Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: ერეკლე დეისაძე თავისუფალია

12 მარტი 2016

ერეკლე დეისაძის ადვოკატის, თორნიკე უსტარაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის დეისაძე თავისუფალია. კანცელარიასთან ერთსაათიანი, ხოლო ორთაჭალის განყოფილებაში ნახვრასაათიანი დაყოვნების შემდეგ პოლიციელებმა ის გაათავისუფლეს. თუმცა ადვოკატისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო პოლიციამ ასეთი გადაწყვეტილება. 

უსტარაშვილის თქმით, მას დაცვის უფლების განხორციელება შეუზღუდეს, არ შეუშვეს ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში და დეისაძესთან ამ დრომდე არ უსაუბრია. 

ერეკლე დეისაძე კანცელარიასთან გამართული პერფორმანსის დროს დააკავეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მან კანცელარიის შენობაზე პროექტორის მეშვეობით გასპარ ნოეს ფილმი გაუშვა. 

დეისაძე სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ფოტო: ლექსო მაჭავარიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^