Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

400 წელი შექსპირთან ერთად

05 იანვარი 2016

წელს ოთხასი წელი შესრულდა უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს არა მხოლოდ პატივი მივაგოთ ყველა დროის უდიდესი დრამატურგის ხსოვნას, არამედ განსაკუთრებით აღვნიშნოთ იმ ადამიანის გავლენა, რომელიც, მისივე სიტყვებს თუ დავესესხებით „იულის კეისრიდან“, „კოლოსივით გადაეფარა ვიწრო ქვეყანას“.

შექსპირის მემკვიდრეობას ანალოგი არ გააჩნია: მისი ნაწარმოებები ასზე მეტ ენაზეა თარგმნილია და ნახევარი მსოფლიოს სკოლებში ისწავლება. როგორც მისმა ერთმა თანამედროვემ ბენ ჯონსონმა თქვა: "შექსპირს არ აქვს ასაკი, ის ყველა დროის მოაზროვნეა." ის დღეს ჩვენს ენაში, ჩვენს კულტურაში და საზოგადოებაში ცხოვრობს და უდიდესი გავლენა აქვს განათლებაზე.

შექსპირმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თანამედროვე ინგლისური ენის ჩამოყალიბებაში და ხელი შეუწყო, რომ ის მსოფლიო ენა გამხდარიყო. სამუელ ჯონსონის მიერ შედგენილი პირველი დიდი ლექსიკონი უფრო მეტად შექსპირის ტექსტებს ეყრდნობა, ვიდრე სხვა მწერლების. შექსპირის პიესებში სამი ათასი ახალი სიტყვა და ფრაზა გაჩნდა. ბავშვობიდან მახსოვს რამდენი მათგანი მოიძიეს პირველად ”ჰენრი V“-ში. სიტყვები, როგორიცაა dishearten (დადარდიანება), divest (განძარცვა), addiction (მიდრეკილება), motionless (უმოძრაო),  leapfrog (ბაყაყური) და ფრაზები, როგორიცაა  “once more unto the breach”, (შეტევაზე გადასვლა ) “band of brothers” (ძმათა გუნდი)  and “heart of gold” (ოქროს გული) - ისე შემოიჭრა დღეს ჩვენს ენაში, რომ მისი თავდაპირველი კონტექტსის მითითებაც არ არის საჭირო. შექსპირმა ასევე პირველმა შემოიტანა გრამატიკული ფორმები და სტრუქტურები,  მათ შორის ურითმო ლექსი, აღმატებითი ხარისხი და არსებული სიტყვების შეკავშირება ახალი სიტყვების შესაქმნელად, როგორიცაა bloodstained (სისხლით დალაქავებული) და მისმა პიესებმა დიდი როლი ითამაშა მართლწერის და გრამატიკის სტანდარტების შექმნაში.

მაგრამ შექსპირის გავლენა გაცილებით სცილდება ენის ნორმებს. მისი სიტყვები, მისი სიუჟეტები და მისი პერსონაჟები ისევ და ისევ შთააგონებს ჩვენს კულტურას და ფართო საზოგადოებას. რობენის კუნძულზე პატიმრობაში მყოფ ნელსონ მანდელას მუდმივად ახსოვდა ციტატა „იულიუს კეისარიდან“, „ლაჩარი სიკვდილს ბევრჯერ გემობს თვით სიკვდილამდე, მამაცს კი იგი მხოლოდ ერთხელ შეხვდება წილად“. ქეით თემფესთი კი თავის ლექსში „ჩემი შექსპირი“ აღნიშნავს, რომ შექსპირი მუდამ და ყველგან არსებობს: შექსპირი „არის ყველა შეყვარებულში, რომელიც ფანჯრების ქვეშ დგას... ყველა ეჭვიან და ჩურჩულით ნათქვამ სიტყვაში და ყველა აჩრდილში, რომელსაც მოსვენება არ უწერია.“ შექსპირის გავლენა ყველგან იგრძნობა, დიკენსიდან და გოეთედან დაწყებული, ჩაიკოვსკით, ვერდით და ბრამსით დამთავრებული; „ვესტსაიდური ისტორიაში“, აგათა კრისტის ჰამლეტით შთაგონებული „სათაგურში“, რომელიც დღეს ყველაზე ხანგრძლივი თეატრალური წარმოდგენაა ლონდონის „ვესთ ენდში“. მისი პიესები კვლავ მილიონებს ართობს მთელი მსოფლიოს სკოლის დარბაზებში; გასულ წელს ასობით ადამიანი ათენებდა ღამეს რიგში, რომ ბოლო წუთს შეეძინათ ბილეთები ბენედიქტ კამბერბეჩის მიერ შესრულებული ჰამლეტის სანახავად ლონდონის ბარბიკანში.

მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შექსპირის შემოქმედება აღზრდას უწყობს ხელს. როგორც შექსპირის სამეფო კომპანიის, შექსპირის გლობუსის და მოწინავე ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციების, როგორიცაა შექსპირის სკოლების ფესტივალი, შესრულებული სამუშაოდან ჩანს, შექსპირის შესწავლა და სცენაზე წარმოდგენა ავითარებს წიგნიერებას, საკუთარი თავის რწმენას და ფართო განათლებას.

ახლა 5 იანვარია, შობის მეთორმეტე ღამე, და ყოველ დღე 2016 წლის განმავლობაში, ბრიტანეთი გიწვევთ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ უილიამ შექსპირის ცხოვრება და შემოქმედება. დღეს ჩვენ ვიწყებთ ღონისძიებების საინტერესო გლობალურ პროგრამას „შექსპირი ცოცხალია“, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მთელს მსოფლიოში შექსპირის შემოქმედების დიდ გავლენას განათლებასა და წიგნიერებაზე.

პროგრამას სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში განახორციელებს ბრიტანეთის საბჭო და დიდი ბრიტანეთის კამპანია (GREAT Britain campaign). თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ შექსპირთან დაკავშირებული თქვენთვის საყვარელი მომენტები სოციალური მედიაში, ნახოთ სცენაზე, კინოსა და ინტერნეტ ქსელში ის წარმოდგენები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, ეწვიოთ გამოფენებს, მიიღოთ მონაწილეობა სემინარებსა და დებატებში. თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება შექსპირის ახალი საგანმანათლებლო რესურსები ინგლისური ენის დასახვეწად.

შექსპირის სამეფო კომპანია გაემგზავრება ჩინეთში; შექსპირის გლობუსი დადგამს წარმოდგენებს მთელს მსოფლიოში ერაყიდან დანიამდე. ახალგაზრდები ნახავენ შექსპირს ზიმბაბვეში. სოციალური მედია კამპანია სახელწოდებით „ითამაშე შენი როლი“ (#PlayYourPart) მოიწვევს მომავალ ნიჭიერ შემოქმედ თაობას, რათა მათაც პატივი მიაგონ უდიდეს მწერალს. ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „მოხალისეთა სამსახური საზღვარგარეთ“ ერთად ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას ბავშვთა წიგნიერების პრობლემების შესახებ და გამოვიყენებთ შექსპირის შემოქმედებას მსოფლიოში ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობების გასაზრდელად.

გარდა იმისა, რომ შექსპირმა გვაჩუქა შესანიშნავი ენა, გააცოცხლა ჩვენი ისტორია, გავლენა მოახდინა ჩვენს კულტურასა და განათლებაზე, მას ასევე უზარმაზარი შთაგონების ძალა გააჩნია. მისი შემოქმედება მოიცავს ულამაზესი სიყვარულის ისტორიას და უდიდეს ტრაგედიას; უძლიერეს ფანტაზიებს და მახვილგონიერ კომედიებს; ბრწყინვალე მონოლოგებს  და ლეგენდარულ პერსონაჟებს. უილიამ შექსპირი ერთი ადამიანია, რომლის უზარმაზარი ფანტაზია, უსაზღვრო შემოქმედება და ჰუმანურობა მოიცავს მთელი კაცობრიობის გამოცდილებას და რომლის დარი არც მანამდე და არც შემდეგ არ ყოფილა.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ შემოგვიერთდეთ, რათა 2016 წელს ერთად აღვნიშნოთ ამ ადამიანის ცხოვრება და შემოქმედება; როგორც თავად აღნიშნა „მთელი სამყარო სცენაა“ და შექსპირი ნამდვილად ცოცხლობს მის შემოქმედებაში.

 

დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი

5 იანვარი 2016 წელი

P.S. ტექსტი ინგლისურიდან ითარგმნა რამდენიმე უცხოურ ენაზე სხვადასხვა გამოცემებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^