Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარმანია: ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

19 იანვარი 2016

ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. 

აღნიშნული კომენტარით ნარმანია თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხს ეხებოდა. 

„ოპოზიციამ უმჯობესია, განმარტოს, ამდენ ხანს რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად ფუჭდება ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხი უნდა გამოყოს, რომლითაც თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^