაც იგებ ასეთ ფრაზას ,,მან ვერ გაუძლო სტრესს და თავი მოიკლა...’’რას ეტყვი ასეთ დროს საკუთარ თავს, მის ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს, მას ხომ არაფერი დაუშავებია შენთვის.ზოგი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას და თვითმკვლელობამდეც კი მიდის. ზოგისთვის ეს არის ძალიან დიდი ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება. ამ პრობლემის გადაჭრაში უდიდესი და მეტიც, მთავარი როლი აკისრია საზოგადოებას. თუკი ჩვენ არ ვიქნებით გულგრილნი ძალადობის მიმართ, თუკი გამოვალთ ამ გაცვეთილი ფრაზისაგან ,,ჩემი საქმე არ არის! მე არ მეხება!’’, თუკი მოვიხდით ჩვენ მოქალაქეობრივ ვალდებულებას და აღვკვეთავთ ყოველგვარი ძალადობის გამომხატველ ქმედებას, მაშინ ყველფერი დალაგდება. ასევე მივმართავ ჩემს თანატოლებს და არა მარტო მათ, ყველას. ასეთი ფაქტის დროს უმოქმედობა და მეტიც  ,,დაჩაგრულის’’დაცინვა იმას ნიშნავს, რომ შენც ისეთივე დამნაშავე ხარ ამ ამ ადამიანის წინაშე, როგორც უშუალოდ მჩაგვრელი.,,ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა’’(ვოლტერი).

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩაგვრით და სხვისი ცხოვრების გაუბედურებით ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ საზოგადოებას ვაზიანებთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავწყვიტოთ ეს ძალადობრივი ჯაჭვი, რათა ვიცხოვროთ მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ბულინგის მსხვერპლებს კი ვეტყვი, რომ იყავით ძლიერები, ნუ შეგეშინდებათ პრობლემის ღიად გამოთქმა და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ ვართ თქვენთან! ,,მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგეგცნენ“ . ეს არის ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელიც დრომ ვერ გაცვითა და აქტუალურია დღესაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^