Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ ბავშვი თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლია - HRC განათლების მინისტრს მიმართავს

23 დეკემბერი 2016

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ ორი წლის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს კლასელები დასცინიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას რეგულარულად აყენებენ, რაზეც რეაქცია არ ჰქონია არც კლასის დამრიგებელს და არც სკოლის დირექტორს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე კლასელების მხრიდან ბულინგის გამო ამ დროისთვის სწავლასა და სკოლაში სიარულზე უარს ამბობს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ 2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის განცხადების საფუძველზე, მისივე თანდასწრებით, ბულინგის სავარაუდო მსხვერპლის თანაკლასელი გააფრთხილეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო, კვლავ გრძელდებოდა მოსწავლის მიმართ ძალადობა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება", - წერია განცხადებაში. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს და მოითხოვს, გატარდეს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ პასუხისმგებელი პირები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^