Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცნობილი ქართველი არტისტის მულტიმედიური გამოფენა გალერეა „ერთში“

10 აპრილი 2018

22 მაისამდე გალერეა „ერთი“ „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა 4 აპრილს გაიხსნა.

ექსპოზიცია, სახელწოდებით „სტიქსი“, მულტიმედიურია. მასში გაერთიანებულია, როგორც ფერწერული ნამუშევრები, ისე ვიდეო, სკულპტურა და ინსტალაცია. გამოფენა სამი ნაწილისგან შედგება. პირველ სივრცეში დამთვალიერებელს შეუძლია, გაეცნოს სონღულაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს და ასევე მის მიერვე შექმნილ ვიდეოს; მეორე სივრცე უკავია სკულპტურასა და ვიდეოს, რომელიც სინთზურადაა წარმოდგენილი; ხოლო მესამე ნაწილი მოიცავს ლანდაშფტში წარმოდგენილ ინსტალაციას - სახელად „სტიქსი“.

პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე სტიქსს, რომელიც რადიკალური ცვლილებების სიმბოლოს წარმოადგენს და რომელსაც ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, გამოფენა ერთგვარი მოგზაურობა იქნება საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.

გამოფენის კურატორი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტკრიტიკოსი მარკ გიზბურნია, რომელიც საქართველოში პროექტის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. 

„სტიქსი შეიძლება იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სიმბოლო. ლევანის გამოფენა ეხება სიცოცხლიდან  გარდასვლას და იმ გრძელ ტრადიციას, რომელიც უნივერსალური მედიტაციიდან გამომდინარეობს, რა არის სიცოცხლის არსი, რა არის მისი მიზანი. სწორედ ეს არის აქ გამოფენილი ფსიქოლოგიურად დატვირთული ნამუშევრები“,-განაცხადა მარკ გიზბურნმა.

ლევან სონღულაშვილი ამბობს, რომ მან ამ გამოფენისთვის, სერიაში „სტიქსი“ საქართველოში 2 ნამუშევარი შექმნა, დანარჩენი ნამუშევრები კი  ნიუ-იორკიდანაა ჩამოტანილი.

მისი თქმით, გამოფენის კონცეფციისა და ნამუშევრების მთავარი მიზანია, დამთვალიერებელს გაუჩნდეს კითხვები სიცოცხლის საწყისზე, ეგზისტენციალიზმზე...

„საქართველოში  ბერლინიდან ჩამოვედი, სადაც ხელოვნების რეზიდენციაში ვიმყოფებოდი, შემდგომ გალერეა „ერთი“-მ, რომელიც საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა, მომიწვია.  აქ შევქმენი 2 ნამუშევარი, რომელიც დაემატა „სტიქსის“ სერიის ფარგლებშია შექმნილ ნიუ-იორკიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს. ამავე სერიის ფარგლებში შევქმენი ინსტალაცია და ვიდეო-არტი, რომელიც აფართოებს ვიზუალურ ენას. მოგეხსენებათ, სტიქსი არის მითოლოგიური მდინარე. თუმცა, მე აქ მითოლოგიის ილუსტრაციას არ ვახდენ, ეს არის ერთგვარი მეტაფორა სიცოცხლის საწყისებზე და გარდამავლობაზე, ყოფიერებაზე, ადამიანს უნდა გაუჩნდეს კითხვები ეგზისტენაციალიზმის შესახებ“, - ამბობს ლევან სონღულაშვილი.

საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა ბერლინში, გალერეა კონფილდში, მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ახლაც არის გალერეაში წარმოდგენილი.

ახალგაზრდა არტისტის ნამუშევრები ევროპასა და აშშ-ში სხვადასხვა დროს გამოიფინა.  მისი სამი ფერწერული ტილო კი  ცნობილ, სოთბის აუქციონზე გაიყიდა.

2015 წელს ლევან სონღულაშვილი  ენდი უორჰოლის მიერ დაფუძნებული ნიუ-იორკის ხელოვნების  აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტი გახდა. ხოლო გასულ წელს მეტროპოლიტენ მუზეუმში 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის სონღულაშვილის ნამუშევარი დასახელდა, როგორც ხალხის რჩეული. 

გალერეა „ერთის“ დირექტორის თამუნა არშბას თქმით, გალერეა ლევანთან ორი წელია რაც თანამშრომლობს, ამ პროექტამდე გალერეამ ის საერთაშორისო არტბაზრობებზე წარადგინა.

„ერთი წლის წინ, როდესაც ნიუ-იორკში ვიყავი, ვნახე ლევანის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრები. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ თბილისში სრულფასოვანი სოლოგამოფენა გაგვეკეთებინა.
ორი თვის განმავლობაში ლევან სონღულაშვილი იმყოფებიოდა თბილისში და შექმნა ორი სტილისტიკურად აბსოლურტურად განსხვავებული ნამუშევარი და აღნიშნა, რომ ეს იყო ახალი ეტაპი მის შემოქმედებით ცხოვრებაში“, - განაცხადა თამუნა არშბამ.

პროექტი „თიბისი სტატუსის“  მხარდაჭერით ხორციელდება. „თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობათა და მედია კომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე ამბობს, რომ „თიბისის“ და ლევან სონღულაშვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო, როცა ლევანი სტუდენტი იყო.

„თიბისი სტატუსი“ ამჯერად მულტიმედია ფორმატში  საოცრად ნიჭიერი და თვითმყოფადი არტისტის, ლევან სონღულაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ლევანისა და „თიბისის“ ურთიერთობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ლევანი სტუდენტი იყო და ჯერ მხოლოდ იწყებდა თავის შემოქმედებით კარიერას. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ლევანი ისეთი დონის არტისტია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს.  მისი ნამუშევრები გამოფენილია ცნობილ საგამოფენო სივრცეებში, გალერეებში. კოლექციონერები აგროვებენ მის ნამუშევრებს. დღევანდელი გამოფენა ჟენევის, ლონდონისა და უკვე ბერლინის ძალიან წარმატებული  გამოფენების ციკლის გაგრძელება“, - განაცხადა თამარ კირვალიძემ.

ინგოროყვას 19-ში, გალერეა „ერთში“ ქართველი ახალგაზრდა არტისტის მულტიმედიური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 22 ივნისამდე ექნებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^