Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური აზერბაიჯანელები და სახელმწიფო ენა - “ქართული მათ მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილზე ესმით”

26 ნოემბერი 2016

ნურთაქ გარაევა მარნეულის რაიონის სოფელ ყურალში ცხოვრობს. ის 90-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ნურთაქი ამბობს, რომ ქართული ენის სწავლა რთული არ არის, უბრალოდ, მონდომებაა საჭირო: “ჩვენს სოფელში თუ ვინმეს უმაღლესი განათლების მიღება უნდოდა, სასწავლებლად აზერბაიჯანში ან თურქეთში მიდიოდა:  ყურალში ქართული არავინ იცოდა. სოფელში მხოლოდ აზერბაიჯანელები ვცხოვრობთ და ქართულად ვერავისთან ვლაპარაკობთ. მე საქართველოში დავიბადე. აქ მინდა ვისწავლო და ვიმუშავო. ქართული ენა უკვე ვისწავლე. გამოცდა ჩავაბარე და სერტიფიკატიც ავიღე. ამის შემდეგ ბანაკში  წავედი და ქართულ ოჯახში ვცხოვრობდი. მათთან ურთიერთობა ენის სწავლაში ძალიან დამეხმარა. უმაღლესი განათლების მისაღებად წასვლა არსად მომიწევს, საქართველოში ჩავაბარებ.”

ინთიქამ ფერზელიევიც მე-11 კლასის მოსწავლეა. ის მარნეულის  მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობს. თუმცა, ნურთაქისგან განსხვავებით, მან ქართული ენა არ იცის. “ქართულ ენას მე-5 კლასამდე საერთოდ არ ვსწავლობდით.  რაც ახლა  ვიცი, იმ ცოდნის 40% მე-9 კლასში დავაგროვე. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, რომ უმაღლესი განათლებაც მივიღო.  ამისთვის მეც და ჩემი კლასელებიც ახლა ძალიან ბევრს ვმეცადინეობთ.  კარგი იქნებოდა, ქართული ენა დაწყებითი კლასებიდანვე  რომ გვესწავლა. ახლა ენა გაცილებით უკეთესად გვეცოდინებოდა.”

ყულარის სკოლის დირექტორი, ჰუმბეთ ჰუსეინოვი  ამბობს, რომ  ქართული ენის პედაგოგი მათ სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნულმა ცენტრმა გაგზავნა: “ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა დიდი ნაწილი სერტიფიცირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელმაც  ქართული ენა კარგად არ იცის. არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი  სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში ქართული ენის მასწავლებელს გვიგზავნიან. ის ქართული ენის სწავლაში მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან ეხმარება.”

არაქართულენოვან სკოლებში უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეები სხვადასხვა საგნებს ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლობენ: სახელმძღვანელოში სასწავლო მასალის 30% ქართულ ენაზეა, დანარჩენი კი ეთნიკური უმცირესობის ენაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმაც ქართული ენა კარგად იცოდნენ.

ანა მეტრეველი ქართულ ენას ყულარის სკოლაში ასწავლის. ანა ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ბავშვებს ქართულ ენაზე საუბარი მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილზე უწევთ: “ამ სოფელში ბავშვები მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ. ყულარში ქართველი არავინ არის და აქ მცხოვრებ მოსწავლეებს ქართულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ. ტელევიზორშიც კი მხოლოდ თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს უყურებენ. ქართული მათ მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილზე ესმით. დაწყებით კლასებში ბავშვები ერთდროულად სწავლობენ ქართულ, აზერბაიჯანულ  და კიდევ ერთ უცხო ენას, რაც მათთვის რთულია და ამის გამო ენის სწავლის მოტივაციაც არ აქვთ. მაღალ კლასებში მოსწავლეები უმაღლესი სასწავლებლებისთვის ემზადებიან და ქართული ენის შესწავლასაც უფრო სერიოზულად ეკიდებიან.”

