Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტმა საზმაუს ერთ-ერთ საუკეთესო მეურვეს უნდა უყაროს კენჭი

30 მარტი 2018

მომავალ 2-6 აპრილის სასესიო კვირას საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობამ კენჭი უნდა უყაროს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძეს, რომელსაც ამ პოსტზე პოლიტიკური ოპოზიცია უკვე მეექვსედ ასახელებს.[1] ამ განმეორებით კენჭისყრაზე კანდიდატების დასამტკიცებლად საკმარისია სხდომაზე მყოფი დეპუტატების ხმების უმრავლესობა - სულ მცირე 51 ხმა.

ამ შემთხვევაში ნინიას კვალიფიკაციაზე, როგორც მისი მეგობარი არ ვისაუბრებ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მას და „გურია ნიუსის“ რედაქტორ ია მამალაძეს 9-წევრიანი შესარჩევი კომისიის ცხრავე წევრმა მისცა ხმა, ანუ კომისიის უკლებლივ ყველა წევრმა მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მიიჩნია საუკეთესოდ მათი ხედვის, გამოცდილების, კვალიფიკაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის გამო.

მაგრამ პოსტი ახლა კანდიდატების თვისებებსა და ღირსებებს კი არა, მაუწყებლობის შესახებ კანონს, მისი დაცვის მნიშვნელობასა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პრინციპს ეხება.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის, ანუ პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ხელშეწყობისთვის სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები. საბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა; შეიცვალა საბჭოს წევრების შერჩევის წესიც.

კანონის თანახმად, კანდიდატებს საჯარო გასაუბრების შედეგად, არჩევს შესარჩევი კომისია და წარუდგენს პარლამენტს. შერჩეულთაგან პარლამენტის წევრების კანდიდატურების ნომინირება ხდება: „საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მიერ ორი წევრი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამი – საპარლამენტო უმრავლესობის, სამი – საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი შემადგენლობის (ოპოზიციის), ხოლო ერთი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.[2]

კანონში შეტანილი ცვლილების მთავარი პრინციპი არის სამეურვეო საბჭოს გათავისუფლება სახელისუფლო პოლიტიკური გავლენისგან, რაც ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და აჭარის რეგიონისთვის სავალდებულო კვოტის დაწესებით პროცესში მათ მონაწილეობას, ხოლო საბჭოში პოზიციების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

ამ ხელოვნური ნორმის დაწესების გარეშე, იმ პირობებსა და მოცემულობაში, როცა მმართველი ძალა ყოველთვის უმრავლესობას ქმნის, დაბალია პოლიტიკური კონსენსუსის კულტურა, იქმნება საშიშროება, რომ მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი მოსაწონი კანდიდატები გახდნენ მეურვეები, რაც ამცირებს შესარჩევი პროცესის მიმართ ნდობას და ეჭვქვეშ აყენებს მაუწყებლის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონს თავად მმართველმა „ქართულმა ოცნებამ” დაუჭირა მხარი, მან თავად თავიდანვე შეუშალა ხელი მის აღსრულებას - ხმა არ მისცა ოპოზიციის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ორს და ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში (12.2013-04.2016) ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვაკანსია დაუკომპლექტებელი დატოვა, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

ჯერ კიდევ 2015 წელს, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ის წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ იგი იმედგაცრებულია იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება და საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.[3]

მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას - აქვს თუ არა უნარი, პატივი სცეს და აღასრულოს მის მიერვე მიღებული კანონი და ამით ხელი შეუწყოს ხმათა მრავალფეროვნებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, თუ ისევ, ხელის გადაგრეხვით და უმრავლესობის ტერორით უარი უნდა თქვას ოპოზიციის კვოტის შევსებაზე, კრიტიკული აზრის მოსმენაზე და ხელი შეუშალოს საბჭოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

[1] ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად მეექვსედ დაასახელეს https://on.ge/story/20347-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1

[2] საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ მუხლი 24; პუნქტი 2 https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866

[3] http://agenda.ge/news/7064/eng

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^