Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ და რა მიზნით შეიქმნა ჟურნალი „საქართველოს უღმერთო"

01 მარტი 2018

1. მასიური ანტირელიგიური მუშაობა ბავშვებს შორის.

2. ანტირელიგიური მუშაობა სკოლის ასაკამდე აღზრდის დაწესებულებებში.

3. უღმერთოთა ამოცანები პურის დამზადების კამპანიაში.

4. შინამოსამსახურე ქალთა და დიასახლისთა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის უჯრედები...

და ა.შ.

ამგვარ თემატიკაზე წაიკითხავდით მასალებს  „საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" მიერ გამოცემულ ჟურნალში, „საქართველოს უღმერთო" - რომლის პირველი ნომერი 1930 წელს გამოვიდა. 

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირმა თავის-თავზე მიიღო, საპასუხისმგებლო ამოცანა - აწარმოოს იდეური ბრძოლა სოციალისტურ მშენებლობის და კულტურულ რევოლუციის გზაზე აღმართულ ერთ-ერთ დაბრკოლების - რელიგიის წინააღმდეგ" - საქ. მ.უ.კ.ი. - ს (საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) თავმჯდომარე ციხელაშვილი ორგანიზაციის უჯრედებს და საბჭოებს.

ჟურნალის წარმატებით გავრცელების მიზნით მ.უ.კ.ი რეკომენდაციას იძლევა „იხელმძღვანელონ სოც. შეჯიბრების მეთოდით ჟურნალის საუკეთესოდ გავრცელების საქმეში." 

ციხელაშვილის მითითებით, უღმერთოთა კავშირის წევრები არ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ ხელმომწერის როლით, არამედ, აქტიურად უნდა მიეღოთ მონაწილეობა ჟურნალისტებისთვის მასალების მიწოდებაში. 

დოკუმენტები გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინიტროს საარქივო მასალებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^