Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა TNS-სთან ხელშეკრულება გააფორმა

06 ოქტომბერი 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის”, „მაესტროსა“ და „GDS”-ისთვის ეგზიტპოლს კომპანია „TNS” მოამზადებს. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშკრულება კომპანია TNS-თან 4 ოქტომბერს გააფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ეგზიტპოლის სხვა ტელევიზიებთან ერთად ჩატარებაზე გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო, თუმცა ხელშეკრულება TNS-თან 4 ოქტომბრამდე გაფორმებული არ იყო.

საველე სამუშაოებზე საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, კომპანია GORBI იქნება პასუხისმგებელი. 

ეგზიტპოლის შედეგები არჩევნების დღეს საღამოს 8 საათისთვის გახდება ცნობილი. ეგზიტპოლი ჩატარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3634 საარჩევნო უბანზე, საქართველოს 73 რაიონში . TNS-ის ცნობით, მობილიზებული იქნება 975 ადამიანი საქართველოში. პროპორციული სიის მონაცემების გარდა, ეგზიტპოლი მონაცემებს აჩვენებს 10 მაჟორიტარ დეპუტატზე -  თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. მათი თქმით, კერძო ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს. 

საგულისხმოა, რომ TNS-სთან თანამშროლობის გამოცდილება აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია „მოქალაქეს" 2014 წელს „მოქალაქემ" TNS-ს მედიაგარემოს კვლევა დაუკვეთა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^