Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეზობლების ახალი წელი

09 იანვარი 2017

ბაქოს ცენტრალური ქუჩების ნაწილი საახალწლო განათებებითაა მორთული. საზეიმო განწყობა იგრძნობა მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრებსა და გასართობ ადგილებშიც. ადამიანები ოჯახებთან ერთად სტუმრობენ ბაქოს ბულვარს, საახალწლო ბაზრობას, ყიდულობენ საჩუქრებს. ყველაფერი თითქმის ისევეა, როგორც ჩვენთან. ალბათ, ჩვენნაირად საახალწლო დღეებში ბაქოელებიც ცოტათი იმაზე ბედნიერები არიან, ვიდრე სხვა დღეებში.

 არიან ადამიანები, რომლებიც არ ან, უფრო სწორად, ვერ ერთვებიან ამ ზეიმში. ტაქსების მძღოლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და სხვა უწყებებში მომუშავე ადამიანები – ამ ზეიმის ნაწილი თან არიან, თანაც არ არიან. ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ეტყობათ, რომ ამაღლებული განწყობა მათ გვერდითაა, მაგრამ არა მათთან ერთად.

ბაქოს ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე საქართველოსდროშიან ბანერს ვხედავთ. გვიხსნიან, რომ ეს იმ კომპანიის კუთვნილებაა, რომელმაც საქართველოს, როგორც პარტნიორის მიმართ, ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა ამ ფორმით გამოხატა. სასტუმროში, სადაც ჩვენ ვართ, 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის დროშაა გამოფენილი. აღმოვაჩინეთ, რომ განსაკუთრებულ ადგილას და ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებია. ადგილობრივებს უხარიათ, როცა იგებენ, რომ ქართველები ვართ. ჩვენც გვახარებს, რომ აქ სახელი გატეხილი არ გვაქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

არაქართულენოვანი სკოლების საკადრო გასაჭი ...

საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა ნახევარ საუკუნეზე მეტია მოქმედებს. სკოლაში 350 მოსწ ...
16 იანვარი
16 იანვარი

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცო ...

დასაწყისი მაშინ, როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო ...
16 იანვარი
16 იანვარი

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა საფრთხის ...

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, შეცვალა დაფინანსების წესი. წესის ცვლ ...

მეტი

^