Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესაზღვრეები საზღვართან პრინციპულ ცვლილებებს უარყოფენ

18 მაისი 2012

 

სტუდენტური ჯგუფი "სტუდენტური ხმა" 17 მაისს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დავით გარეჯაში გასამგზავრებლად შეიკრიბა. "დავით გარეჯში სიტუაციაში გასარკვევად მივდივართ. გვაინტერესებს კონკრეტულად რა მოხდა. დაველაპარაკებით მესაზღვრეებს და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, დავით გარეჯი საქართველოს საკუთრებაა." - ამბობდნენ "სტუდენტური ხმის" წევრები.

 

[video:http://www.youtube.com/watch?v=NZhJ1T56j_s]

დავით გარეჯას შესახებ კითხვები მარტო მათ არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა განცხადებამ, ამ განცხადების მედიის ნაწილის მიერ არასწორმა ინტერპრეტაციამ და დავით გარეჯაში მყოფი სასულიერო პირების გამოსვლებმა ბევრნაირი ვარაუდი და ეჭვი გააჩინა.

დავით გარეჯას ცენტრალურ ლავრაში სასულიერო პირები არ დაგხვდნენ. გასაუბრება მხოლოდ მონასტრის მაღაზიაში სანთლებისა და ხატების გამყიდველთან შევძელით. მისი თქმით,  ათი დღეა აზერბაიჯანელი  მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერში ჩადგნენ. 6 მაისამდე არც აზერბაიჯანელი და არც ქართველი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერთან არ იდგნენ.

"6 მაისის შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ, ჩვენებიც დადგნენ. აქამდე არ იდგნენ, ადიოდნენ ხოლმე უბრალოდ. აზერბაიჯანელებიც თვეში ერთხელ ამოივლიდნენ საზღვართან. უკვე ათი დღეა სულ იქ (უდაბნოს მონასტერთან) დგანან და ჩვენებიც ახლა ჩადგნენ, საჭირო გახდა. ვინმე რომ არ დაიჭირონ, გაუგებრობა რომ არ მოხდეს. ტურისტებს აღარ უშვებენ. აქამდეც აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლებოდა, მაგრამ გადადგილება შეზღუდული არ იყო და არც ასეთი კონტროლი იყო." - ამბობს სანთლების გამყიდველი.

განსხვავებულ რამეს ამბობდნენ იქვე მანქანაში მსხდარი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები. ისინი პრინციპულ და მნიშვნელოვან ცვლილებას საზღვართთნ უარყოფდნენ. იხსენებენ აზერბაიჯანთან 49 წლიანი იჯარის ამბავს, რომლის დასრულების შემდეგაც 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო აზერბაიჯანთან საზღვრების საკითხი გაურკვეველი და შემდგომში კი - სადაო გახდა.

"იჯარის გასვლის შემდეგ ყურადღება არავინ მიაქცია საზღვრებს და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ ყოველთვის იდგნენ აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები. აზერბაიჯანელები ახლა ტურისტებს აღარ უშვებენ, ფრესკები რომ არ გააფუჭონ, ისე თვითონაც არ აკლებენ მაგას." - მანქანიდან გვესაუბრებოდა ერთ-ერთი მესაზღვრე.

სანთლების გამყიდველისა და სასაზღვრო პოლიციელების წარმომადგენლების კომენტარები წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. პირველი ამბობდა, რომ მესაზღვრეები მუდმივად უდაბნოს მონასტერთან არ მდგარან და დროდადრო პატრულირებდნენ, მეორენი კი ზუსტად საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ და ერთადერთ ცვლილებად აზერბაიჯანელების მიერ ტურისტებისთვის გადადგილების შეზღუდვას ასახელებდნენ.

ამასობაში დავით გარეჯთან მესაზღვრეები ჩამოვიდნენ. უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ჩადგომის შესახებ შეკითხვის დასმისთანავე აღშფოთდნენ. მათთვის გაუგებარია, ის პანიკა და აჟიოტაჟი რაც მედიაში აატყდა. მათაც ის გაიმეროს, რაც სასაზღვრო პოლიციამ გვითხრა - "აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრები უდაბნოს მონასტერთან მუდმივად იდგნენ".

კითხვაზე, თუ რატომ შეიზღუდა ტურისტების გადადგილება, გვპასუხობენ, რომ აზერბაიჯანელებმა კი არა, თავად აკრძალეს მათი გადადგილება. "აზერბაიჯანელებმა გვთხოვეს, სანამ საზღვრების საკითხი გაირკვევა არავინ  გამოუშვათო."

"დავით გარეჯას 2 პროცენტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სამწუხაროდ. უდაბნოს მონასტრის კელიებიც მათ მხარესაა მოქცეული. ჩვენც და ისინი მანდ მუდმივად ვიდექით. პიარი სჭირდებათ ვიღაცებს, წინასაარჩევნო პერიოდია და რუსეთი ფულს ჩაურიცხავს. პერიოდულად ტეხენ ხოლმე აჟიოტაჟს." - ამბობდა ერთ-ერთი.

დავით გარეჯას უდაბნოს მონასტრის ირგვლივ გაუგებრობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მღვდელთმონაზონი კირიონი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრის დაკავებაზე საუბრობდა. მალევე გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მისი განცხადება მედიის ნაწილმა არასწორი ინტერპრეტაციებით გაავრცელა და დავით გარეჯის მთლიანი სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებად აღიქვა.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მასში შედიოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტრის კელიები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანთან საზღვრების ნაწილი სადაო გახდა. საზღვრების დემარკაციის პროცესი  ჯერჯერობით არ დასრულებულა და მსგავსი გაუგებრობის შესაძლო წყაროდ რჩება.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^