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" აერთიანებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ ქართული ენის კურსებში ჩართულია არაქართულენოვანი სკოლების 738 მასწავლებელი. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი) არაქართულენოვან სკოლებში კი მივლენილია მასწავლებელთა 3 ჯგუფი:

ქართულის, როგორც მეორე ენის 105 კონსულტანტ-მასწავლებელი;

ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების (ისტორია და გეოგრაფია) დამხმარე 135 მასწავლებელი და 14

ბილინგვი დამხმარე მასწავლებლები, რომლებიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან და ერთენოვანი დამხმარე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ნებისმიერ სასკოლო საგანში.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის სწავლების მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი მიზეზი კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტია,” - აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი, თამარ კეკელიძე. 

ქართული ენის ინტენსიურ კურსს მოქალაქეებს ზურაბ ჟვანიას სახელობის  სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც სთავაზობს. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს  და ის  საქართველოს 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მათ შორის ბოლნისში, მარნეულში, დმანისში, გარდაბანში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოსა და ლაგოდეხში ხორციელდება. ზურაბ ჟვანიას სახელობის  სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონული ცენტრის ადმინისტრატორი, სევარ ქარაევა ამბობს, რომ თუ ადრე მათი კურსებით მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები სარგებლობდნენ, ახლა იქ სახელმწიფო ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია: “ჯგუფები ენის ცოდნის დონის მიხედვით არის დაყოფილი. ჩვენი ინსტრუქტორები ხშირად სკოლებშიც მიდიან და ქართული ენის შესწავლაში მასწავლებელებსაც ეხმარებიან. სახელმწიფო ენის შესწავლით დაინტერესებულები ძირითადად 40-დან 60 წლამდე ასაკის პედაგოგები არიან. ხშირად მოდიან  მოსწავლეებიც. თითოეული დონე 120- საათიანია. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატს ვაძლევთ. სამწუხაროდ, სერტიფიკატს ყველა ვერ იღებს. ყველაზე მოტივირებულები ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც სწავლის უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უნდათ.”

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზაურ ხალილოვი ამბობს, რომ თუ  6-7 წლის წინ ეთნიკური აზერბაიჯანელები უმაღლესი განათლების მისაღებად აზაერბაიჯანსა და თურქეთში მიდიოდნენ და სახელმწიფო ენის შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, სახელმწიფო პროგრამებმა -  “1+4” და "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, თუმცა, გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება: “ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ - ისინი სოფლებში მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ. როდესაც თბილისში ჩამოდიან, აქაც  ცდილობენ რომ ურთიერთობა ისევ მხოლოდ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ჰქონდეთ და აქ პატარა მარნეული და პატარა ბოლნისი შექმნან. ისინი ერთგვარ თვითიზოლაციაში არიან და რეალურად, ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია არ ხდება. პრობლემებია სახელმწიფო პროგრამებშიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ არის სკოლის დირექტორი და როგორი მმართველია ის. ერთ-ერთი მონიტორინგის დროს გავარკვიეთ, რომ ხშირად სკოლის დირექტორი მის სკოლაში არსებულ ქართული ენის მასწავლებლის ვაკანსიას მალავს. ვნახეთ შემთხვევები, როცა ქართულ ენას არაკვალიფიციური პედაგოგები - ქიმიის, ისტორიის ან ბიოლოგიის ისეთი მასწავლებელები ასწავლიდნენ, რომელთაც ქართული ენა თვითონ არ იცოდნენ კარგად. ის პრობლემა, რომ  მათ შვილებს სახელმწიფო ენას არაკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან, მშობელთა დიდ ნაწილს საერთოდ არ აწუხებს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ცოდნის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს ენის შემსწავლელი პროგრამები, მაგრამ საზოგადოებაც უფრო აქტიური და მომთხოვნი უნდა იყოს.”

ზაურ ხალილოვი მიჩნევს, რომ მთავარი გარდატეხა ეთნიკური აზერბაიჯანელების ცნობიერებაში უკვე მოხდა და ის, ვინც საკუთარ მომავალს საქართველოს უკავშირებს, ქართულ ენასაც სწავლობს.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^