Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირი, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები მუქარაში ადანაშაულებდნენ, 100 ლარით დააჯარიმეს

02 მაისი 2017

დღეს, თბილსის საქალაქო სასამართლომ ორი ტრანსგენდერი ქალისა და ორი დაპირისპირებული მოქალაქის საქმე განიხილა. სასამართლომ პირს, რომელზეც ტრანსგენდერი ქალები ამბობდნენ, რომ იმუქრებოდა, 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა წვრილმანი ხულიგნობისთვის, მეორე მოქალაქის მიმართ კი საქმისწარმოება შეწყვიტა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებული იყო 151-ე - მუქარის მუხლითაც.

როგორც იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, ტრანსგენდერი ქალების სასამართლო სხდომა 4 მაისამდე გადაიდო, რათა დაიკითხონ მოწმეები. ბოლქვაძის თქმით, ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება. გამოძიება ორივე ტრანსგენდერ ქალს 166-ე მუხლის დარღვევისთვის ედავება (წვრილმანი ხულიგნობა), ერთ-ერთს ასევე 173-ე მუხლით (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

 სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გვანცა ჩხაიძის ინფორმაციით, გუშინ წყნეთის ქუჩაზე მოქალაქეებს შორის მოხდა პირადი კონფლიქტი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს და ასევე აღინიშნა მუქარის ფაქტი, რის შემდეგაც გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^