Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროგრამები მოკლედ► რას გვთავაზობს მერობის 9 კანდიდატი ტრანსპორტის პრობლემის გადასაჭრელად

13 ოქტომბერი 2017

მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად განიხილება. კანდიდატთა ნაწილი პრობლემის გადაჭრას დაწერილი პროგრამის გარეშე გეგმავს, არიან ისეთებიც, ვინც მცხეთა-თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის დაწყებას გვპირდება. ტრამვაის ხაზის მშენებლობასთან ერთად კანდიდატების პროგრამებში ხშირად ნახავთ საბაგირო ქსელის მოწყობის დაპირებებს. „ლიბერალი" საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ დედაქალაქის მერობის 9 კანდიდატის ხედვებს გთავაზობთ:

ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო"

  • ავტობუსების პარკის განახლება და გაზრდა 800 ავტობუსამდე;
  • ტრამვაის ხაზის გაკეთება და ქსელის განვითარების დაგეგმვა;
  • საბაგიროების განვითარება: 6 ახალი ხაზის მშენებლობა;
  • მეტროს არსებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთება-განახლება, ახალი ხაზების დაპროექტება;
  • შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება;
  • მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სამტრედიის ქუჩასთან;
  • 10 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გზებზე.

კახა კუკავა - „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართელო"

  • ავტომანქანების კატალიზატორით აღჭურვა. დამონტაჟების ხარჯებს დაფარავს თვითმმართველობის ბიუჯეტი;
  • 2018 წლიდან სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ელექტრომობილებზე გამოცხადდება;
  • 2 წლის განმავლობაში მიკროავტობუსების მთლიანად ჩანაცვლდება ავტობუსებით;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური დერეფნების მოწყობა;
  • ხელშეკრულების გაუქმება „სითი პარკთან“.

ზაალ უდუმაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

  • 7 ახალი ესაკადა, 3 ხიდი, 2 გვირაბი და ახალი მაგისტრალი;
  • ქალაქის ერთიანი სატრანსპორტო გეგმის შემუშავება;
  • ხელშეკრულების გაუქმება „სითი პარკთან“;
  • შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული პროექტის დასრულება;
  • მუნიციპალური ავტოპარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით;
  • მეტროს სადგურების გარემონტება და მოქმედი შემადგენლობის განახლება;
  • არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და ახლების აშენება;
  • შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.

ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

(როგორცლიბერალს“ „პატრიოტთა ალიანსმაგანუცხადა, ირმა ინაშვილს საარჩევნო პროგრამა წერილობითი სახით არ აქვს, მისი ხედვები კი სრულად იყო წარმოდგენილი ტელეკომპანიაიმედისმიერ მოწყობილ დებატებში).

  • უნდა შეიქმნას საცობების პრობლემის გადაწყვეტისთვის სპეციალისტების მიერ მომზადებული კონცეფცია;
  • შენობების პირველი სართულების ხარჯზე, თაღოვანი ტროტუარების გაკეთება და გზების გაფართოება;
  • მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ცალკე ზოლების მოწყობა;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობა;
  • ახალი მშენებლობებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობის მოთხოვნა;
  • ელექტრო და ჰიბრიდულ, თხევად და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილებზე გადასვლის დაწყება.

გიორგი გუგავა - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

(გიორგი გუგავას საარჩევნო პროგრამა წერილობითი სახით არ წარმოუდგენია. აქ წარმოდგენილ ხედვებზე გუგავამლიბერალთან" ინტერვიუში ისაუბრა).

  • უნდა დაიწყოს რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ განიტვირთოს თბილისი;
  • პარკირებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის სწორი დაგეგმარება;
  • ხელშეკრულების გაუქმება „სითი პარკთან“ და პარკირების სისტემის გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის;
  • ახალი მშენებლობებისთვის პარკინგისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნა;
  • სამარშრუტო ავტობუსების პარკის განახლება კომფორტული მუნიციპალური დიდი და მომცრო ავტობუსებით;
  • მეტროს ძველი შემადგენლობების გარემონტება  და ახალი შემადგენლებების დამატება;
  • მეტროპოლიტენის განვითარება, მცხეთა-თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის დაწყება;
  • ტრამვაის ხაზის გაკეთება გარკვეულ უბნებში.

