Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულისთვის

18 ნოემბერი 2016

პრეზიდენტის მიერ ბოლო სამი აქტით შეწყალებული პატიმრების 40% სასჯელს 260-ე მუხლით იხდიდა (მათ რიცხვში შედის როგორც ციხიდან გამოსული პატიმრების რაოდენობა, ასევე ისინი, ვისაც სასჯელი შეუმცირდა).

რაც შეეხება ციხიდან გამოსულ პატიმრების რაოდენობას (ჯამში 337), მათგან 260-ე მუხლით სასჯელს პატიმართა 45,7% (154 პატიმარი) იხდიდა (აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში დაჯამებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატიმარი მსჯავრს 260-ე მუხლთან ერთად სასჯელს სხვა მუხლებითაც იხდიდა).

„ლიბერალმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ბოლო სამი აქტით (27 აპრილი, 1 აგვისტო, 27 ოქტომბერი) შეწყალებული პატიმრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 

სამივე ეტაპზე შეწყალების აქტი ჯამში 489 პატიმარს შეეხო, მათგან 197 სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (სხვა მუხლებთან ერთად) იხდიდა. ეს მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ეხება.

შეწყალების სამივე აქტით საერთო ჯამში დაწესებულება 99 (29.38%) პატიმარმა დატოვა, რომელიც მხოლოდ 260-ე მუხლით იხდიდა სასჯელს.

რაც შეეხება 273-ე მუხლს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას ეხება:

სამივე აქტის საფუძველზე 273-ე მუხლით სასჯელაღსრულების დაწესებულება ჯამში 35-მა მსჯავრდებულმა დატოვა. ამ მონაცემებში შედის ის შემთხვევები, როდესაც პატიმარს სხვა მუხლიც ჰქონდა წაყენებული.

რაც შეეხება 265-ე მუხლს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას ეხება.

შეწყალების სამივე აქტით ჯამში პრეზიდენტმა 17 პატიმარი შეიწყალა, რომელიც სასჯელს 265-ე მუხლითაც იხდიდნენ. მათგან 8 პატიმარი იხდიდა სასჯელს მხოლოდ 265-ე მუხლით.

ბოლო სამი აქტით შეწყალებულთა შორის ასევე არიან 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებიც, რაც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს ეხება.

ამავე საკითხთან დაკავშირებით კვლევა  „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც" მოამზადა, რომელიც პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2015 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტს ნარკოტიკული დანაშაულისათვის 1559 მსჯავრდებულიდან 986 პირი ჰყავს შეწყალებული, ანუ სრული რაოდენობის დაახლოებით 62%.

შეწყალების კომისიის პოზიცია

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ნარკოტიკული დანაშაულები, როგორც ის არის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის კოდექსში, თავისი ბუნებით სამართლიანია. ამიტომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების სასარგებლოდ ვიღებთ“, - „ლიბერალს“ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძე ესაუბრა.

ქორიძე აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედია, რომ ის უნდა გახდეს მაქსიმალურად ლიბერალური... მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი ხისტი პოლიტიკა ჰქონდეს სახელმწიფოს იმ „დანაშაულის“ მიმართ, რომელსაც უფრო სოციალური ბუნება აქვს, გამოწვეულია კონკრეტული  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობებით და ქვეყანაში არსებული დეპრესიული ფონით.

მისი თქმით, სხვადასხვა ჯგუფი დღეს ნარკოტოპილიტიკას იყენებს იმისთვის, რომ ადამიანები კიდევ უფრო გაკოტრდნენ, კიდევ უფრო დაკარგონ სოციალური გარანტიები და აღმოჩდნენ ფსკერზე.  

„ეს არ არის ნორმალური და ჯანსაღი პოლიტიკა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ არამხოლოდ გარეთ გამოსვლაში, რომ საპატიმრო დაწესებულებაში არ გაატარონ 7 წელი უკვე მოხმარებული დეზომორფინიანი შპრიცის გამო... ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ადამიანების მაქსიმალურად დახმარებაზეც. ისიც უნდა განვიხილოთ, საერთოდ რატომ არის ასეთი დეპრესიული ფონი ქვეყანაში და რატომ მოიხმარს ამდენი ადამიანი ნარკოტიკს; ხომ არ არის ეს გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაშია; ხომ არ დადგა დრო იმაზეც დავფიქრდეთ, რომ უზარმაზარი ფული, რომელიც ბრუნავს იატაკქვეშა ნარკობაზარზე, ნელ-ნელა ამოვიდეს ზევით და დავინახოთ, რომ ძალიან ცოტა, მცირერიცხოვანი პატარა ჯგუფები უზარმაზარ მოგებას იღებენ ადამიანების ასეთ მდგომარეობაზე“, - აცხადებს ქორიძე.

როგორც ქორიძე ამბობს, ძალიან ცუდია, თუ საზოგადოების წევრებს კიდევ მიაჩნიათ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც შეიძენენ, შეინახავენ ან მოიხმარენ ნარკოტიკებს, ყველაზე სერიოზული საფრთხეა საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხეებს წამოადგენენ ადამიანები, რომლებიც ამ ადამიანებზე ყიდიან ნარკოტიკულ საშუალებებს და რომლებიც „საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ჩვენს საზოგადოებაში“.

„სწორედ ისინი და მათი პოლიტიკური ლობისტები გამოდიან ყოველთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ითხოვს, რომ ქვეყანაში გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ნარკოკარტელების გაძლიერებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ ადამიანებზე, კონკრეტული ადამიანების ბედზე, რომლებიც არიან საპატიმრო დაწესებულებებში. შეწყალებულთა საერთო რიცხვში მაღალია ნარკოდანაშაულში მხილებული  და გასამართლებული ადამიანებისა რაოდენობა“, - აცხადებს ქორიძე.

ზვიად ქორიძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, ნარკოტიკების გასაღების მუხლით მსჯავრდებულ ადამიანებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ  ადამიანებს, რომლებსაც ასამართლებენ გასაღების მუხლით, ხშირ შემთხვევაში, განაჩენში ჩაწერილი სიტყვა „გასაღება“ ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი.

„შეიძლება ორმა-სამმა ადამიანმა ფული შეკრიბოს, ერთმა იყიდოს და მერე გაყოს სამ ნაწილად. ეს გაყოფის პროცესი უკვე არის გასაღება. იმ ადამიანზე კი არ არის ბრალი წაყენებული, ვინც მიჰყიდა ეს ნარკოტიკი, არამედ დაკავებულია ის ადამიანი, რომელმაც თავის თანამეინახეებს, ნარკოტიკი გაუნაწილა. ჩვენი კანონმდებლობით ეს ისჯება, როგორც გასაღება და ის ადამიანი ხვდება დაწესებულებაში, როგორც გამსაღებელი. მოსამართლე არ მიდის სიღრმეებში, არ იკვლევს ის ნარკოკარტელის წევრია, თუ მან რეალურად იყიდა სხვისგან და ამას ანაწილებს სამეგობროში, იმ ადამიანებში, ვინც ფული დადო. 

მე მინახავს განაჩენები, როდესაც მეგობარმა მეგობარს, ძმამ ძმას დაადო ხელი და ამით პატიმრობისთვის გასწირა, რადგან ვერ მიხვდა, რომ ამ დროს პრაქტიკულად თავის მეგობარს ან ძმას გამსაღებლობას აბრალებდა. მას ეს არ ჰქონია გამიზნული, რადგან ასე არ ესმოდა სისხლის სამართლის კოდექსის ჩვენეული რედაქცია“, - ამბობს ქორიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^