Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

KING DAVID - მითები და რეალობა

02 მაისი 2017

რამდენიმე წელია დიდ ინტერესს იწვევს თბილისის ცენტრში კლდეზე აღმართული სხვადასხვა სიმაღლის ორი მშენებარე კოშკი. უფრო მეტიც, საცხოვრებელ კომპლექს King David-ის შესახებ უცნაური მითქმა-მოთქმაც ბევრი არსებობს. მაგალითად, ის, რომ აქ მხოლოდ მილიონერები იცხოვრებენ. ახლა სწორედ ორი კოშკის მითებსა და რეალობაზე მოგიყვებით.

რა არის King David?

დავიწყოთ იმით, რომ ხშირად King David სასტუმრო ჰგონიათ. არადა, ის განსხვავებული კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პირველი პრეცედენტი შექმნა, მალე კი 5-ვარსკვლავიანი ცხოვრების სტილსაც ჩაუყრის საფუძველს.

საცხოვრებელი ფართების გარდა, იგი ბიზნესცენტრს, მცირე სასტუმროსა და სარელაქსაციო-გასართობ ობიექტებს გააერთიანებს. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციის პროექტის კონცეფცია ამერიკულია და, ძირითადად, იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომელთათვისაც დრო და მისი გადანაწილებაა მნიშვნელოვანი. მრავალფუნქციურ კომპლექსში ყველაფერია თავმოყრილი, რაც მათ კომფორტისა და დროის დაზოგვისთვის დასჭირდებათ.

პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს: 32-სართულიან  King David Residences-სა და 19-სართულიან King David Business Center-ს. ისინი ერთმანეთთან 6 სართულით არიან დაკავშირებული. სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი სარელაქსაციო და გასართობი ობიექტების დიდი ნაწილიც: 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნესცენტრი, სილამაზის სალონი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით, კაფე ჯანსაღი საკვებით, რესტორანი, კაფეტერია, ბავშვთა ოთახი, ივენთ ჰოლი, ბიზნესცენტრის ლობი და პარკინგი. შენობას სამი შესასვლელი ექნება, სამივე ალექსიძის ქუჩის მხრიდან: ერთი ვიზიტორებისთვის, ერთი ბიზნესცენტრისთვის,  ერთიც - მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მათთვის განკუთვნილ ლობსა თუ გვერდით მდებარე ლობი ბარში სტუმრების მიღების საშუალებაც ექნებათ.

მაღალი კოშკის მესამე სართულზე საქმიანი მობინადრეებისთვის პირადი კაბინეტები განთავსდება, სადაც მათ თავიანთი საქმიანობის ან შეხვედრების წარმართვა შეეძლებათ. 27-ე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ფართები იქნება, მათ შორის 4 დუპლექსი. 28-30 სართული პენტჰაუსებს დაეთმობა, 32-ე სართულზე კი 5-ვარსკვლავიანი რესტორანი განთავსდება, 360-გრადუსიანი პანორამული ხედით.

დაბალი კოშკი A კლასის ბიზნესცენტრია, თუმცა მის მე-16 სართულზე ტერასა და რესტორანიც იქნება. აქვეა საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახები. კოშკის ბოლო 2 სართული  კი სასტუმროს დაეთმობა, რომელიც 18 ოთახს გააერთიანებს და, ძირითადად, ბიზნესცენტრის სტუმრებს მოემსახურება.

როგორი სახლი მექნება King David-ში?

ეს არ იქნება ჩვეულებრივი სახლი და ამაში სადარბაზოს ნახვისთანავე დარწმუნდებით. კეთილმოწყობილი და კოხტა სივრცე მოხერხებულად მალავს ვენტილაციას, კონდიცირებასა და გათბობას.

გექნებათ საოცარი ხედი. სართულს მნიშვნელობა არ აქვს: ადგილმდებარეობა ისეა შერჩეული, რომ პირველი სართულიდანაც კი პანორამა ძალიან შთამბეჭდავია. თანაც, ყველა ბინას იატაკიდან ჭერამდე უზარმაზარი ვიტრაჟი აქვს, თუმცა შუშის ფასადი არ ნიშნავს, რომ ზაფხულში სიცხე შეგაწუხებთ. პირიქით: ამერიკული Guardianglass-ის მინა, რომელიც ენერგოეფექტურია, ბინას ტემპერატურას ზამთარ-ზაფხულ უნარჩუნებს.

შენობებში წყლისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბინა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, წყალითა და ელექტროენერგიით უწყვეტად იქნება მომარაგებული. მოკლედ, მცხოვრებლებისთვის ყველა ის დეტალია გათვალისწინებული, რამაც  მათ დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას.