თენგიზ შერგელაშვილი - „შენების მოძრაობა"

  • ვებგვერდის გაკეთება, სადაც განთავსდება ინფორმაცია ქვეითად მოსიარულეთა, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირთა გადაადგილების  შეფერხებებზე და შემდეგ ამ გვერდის მეშვეობით პრობლემების მოგვარების სქემის შედგენა;
  • პარკირების სისტემის განვითარების ერთიანი სტრატეგია;
  • საცობების პროგნოზირებისა და პარკირების ფასწარმოქმნის ინტეგრირებული მოდელი;
  • ხელშეკრულების გადახედვა „სითი პარკთან“;
  • ავტობუსების პარკის განახლება;
  • სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემების რეორგანიზაცია;
  • სხვადასხვავადიანი სააბონენტო სისტემის დანერგვა;
  • გაიწერება თბილისში 10 წლის განმავლობაში ჩქაროსნული ტრამვაის ხაზების გაყვანის დეტალური გეგმა. პირველ 4 წელიწადში აშენდება და ამოქმედდება 11 კმ-იანი ჩქაროსნული ტრამვაის ხაზი;
  • აშენდება ყოველდღიურ სატრანსპორტო დანიშნულებაზე ორიენტირებული საბაგირო გზები;
  • რეგულაციები ტაქსებისთვის და ტაქსების პარკის განახლება.

გიორგი ვაშაძე - „ერთობა ახალი საქართველო"

  • ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება;
  • ყველა ტაქსი იქნება ელექტრო;
  • უსაფრთხო გზების და გადასასვლელების გაკეთება;
  • საფეხმავლო ქუჩებისა და ველობილიკების მოწყობა;
  • ვერტიკალური პარკირების სისტემის დანერგვა;
  • სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის.

კახა კალაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

  • სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შექმნა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შექმნა;
  • ტრანსპორტის მართვის სისტემის შექმნა, რომელიც დაადგენს მოძრაობის შეფერხების მიზეზებს და განსაზღვრავს მისი თავიდან აცილებს მექანიზმებს;
  • მეტროპოლიტენის რეაბილიტაციის გაგრძელება;
  • მეტროს ახალი ხაზების პროექტირება;
  • მეტროს ინტეგრირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან;
  • თბილისის ავტობუსის პარკის განახლება ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით;
  • 500 ახალი გაჩერების დამონტაჟება;
  • მიკროავტობუსების პარკის განახლება;
  • ტაქსების სექტორის მოწესრიგება;
  • საბაგირო ტრანსპორტის განვითარება: რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა და სხვა ხაზების დაპროექტება;
  • ტურისტული მიზნებისთვის მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება;
  • რამდენიმე ახალი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა;
  • მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სამტრედიის ქუჩასთან;
  • მინიმუმ ათი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება;
  • პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემის  განვითარება, პირობების მომზადება, რათა სამომავლოდ პარკირების მართვა განხორციელდეს უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ;
  • ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობა;
  • კომფორტული პირობების შექმნა ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ტროტუარების გეომეტრიის გაუმჯობესება, ახალი ველობილიკებისა და ველოსადგურების შექმნა;
  • საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება. ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემების შეგროვების სისტემის ამოქმედება.

ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი

  • მეტროში 7 ახალი შემადგენლობის დამატება;
  • კომფორტული ტრამვაის ხაზი, რომელიც დაფარავს სატრანსპორტო სისტემას მოკლებულ უბნებს;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ორად გაყოფა:
    1. პრიორიტეტულ ხაზებზე, მხოლოდ დიდი მოცულობის სატრანსპორტო საშუალებები;
    2. ნაკლებად პრიორიტეტულ ხაზებზე, ახალი ავტობუსების შემოყვანამდე სამარშრუტო ტაქსების გადანაწილება;
  • ხელშეკრულების გაუქმება „სითი პარკთან“;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის ადგილების მოწყობა ახალი კომპანიის მეშვეობით.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^