Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეცვალე ძველი ახლით

28 დეკემბერი 2017

როგორ ფიქრობთ, როდის არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად ყველაზე კარგი და ხელსაყრელი დრო? რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ის ძალიან იაფი ღირს. ჰოდა, ახლა სწორედაც რომ ეს პერიოდია: როგორც წესი, წინასაახალწლოდ ტექნიკის მაღაზიები მომხმარებლებს გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და დიდ არჩევანს სთავაზობენ ხოლმე. თანაც, ამავდროულად, არც საჩუქრების ჩუქებას იშურებენ.

სხვათა შორის მყიდველებიც არანაკლებ აქტიურები არიან. ახალი წელი ხომ განახლებების დროა, ამიტომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრ ქართულ ოჯახშიც სახლის ახალი ტექნიკით დამშვენება პოზიტივის მომასწავებელ და გავრცელებულ ტრადიციად ითვლება. შესაბამისად, ადამიანებს ტელევიზორისა თუ გაზქურის შეცვლა ყველაზე ხშირად ამ დროს ახსენდებათ ხოლმე.

წინასაახალწლოდ ტექნიკის მყიდველთა შორის ის მომხმარებლებიც არიან, რომლებიც უბრალოდ საჩუქარს ეძებენ და ბოლოს ფიქრით გადაღლილები არჩევანს საყოფაცხოვრებო ნივთზე აკეთებენ, ან კიდევ ისინი, ვინც ყოველთვის ძალიან „ეკონომიურად“ ფიქრობენ და მაცივარს გაგანია ზაფხულში კი არა, სწორედ წინასაახალწლოდ იძენენ, რადგან იციან, რომ ამ დროს მაღაზიები სადღესასწაულო ფასდაკლებებს აცხადებენ.

ცხადია, ახლა ბევრი თქვენგანი იფიქრებს, რომ მთავარი ფულია და მართალიც იქნება, თუმცა  ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი დეტალის ცოდნაც საჭიროა: ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ეს ფული საფულეში ან ბარათზე უკვე გაქვთ თუ არა, სურვილებზე უარის თქმა არ ღირს, იმიტომ რომ ექსპრეს კრედიტი არსებობს.

მოკლედ, თუ მოულოდნელად ძალიან ხელსაყრელ შეთავაზებას გადააწყდით, ან სასურველ საყოფაცხოვრებო ნივთს მხოლოდ იმიტომ ვერ ყიდულობთ, რომ საახალწლო დანაზოგი აღარ გყოფნით, ნუ შეიზღუდებით. მნიშვნელობა არ აქვს, ნოუთბუქი მოგიძველდათ, თუ სარეცხის მანქანის შეცვლა გსურთ, ან სულაც  თოვლის ბაბუას თქვენმა შვილმა საჩუქრად მობილური ტელეფონი სთხოვა, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ექსპრეს სურვილის ექსპრეს კრედიტით ასრულება შეგიძლიათ. მით უმეტეს, რომ ამ დროს თქვენი ნაბიჯი არა მარტო უბრალო მონდომებას, არამედ პრაგმატულ მიდგომასაც ეფუძნება: სასურველი ნივთი  ასეთი იაფი შეიძლება მომდევნო წლის ბოლოდე აღარ იყოს, ამიტომ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს.

რა არის ექსპრეს კრედიტი? ექსპრეს კრედიტი სოლვას პროდუქტია, რომელიც 20-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს ონლაინ კრედიტი რიგში დგომის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე მიიღოს.  მთავარია, ინტერენტთან წვდომის მქონე მოწყობილობა ჰქონდეს, განაცხადი  შეავსოს და თანხის მიღების შემდეგ სასურველი ნივთის შესაძენად გაეშუროს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპრეს კრედიტი მართლაც ძალიან სწრაფია:  სესხის განაცხადის შევსებას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება, განხილვასა და პასუხის მიღებას კი მაქსიმუმ - 15. ექსპრეს კრედიტის აღება საქართველოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი: მთაშიც, ბარშიც და ზღვაზეც: სოლვა თანხას პირად ანგარიშზე ნებისმიერ წერტილში დღის განმავლობაში გადმოგირიცხავთ.

ამას გარდა, სოლვა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ  ექსპრეს კრედიტი უშუალოდ მასზე მორგებული გრაფიკითა და სასურველი ვადით აიღოს. თანხის გადავადება არ ხდება, მაგრამ გრაფიკი მომხმარებლის გადახდიასუნარიანობაზე მაქსიმალურად მორგებულია.

ექსპრეს კრედიტის მოცულობა 500 ლარიდან 3000 ლარამდეა. შეგიძლიათ გადახდის ვადა 3-დან 12 თვემდე თავად აირჩიოთ, მაქსიმალური თანხა - 3000 ლარი სასურველი ვადით პირველივე ჯერზე ისესხოთ და მერე ის ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენოთ. ექსპრეს კრედიტს კონკრეტულად განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი არ აქვს. ყოველი მომხმარებლის შემთხვევაში, დაანგარიშება  ინდივიდუალურად, მოთხოვნილი თანხის ოდენობისა და ექსპრეს კრედიტით სარგებლობის ვადის შესაბამისად ხდება.

ამას გარდა, სოლვას გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მომხმარებელი მხოლოდ იმ თვეების პროცენტს იხდის, როდესაც სესხს იყენებდა. მაგალითად, თუ თქვენ 1 წლის ვადით გაქვთ აღებული ექსპრეს კრედიტი. მაგრამ მეექვსე თვეს გაგიჩნდათ მთლიანი თანხა ექსპრეს კრედიტის დასაფარად, მხოლოდ 6 თვის პროცენტსა და ძირ თანხას იხდით.

სოლვა მუდმივად ცდილობს მისი პროდუქტებისა და მომსახურებების გაუმჯობესებასა და ფინანსების მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომიბის გაზრდას. სწორედ ამიტომ ექსპრეს კრედიტის აღება ძალიან მარტივია, მოსინჯეთ და შედით www.solva.ge-ზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^