მნიშვნელოვანია, რომ King David სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე ციფრული სისტემითაა აღჭურვილი. უსაფრთხოების მიზნითვე, ბინებში ბუნებრივი აირი არ მონტაჟდება. გაქვთ ყველაფერი და თან ხართ აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

ამბობენ, რომ ყველა ბინა უკვე გაყიდულია...

ბინების ნახევარზე მეტის შეძენა კვლავაც შესაძლებელია. კომპლექსი ღიაა იმ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქ ცხოვრების სურვილი აქვს.

პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან. თუმცა ჭორი, რომ ერთ-ერთი სახლი ალა პუგაჩოვამ იყიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც პენტჰაუსი შეუძენია არაბ შეიხს და, საერთოდაც,  ამჟამად ბინების უმეტესობას ქართველი მფლობელი ჰყავს, პენტჰაუსი კი ჯერ გასაყიდად გამოტანილი არ არის.

და ეს სახლი რომ ვიყიდო, მართლა მილიონერი უნდა ვიყო?

ჰო, ამბობენ, რომ King David-ში კვადრატულის ფასი 3000-4000 ევროა, მაგრამ მხოლოდ ამბობენ. სინამდვილეში ფართის ღირებულება 1500$-დან იწყება, რაც ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას უკვე აღარ წარმოადგენს. თანაც, ფასის დიაპაზონი საკმაოდ დიდია: 1500$- 3300$. ამიტომ ნებისმიერი მსურველი შესაფერისს მოძებნის: ოჯახიც, საქმიანი ახალგაზრდაც, საშუალო და უფროსი ასაკის მომხმარებელიც. მინიმალური ფართი კი 65 კვადრატია. მოკლედ, ეს პრემიუმკლასია, თუმცა არჩევნის მრავალფეროვანი შესაძლებლობით.

რა შედის სარეკრეაციო-გასართობ ობიექტებში?

დავიწყოთ მაღალი კოშკის ბოლო სართულზე განთავსებული რესტორნით, რომლის წრიულ დარბაზსაც 360-გრადუსიანი, თბილისის ყველაზე ლამაზი  ხედი ექნება. 28 მეტრის სიგრძის აუზი წლის ნებისმიერ დროს იმუშავებს, ზაფხულში მისი ვიტრაჟები გაიხსნება კიდეც. აუზიდან პირდაპირ ტერასაზე, ჯანსაღი კვების კაფეში მოხვდებით. მეორე სართულზე განთავსებული კაფეტერია საუზმით, ლანჩითა და ვახშმით მოგემსახურებათ. იქნება სპა, ფიტნეს-ცენტრი, სილამაზის სალონი და ივენთ ჰოლი, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.

რით ვერ დასრულდა მშენებლობა? ამბობენ, რომ კლდე ჩამოიშლება, ეს კოშკები მტკვარში ჩავარდება და მთელი ქალაქი დაიტბორება.

პროექტი ტექნოლოგიური და ინჟინრული თვალსაზრისით საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. სწორედ ამითაა განპირობებული მშენებლობის ხანგრძლივობაც. პროექტის დაწყებამდე კლდეს გეოლოგიური და გეოფიზიკური შემოწმება ჩაუტარდა, რამაც ქანების აბსოლუტური სიმყარე შესაბამისი დასკვნებით დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ  მშენებლობის ხარისხი თითოეული სტადიის დასრულების შემდეგ ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მოწმდებოდა. ყოველი მომდევნო ეტაპი კი მხოლოდ მიღებული დასკვნის საფუძველზე გრძელდებოდა. 

კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოებაა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. პროექტის ფასადი  გერმანული კომპანიის SCHUCO-ის ზედამხედველობით შესრულდა და სწორედ ამ კომპანიის სპეციალისტებმა შემოწმება მას გერმანიაში ჩაუტარეს. დასკვნამ კი აჩვენა, რომ ფასადი  ნებისმიერ სტიქიაზე, მათ შორის 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. 

კომპლექსის ხარისხი აღიარებულია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსის International Property Awards -ის მიერ. King David-მა მონაწილეობა ევროპის განყოფილებაში მიიღო  და მსოფლიოს უძრავი ქონების სფეროს ცნობილი ექსპერტების გადაწყვეტილებით, უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასებაც მიიღო. მან European Property Awards-ის ჯილდო  ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia მოიპოვა და საქართველოში საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად დასახელდა.

როდის დასრულდება King David-ის მშენებლობა?

მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. კომპლექსი ექსპლუატაციაში ივლისში ჩაბარდება. სარეკრეაციო-გასართობი ნაწილი  - აუზი, სპა ცენტრი, ტერასა და რესტორნები მომდევნო წელს გაიხსნება. კაფეტერია და ივენთ ჰოლი კი ივლისშივე იქნება დასრულებული.

რეკლამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^