Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2 აპრილი უფლებების დაცვის თუ სტერეოტიპებით სავსე დღე?

03 აპრილი 2017

აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ვლინდება. აუტიზმის მქონეებს შესაბამისი მხარდაჭერა საშუალებას აძლევს, იცხოვრონ სხვებთან თანასწორად და სრულად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აუტიზმის მქონე ადამიანები სოციალური ინტერაქციისთვის განსხვავებულ გზებს მიმართავენ. ისინი არასტანდარტულ გზებს იყენებენ სწავლისთვის, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ამა თუ იმ საგნის მიმართ, უყვართ რუტინა. მათ უჭირთ ურთიერთობის დამყარება და გარესამყაროსაც განსხვავებულად აღიქვამენ.

აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან სტიგმასა და დისკრიმინაციას. თერაპიები და სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი უნარების გამოვლენისა და განვითარებისთვის ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია მათთვის.

როგორც მოგეხსენებათ, 2 აპრილს მთელს მსოფლიოში სხვადასხვა შენობებს ლურჯად ანათებენ. ეს ტრადიცია ამერიკულმა ორგანიზაციამ Autism Speaks-მა დაიწყო, რომელიც უზარმაზარ თანხებს დებს აუტიზმის „განკურნებასა“ და კვლევებში. მათ შორისაა  აუტიზმის დასადგენი პრენატალური ტესტიც, რომელიც ქალს აძლევს არჩევნის საშუალებას, გააჩინოს თუ არა ეს ბავშვი http://thisoutnumberedmama.com/do-not-light-it-up-blue/.

რატომ არის ლურჯი აუტიზმის ფერი?  ალბათ გსმენიათ, რომ აუტიზმი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში და რადგანაც ლურჯი ფერი ბიჭის ფერად არის „აღიარებული“, სწორედ ამიტომ მიიჩნევა ის აუტიზმის ფერად. სინამდვილეში ეს არის სტერეოტიპი, რადგან აუტიზმი თანაბრად გვხვდება როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გოგონების შემთხვევაში ხშირად არ ხდება დიაგნოზის გამოვლენა. 

დასაფიქრებელია, რამდენად გვჭირდება ცნობიერების ამაღლებაზე ამდენი მუშაობა მაშინ, როდესაც ბევრს არც კი ესმის რა არის აუტიზმი?

ჩვენ აღარ გვჭირდება ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება, ჩვენ გვჭირდება მეტი მიმღებლობა, სერვისების მიღება დისკრიმინაციის გარეშე. მე  ჩემი შვილის მხარდამჭერი ვარ და ვიბრძვი მისი უფლებებისთვის, რომ მას ხელი მიუწვდებოდეს მისთვის საჭირო თერაპიებზე; რომ სკოლას ჰქონდეს სერვისები; რომ მას დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს.

გაერთიანებული ერების  გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდის დღედ გამოაცხადა. მისი მიზანია, მოხდეს მათი ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესება, ღირსეულად იცხოვრონ და საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

აუტიზმის მქონე ადამიანები მუდამ ჩვენ გვერდით არიან.  მათი ბრძოლები და  გამარჯვებები აპრილის თვეში არც იწყება და არც მთავრდება. მთავარია, ჩვენ დავუდგეთ გვერდით მათ და მათ ოჯახებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^