Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქონების სააგენტო Gem Fest 2018-სთვის მიწის იჯარით გაცემაზე უარს ეუბნება

03 აპრილი 2018

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018-სთვის მიწის იჯარით გაცემაზე, კომპანია GMF-ს უარს ეტყვის, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკა სისაურმა განუცხადა. 

მისივე თქმით, Gem Fest 2018-სთვის ბილეთების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და კომპანიას არ ჰქონია მიწის ნაკვეთი იჯარით აღებული.

ეკა სისაურის ინფორმაციით, კომპანიის განცხადებაში საუბარია, რომ ფესტივალის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. 

„კომპანია GMF-მა ამ წლის 27 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომართა განცხადებით, რომ უკვე დაგეგმილი აქვთ ღონისძიება, ანაკლია განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკის ფესიტვალის Gem Fest 2018-ის ჩასატარებლად. მოითხოვენ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ გადაეცეთ სარგებლობის უფლებით. კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ჩატარების თარიღებია 9-12 აგვისტო, ბილეთების დიდი ნაწილი მათ უკვე გაყიდული აქვთ და დღესაც მიმდინარეობს ბილეთების რეალიზაცია და ამ მიზნობრიობით მათ სჭირდებათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება. ჩვენ უარს მივწერთ კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა სისაურმა. 

Gem fest 2018-ის შესახებ ინფორმაცია და ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე.

 

სიგუა: თუ მიწას იჯარით არ მოგვცემენ, Gem Fest-ს აფხაზეთში გავმართავთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^