Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება

19 ივლისი 2017
„ვესტუსის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება ენერგოდამოუკიდებელი“

საქართველო ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო.

მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც. „ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ,” - მიაჩნიათ მთავრობაში.

ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

როგორც ირკვევა ენერგოეფექტურობაზე ყველა საუბრობს, თუმცა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, რას სიახლეს სთავაზობენ ბაზარზე მოქმედი კომპანიები მომხმარებელს, კერძოდ, როგორ შეამციროს ენერგომოხმარება ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტების გამოყენებით, როგორ შევხდეთ ზამთარს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე.

- მსოფლიო და ახალი სტანდარტები - რა სტანდარტებია დღეს მსოფლიოში და როგორ ხდება მისი ადაპტირება საქართველოში?

- დღეს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტები მოძველებულია არა მარტო ფასის გამო, არამედ ტექნოლოგიურადაც. მათი დატანება შეუძლებელია ყველა ზედაპირზე. მაგალითად, ბინაში შესასვლელ რკინის კარზე, რომელიც სითბოს მთავარი გადინების წყაროა. ასევე თუნუქის სახურავზე ან ცივი და ცხელი წყლის მილებზე, მათი გარედან დატანის შემდეგ აუცილებელია ზედაპირის მოპირკეთება. „ვესტუსი“ შეიძლება იყოს ბოლო ფენა. ამ ფონზე, შეუძლებელია საცხოვრებელ კორპუსში ლოკალურად ერთი ბინის დათბუნება, რადგან სხვა მაცხოვრებლების სურვილიც იქნას გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქალაქის სამსახურები არ მისცემენ ფასადის ცვლილების ნებართვას და ა.შ. ამიტომაც მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ ხდება მოსახლეობის სუბსიდირება, რათა მათ მოახდინონ საკუთარი საცხოვრებლების დათბუნება და ამით ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება. საქართველოც სწორედ, ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდეს.

- კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენი“ მომხმარებელს „ვესტუსს“ სთავაზობს, რომელიც ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია. რა განაპირობებს მის უნიკალურობას?

- მისი გამოყენების სიმარტივე, რომელიც შენობა- ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და აღნიშნული ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით და ბაზარზე რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე, გამოირჩევა ადგილობრივი ინვეტიციებით და არ არღვევს ქვეყნაში არსებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების ნორმებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

- აღნიშნეთ, რომ კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით ანუ 100 პროცენტით ქართულია?

- ეს არის ქართული კერძო ინვესტიცია, რომლის მოცულობამ მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა. ასევე იგეგმება მისი გაზრდა და სხვადასხვა უნიკალური პროდუქტების დამატება. უკვე არსებულ ჰიდრო და თერმო იზოლაციებთან ერთად, კომპანიას დაგეგმილი აქვს ქართულ ბაზარზე შემოიტანოს თხევადი ცელოფანი, მაგნიტური საღებავი, კოღოს საწინააღმდეგო საღებავი, ხმის იზოლაცია, ანტიკოროზიული იზოლაცია, ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საღებავი. მნიშვნელოვანია, რომ წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ნედლეული შემოდის მხოლოდ პირველი კლასის ხარისხის. ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, შვეიცარია და თურქეთი.

- ენერგოეფექტურობა შენობებში - რას გულისხმობს?

- ჩვენს მიერ შეძენილი ენერგომატრებლებით არ „გავათბოთ“ ატმოსფერო. მცირე დანახარჯებით ვუზრუნველყოთ საკუთარის ბინის თუ სახლის თბო მომარაგება და გაგრილება.

- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

- კომპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის მოსახლეობა, ასევე სამშენებლო კომპანიები, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ფუნდამენტების, კედლების და სახურავების ჰიდროიზლოცაიას, მთლიანად ნაგებობის თბოიზლოცაიას, ცხელი და ცივი წყლით მილების თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, ხანძარ მედეგობას, ანტი კონდენსატი,

წყლის არეკლვა ნანო ტექნოლოგიური საღებავით, პარკინგების იატაკები, ეზოებში ჩოგბურთის , კალათბურთის მოედნების მოწყობას , ველობილიკებისა და გრუნტის საფარის დროს მათის ამტვერიანების მედეგი საფარით დაფარვას დასხვა. ჩვენი სეგმენტია ასევე ის კომპანიები, მათ შორის, წყალგაყვანილობის კომპანიები, რომელთაც სურთ მომხმარებლებს შეუქმნან კომფორტული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნანო ტექნოლოგიებით შექმნილ ინოვაციურ პროდუქტს „ვესტუსს“ საქართველოში აწარმოებს და ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა ჩინეთშიც.

- პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია მეზობელ ქვეყნებშიც, რაც უკვე ნიშნავს აღნიშნული პროდუქტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილია...

- აღნიშნული პროდუქცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ არის, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა კიდევ მეტად გაიზრდება, ვიდრე დღეს არსებობს, რადგან ეს არის კონკურენტუნარიანი პროდუქტი. ამასთან, არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილი, რადგან ქვეყნიდან ნაკლები თანხა გაედინება ენერგომატარებლებზე. კერძოდ, ადამიანი ნაკლებს მოიხმარს და უფრთხილდება თბოენერგორესურსებს. შესაბამისად თბოელექტროსადგურებისგან ნახშროჟანგის გამოყოფა ჰაერში ნაკლებია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი მნიშნველოვანია ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად. ამასთან, კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთად. ეს დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით.

- თქვენი პროდუქტი წარმოდგენლია ბათუმსა და ზუგიდიდშიც, რომელ დიდ ქალაქსა და რეგიონში შესვლაა დაგეგმილი სამომავლოდ?

- ჩვენ უკვე ვოპერირებთ თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე დაგეგმილია სამომვალოდ ქუთაისის, გორისა და თელავის ბაზრების ათვისება. ჩვენი პროდუქტს უკვე კარგად იცნობენ ბაქოში, ერვანში,კიევში,მოსკოვსა და ალმაატაში.

- როგორია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, ენერგოეფექტურობაზე ზრუნვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, ამასთან ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრიც გახდა, დღეს როგორია ხელისუფლების მზაობა ამ კუთხით?

- თუ გვაქვს სურვილი ევრო კავშირში გაერთიანების, უკვე უნდა დავიწყოთ მისი მოთხოვნების გათვალისწინება.ხელისუფლებიდან კი არ ჩანს არანაირი გზავნილი.ეს კი მიღწევადია ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების აქტიური დანერგვით.

- გარდა ამისა, ამით საქართველომ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო... და მაინც რას გულისხმობს ენერგოეფექტურობა შენობაში?

- ჩვენს მიერ შეძენილი ენერგომატარებლებით არ „გავათბოთ“ ატმოსფერო. მცირე დანახარჯებით ვუზრუნველყოთ საკუთარი ბინის თუ სახლის თბომომარაგება და გაგრილება.

- ახლოვდება შემოდგომა-ზამთარი, რას ურჩევთ მოსახლეობას? როგორ დაიცვას თავი სინესტისგან, სიცივისგან? მაგ: პრობლემები დასავლეთ რეგიონში, მათ შორის, ბათუმში?

- ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი. დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატის და ნესტის არსებობა) „ვესტუსის“ გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი. შედეგად, აღარ დაზიანდება ინტერიერი, არ წარმოიქმნება დისკომფორტი და დაიზოგება შიდა და გეარე რემონტისთვის გამოყოფილი თანხები

- როგორ აღწევთ ნდობას მოსახლეობაში?

- ჩვენ ვართ ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია. ვიძლევით ჩვენს მიერ წარმოებულ სამუშაოზე როგორც ხარისხის ასევ ფინანსურ გარანტიას!

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია წელს გაზაფხულზე გამართა. „ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი. მთავარი მახასიათებლებია: მონტაჟის სიმარტივე, დაბალი ფასი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. კომპანია ახალ პროდუქტს საქართველოში აწარმოებს და მეზობელ ქვყენებში ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით სარ რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ დაარსდა ქრთული კაპიტალით და ბაზარზე რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე, გამოირჩევა ადგილობრივი ინვეტიციებით და არ არღვევს ქვეყნაში არსებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების ნორმებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთასორისო სტანდარტებს შეესაბამება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^