Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ►როგორ გამოიყურებოდა ქართული საბჭოთა კინოპლაკატები

22 მარტი 2018

გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ქართული საბჭოთა კინო პლაკატები? ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული და ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" წარმოგიდგენთ:

"აბეზარა" — ქართული მხატვრული ფილმი გადაღებული 1956 წელს კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერ. დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი, სცენარის ავტორი: ალექსანდრე ვიტენზონი; მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე, თენგიზ მუშკუდიანი, გიორგი გეგეჭკორი, სესილია თაყაიშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მარინა თბილელი, აკაკი კვანტალიანი, ჟ. დუგლაძე, ი. გვინჩიძე, ვ. ფირცხალავა, ა. ომიაძე. პლაკატზე გამოსახულია ლეილა აბაშიძის პორტრეტი.

1963 წ. ქართული მხატვრული ფილმი "თეთრი ქარავანი", კინოსტუდია "ქართული ფილმის" ნაწარმოები; სცენარის ავტორი: მ. ელიოზიშვილი; დამდგმელი რეჟისორები: ე. შენგელლაია, თ. მელიავა; როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი, არიადნა შენგელაია, იმედა კახიანი, გიორგი კიკაძე, მერაბ ელიოზიშვილი, დოდო აბაშიძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, ვალერიან დონღუზაშვილი. პლაკატზე გამოსახულია სპარტაკ ბაღაშვილის პორტრეტი

1937 წ. ქართული მხატვრული ფილმი "არსენა". ფილმი მოგვითხრობს XIX ს-ის გლეხთა აჯანყებასა და მის სულისჩამდგმელ ყაჩაღ არსენა ოძელაშვილის ცხოვრებაზე. დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი; სცენარის ავტორები: სანდრო შანშიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი. მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა), ნატო ვაჩნაძე (ნენო), ალექსანდრე იმედაშვილი(ფარსადანი), ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა), ვიქტორ გამყრელიძე (გივი), ივანე პერესტიანი (ბარონი როზენი), პეტრე მორსკოი (მიტროხინი), ვასილ მატოვი (ოსტუჯევი), სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მარიკა - ზურიკოს დედა), ზურაბ ლეჟავა (ზურიკო) და სხვ. პლაკატზე გამოსახულია კადრი ფილმიდან

პლაკატზე გამოსახულია აკაკი ხორავას პორტრეტი "გიორგი სააკაძის" როლში. სცენარის ავტორები: ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი; დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. ფილმი გადაღებულია 1942-1943 წლებში. პლაკატზე არის მხატვრის ფაქსიმილე

1950 წ. პლაკატზე გამოსახულია სცენები ფილმიდან. სცენარი და დადგმა რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილისა; ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, დავით კანდელაკი; კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე; მხატვარი რევაზ მირზაშვილი

1959 წ. მხატვრული ფილმი "სადაა შენი ბედნიერება?", კინოსტუდია "ქართული ფილმის" ნაწარმოები; სცენარის ავტორი - იუ. კროტკოვი, დამდგმელი რეჟისორი კ. პიპინაშვილი, მხატვარი რ. მირზაშვილი; კომპოზიტორი ა. მაჭავარიანი; მონაწილეობენ: მზიას როლში - ლეილა აბაშიძე, ელგუჯას როლში - გოჩა აბაშიძე. პლაკატზე გამოსახულია ლეილა აბაშიძისა და გოჩა აბაშიძის პორტრეტი. პლაკატზე არის მხატვრის ხელმოწერა.

1959 წ. მხატვრული ფილმი "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", კინოსტუდია "ქართული ფილმის" ნაწარმოები; სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე და ევგენი აგრანოვიჩი; დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე; მხატვრები: გიგა გიგაური, კახი ხუციშვილი; კომპოზიტორი: დ. თორაძე; მონაწილეობენ: ლამარას როლში - ბელა მირიანაშვილი, გიორგის როლში - სერგო ზაქარიაძე. პლაკატზე გამოსახულია ბელა მირიანაშვილისა და სერგო ზაქარიაძის პორტრეტები. პლაკატზე არის მხატვრის ხელმოწერა

1956 წ. ფილმის სცენარის ავტორი: ვ. კარსანიძე, ლ. ესაკია. დამდგმელი რეჟისორი: ზ. გუდაძე. კომპოზიტორი: ს. ცინცაძე. მთავარი მხატვარი: რ. მირზაშვილი. მთავარ როლებში: ოთარ კობერიძე, დოდო აბაშიძე, ლია ელიავა, მედეა ჩახავა. პლაკატი გამოცემულია თბილისში

1963 წ. გეიზერების ქვეყანაში - დოკუმენტური ფილმი, სცენარის ავტორი და რეჟისორი გ. ასათიანი; ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებული ანსამბლის გასტროლებზე ახალ ზელანდიაში ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის ...

როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული ვითარება ბავშვებში - ამ კითხვას გაერო-ის ბავშვთა ფონდი ...
18 ივლისი
18 ივლისი

რეპორტაჟი საბირქენდიდან - “ახალგაზრდები ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რამდენიმე ჩაიხანაა. არც ...
18 ივლისი
18 ივლისი

ქალთა კლუბი აღმამედლოში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში 2 წელზე მეტია ქალთა კლუბი ფუნქციონირებს. კლუბში ხშირად იკრიბებიან ადგილობრივ ...

მეტი

^