Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: პატიმართა შეწყალებას ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მოითხოვდნენ

22 დეკემბერი 2015

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კოკაინის საქმეში ბრალდებული პირების გათავსუფლებით დაინტერესებული დეპუტატი ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყვნენ. 

„არ ვაპირებ ჩვენების გასაჯაროებას, მაგრამ ორი მიზეზის გამო, დიდი საზოგაოდებრივი ინტერესისა და უკვე ნულოვანი ნდობის გამო პროკურატურის მიმართ, რომელიც ჩაფარცხვაზე მუშაობს, ვაზუსტებ, რომ დიახაც, ეკა ბესელიას და მანანა კობახძიეს ჰქონდათ არაჯანსაღი დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ სხვა მსჯავრებულების შეწყალება არ აინტერესებდათ, არადა ათასობით მსჯავრდებული იყო მაშინ საპატიმროში. ჩემგან მხოლოდ ამ ადმაიანების შეწყალებას ითხოვდნენ დაჟინებით. მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ, ძალიან კატეგორიული ტონით მესაუბრებოდნენ. და ამას გარდა, იყო პარალელურად ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი იტნერესის მიღმა იყო სხვა დაინტერესებაც და ანგარებაც" - ამბობს ელისაშვილი  „რუსთავი 2-თან" საუბარში. 

მისი თქმით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც პროკურატურაში აქამდე დაკითხულ პირებს დაკითხავს და მტკიცებულებებსაც შეისწავლის. 

„კონკრეტული თანამდებობის პირი შემხვდა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბესელიასა და კობახიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით აღებული ჰქონდათ 200 000 დოლარი და მათ დაპირდნენ 1,5 მლნ-ს თუ ისინი მოახერხებდნენ შეწყალების გზით გათავისუფლებას" - ამბობს ელისაშვილი. 

მისი თქმით, ამის შესახებ სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა ისინი აღარ დაკავშირებიან. 

„გოგაძის ინიციატივით შევხვდი მთავარ პროკურორს. იყო ბადაშვილი, მისი მოადგილე გოგაძე, პირდაპირ ვუთხარი ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია მიღებული და მითხრეს რომ არა. მოვუყევი, თუმცა რეაგირება არც ამის შემდეგ ყოფილა" - ამბობს ელისაშვილი. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის სარჩელი გაზეთ „ქრონიკა +-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სპიკერის ადვოკატმა, დავით ლანჩავამ დღეს შეიატანა.

მოსარჩელე მხარე კილაძეს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს. მანანა კობახიძე ასევე მოითხოვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაზეთ „ქრონიკა +-ში" გამოქვეყნდეს.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ინფორმაციით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი. ელისო კილაძის განცხადებით, დეპუტატებმა კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა ამ გზით პრობლების გადაუჭრელობის შემდეგ, დაიწყეს შეწყალების გზით გარიგების პირობების შესრულება. 

„კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩასვეს პოლიტპატიმართა სიაში. მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძისა და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით, ყველა მათგანი ამოიღეს ამ სიიდან. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სწორს ამბობს, ნუგზარ ბოჭორიშვილს გადახდილი აქვს 200 ათასი დოლარი ბე-ს სახით და დანარჩენი თანხა მას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა“, - ელისო კილაძის განცხადებას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ელისაშვილის თქმით, როცა ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, პოლიტიკოსები დაჟინებით მოითხოვდნენ, განსაკუთრებული წესით ემსჯელა ზოგიერთი პატიმრის საკითხზე. როგორც ის განმარტავს, ამის შესახებაც ერთი წლის წინ უამბო ყოფილ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა პატიმართა შეწყალების უფლებამოსილების შესახებ განცხადება გააკეთა, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუნდათ, „პატრიარქს ამოფარებულებს ფული ეკეთებინათ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^