Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომელ პროფესიებს მიიჩნევენ აბიტურიენტები ქალებისთვის შეუფერებლად

28 იანვარი 2016

როგორი დამოკიდებულება აქვთ აბიტურიენტებს გენდერული თანასწორობის მიმართ, ყველაზე ხშირად რომელ სტერეოტიპებს იყენებენ, რა პროფესიას მიიჩნევენ ქალებისთვის შეუფერებლად, რამდენად ინფორმირებულები არიან გენდერული საკითხების მიმართ - კვლევა, რომელიც აბიტურიენტების ესეებს აფასებს, „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა მოამზადა

კვლევა, რომელსაც უნდა გაერკვია ახალგაზრდების დამოკიდებულება გენდერული საკითხების მიმართ, 2013 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტების I და II ვარიანტებში დაწერილი არეგუმენტირებული ესეების ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ სულ 1 706 ნაშრომი შეისწავლა, რომელთაგან  857 პირველი ვარიანტის ესე იყო, ხოლო 849 მეორე ვარიანტის. ნაშრომების ავტორების შესახებ მხოლოდ ოთხი დემოგრაფიული კრიტერიუმი იყო ცნობილი - რეგიონი, სქესი, მიღებული ქულა, ტესტის ვარიანტი. ნაშრომები შეირჩა  საქართველოს ათი რეგიონიდან  და თბილისიდან.  1700 ნაშრომიდან  50.6% მდედრობითი სქესის,  ხოლო 49.4%  მამრობითი სქესის აბიტურიენტის ნაშრომი იყო.

პირველი ვარიანტის ტესტის დებულება ასე ჟღერდა: „სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ქალების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების უკეთ წარმართვისათვის“,  ხოლო მეორე ვარიანტის ტესტის დებულება ასე: „ არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლებაც მხოლოდ მამაკაცებისთვის ან მხოლოდ ქალებისთვის არის მოზანშეწონილი“.

პირველი ვარიანტის დებულებას აბიტურიენტების უმრავლესობა ეთანხმება (77%), ხოლო  თითქმის მეათედი (9,8% ) არ ეთანხმება, დაახლოებით ამდენივე მიიჩნევს რომ  სქესს არ აქვს  მნიშვნელობა  (9.9%). 2,6%-ის ნაშრომში პოზიცია არ ჩანს.

მეორე ვარიაბტის დებულებას არ ეთანმხმება აბიტურიენტების  უმრავლესობა  (62.2%), ხოლო ეთანხმება მესამედზე მეტი -  35.9%.

გენდერული თანასწორობის მიმართ 1700 ნაშრომიდან პოზიტიური დამოკიდებვულება ნაშრომების  70% - ში ჩანდა, უარყოფითი დამოკიდებულება 27,8%- ში, ხოლო ნაშრომების 2.2% ში პოზიცია არ იყო გამოკვეთილი.

ყველაზე ხშირად პოზიტიურ დამოკიდებულებას აფიქსირებენ ქვემო ქართლში (80.6%). ასეთივე პასუხები ხშირად გვხვდება გურიაში ( 74.4%,) აჭარაში (73%), სამცხე - ჯავახეთში ( 72.5% ) და იმერეთში (71.3%).  ნეგატიური დამოკიდებულება შედარებით მეტია  მცხეთა-მთიანეთში,  სამეგრელო ზემო- სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე თბილისში. პოზიცია დამოკიდებულია ქულებსა და სქესსზე. პოზიტიური დამოკიდებულება უფრო ხშირად აქვთ მაღალი ქულით შეფასებულ აბიტურიენტებს, ნეგატიური დამოკიდებულება იკვეთება საშუალოქულიანი ნაშრომების თითქმის მესამედსა და მაღალქულიანი ნაშრომების თითქმის მეოთხეთში.

კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული თანსწორობის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას უფრო ხშირად მდედრობითი სქესისი წარმომადგენლები აფიქსირებენ, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

„პოზიტიური დამოკიდებულების 70%-იანი უპირატესობა  ერთგვარი პოლიტიკური განაცხადიცაა და ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების სრულ უმრავლესობას სურს პოლიტიკაში და სხვადასხვა პროფესიაში მეტი ქალი  იხილოს. როგორც ჩანს აბიტურიენტები (რომლებიც ახლა სავარუდოდ, მეორე -მესამე კურსის სტუდენტები იქნებიან), მზად არიან, იმსჯელონ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მიიღონ სათანადო ინფორმაცია და ჰქონდეთ სწორი პოზიცია. ამგვარი მზადყოფნა (ერთგვარი „მოთხოვნა“) შესაბამის პასუხს - ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. პრობლემები სწორედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გამოვლინდა, -“ ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება პროფესიების მიმართ აბიტურიენტების დამოკიდებულებას, აბიტურიენდები ამბობენ, რომ ქალები არ უნდა დაეუფლონ ისეთ პროფესიას როგორიცაა მუშა, ხელოსანი, მექანიკოსი, ჯარისკაცი, მეხანძრე, მძღოლი და ა.შ. ხოლო კაცი არ უნდა დაეუფლოს ისეთ პროფესიას როგორიცაა  ძიძა, სტილისტი, დიზაინერი,დამლაგებელი/მრეცხავი და არ უნდა იყოს დაკავებული საოჯახო საქმეებით, შვილების მოვლით.

ნაშრომებში აბიტურიენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ კაცებისთვის ზოგიერთი პროფესია შეუფერებელია, ხოლო ქალებთან დაკავშირებით იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთ პროფესიას ქალი ვერ დაეუფლება  გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების გამო. მამაკაცების შესახებ ასეთი თვალსაზრისი არცერთ ნაშრომში არ დაფიქსირებულა.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაშრომების 18.3%-ში ქალს მოიხსენიებენ, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, 8.9%-ში როგორც მანდილოსანს, 6%-ში  როგორც ქალბატონს.  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტერეოტიპი, რომელიც აბიტურიენტების ნაშრომების შესწავლისას გამოიკვეთა არის ის, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა შვილის აღზრდა ან ოჯახში საქმიანობაა.

აბიტურიენტები  ნაშრომებში ხშირად ასახელებდნენ სამაგალითოქალებს. ასეთ ქალებს საერთოდ არ ახსენებდა აბიტურიენტების ნახევარი -  50.4%. ყველაზე ხშირად სახელდებოდნენ ქალები საქართველოს ისტორიიდან (თამარ მეფე, მაია წყნეთელი, და აშ. ) რომელსაც აბიტურენტების მესამედი ასახელებდა 33.2%, ქალებს მსოფლიო ისტორიიდან ასახელებდა  -21.5%,   უცხოელ პოლიტიკოს ქალებს -  13.6%.

„როგორც ჩანს, აბიტურიენტები არ იცნობენ ხელოვან, ფემინისტ და მეცნიერ ქალებს, ისინი მხოლოდ რამდენიმე აბიტურიენტმა დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ აბიტურიენტები არც სხვა პროფესიებში წარმატებულ ქალებს იცნობენ. რაც შეეხება ინფორმირებულობას გენდერული საკითხების მიმართ, ის ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტების უმრავლესობას სწორი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთი თემის მიმართ, მათ არ აქვთ ინფორმაცია და უჭირთ სხვადასხვა საკითხებზე ადეკვატურად მსჯელობა, „- ნათქვამია კვლევაში.

კვლევა პროექტ „ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში მომზადდა. პროექტი „ ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს - USAID -ის მხარდაჭერით, ფონდი „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა დ მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში ქალთა სრული მონაწილეობის მხარდაჭერა, სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^