Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეისბუქი ამერიკაში და ფეისბუქი ევროპაში - კონგრესი ზაკერბერგს დახმარებას სთხოვს

13 აპრილი 2018

ორი დღეა კონგრესში ზაკერბერგი დომინირებს. კონგრესი ამჟღავნებს უვიცობას არამხოლოდ თემატიკის შესაბამისი ტერმინების, არამედ პირად მონაცემთა დაცვის კონცეფციების მხრივაც. კითხვები არ შეიცავს საკითხებს,  რომლებიც წინასწარაა შეთანხმებული: მონაცემთა ანონიმიზება (ან ფსევდონიმიზება), მონაცემთა გარღვევა, გარღვევის რეპორტი და ა.შ.

ნათელი გახდა, რომ კონგრესის უმრევლესობამ ცოტა რამ თუ იცის პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, მაგრამ ბუნდოვნად იცის ერთი რამ, ატლანტიკის ოკეანის გაღმა, რამდენიმე ქვეყანა სწორად ჩაწვდა პირადი მონაცემების დაცვის კონცეფციას. „ჩვენც ასეთი გვინდა“, მიმართავს კონგრესი ფეისბუქის დამფუძნებელს, რომელმაც წესით, პასუხი უნდა აგოს დემოკრატიული პროცესებისა და 80 მილიონზე მეტი ადამიანის პირადი მონაცემების ხელყოფისთვის.

ამავდროულად, არაორაზროვნად გამოიკვეთა შტატებისთვის ერთი უხეირო ფაქტი: ფეისბუქმა უკვე დიდი ხანია იცის მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და კომპანიას ეს პრაქტიკა უკვე იმპლემენტირებული აქვს დასავლეთ ევროპაში. ზაკერბერგმა კონგრესის წინაშე დაუფარავად განაცხადა, რომ ევროპა პირადი მონაცემების დაცვას სწორად უდგება.

7:40    

გერმანიაში, სულ მცირე, რეგულაციები უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვის ორგანოებთან გარღვევის დაუყოვნებელ რეპორტს. მონაცემთა გარღვევის დაგვიანებული რეპორტი „კემბრიჯ ანალიტიკის" საქმეში ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა. მომხმარებლებს და მონაცემთა დაცვის ორგანოებს რომ  დროულად სცოდნოდათ გარღვევის შესახებ, არჩევნების შედეგებზე გარღვევის დარტყმის შემცირება ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა.

ამ სიტუაციის ფონზე კონგრესიდან მრავალჯერ გაისმა თხოვნა, ერთი,  რომ ფეისბუქმა გაავრცელოს იგივე დაცვის სტანდარტი ამერიკელებზე, რასაც ამას ევროპული რეგულაცია GDPR უზრუნველყოფს და მეორე, რომ დაეხმაროს ზაკერბერგი კანონმდებლებს ევროპული სტანდარტის მსგავსი მონაცემთა დაცვის რეგულაციის განვითარებაში.

პირველი შეკითხვა არის გულუბრყვილო და რაღაც დონეზე ბავშვურიც კი - რადგან რეგულაცია ევროპაში დაფუძნებულ მომხმარებელს ეხება და არავის სხვას, ხოლო ზაკერბერგის ზეპირად მიცემული პირობა, რომ სტანდარტი ამერკიელებზეც გავრცელდება,  დროთა განმავლობაში სადავო ინტერპრეტაციის საგანი იქნება. ეს ასევე არის თვალსაჩინო გამოხატულება ორგვარი იერარქიისა, რომელიც ევროპაში და ამერიკაში გვხვდება:  

ამერიკაში სენატორები თხოვენ ზაკერბერგს: ერთი, ახსნას რა ხდება? ნათელია, რომ უმრავლესობამ ცოტა რამ იცის პირად მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელის შესახებ; და მეორე,  სთხოვენ დაეხმარონ რეგულაციის შექმნაში. შესაბამისად, ზაკერბერგი აღარ არის მოპასუხე, რომელმაც თავი უნდა იმართლოს, არამედ არის მცოდნე, რომელიც შტატებს პირადი მონაცემების დაცვაში უნდა დაეხმაროს. ეს კი მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ზაკერბერგმა საუკეთესო პრაქტიკის იმპლიმეტირებისთვის  საკმაო ძალისხმევა არ გამოიჩინა - შედეგად კი ამერიკის დემოკრატიული პროცესი შეარყია.

ევროპაში კი დომინაციის იერარქია პირიქითაა - დირექტივები მოდის რეგულატორების მხრიდან, ხოლო ტექკომპანიებს, როგორიც ფეისბუქია, უწევთ ფეხი აუწყონ კანონს და შესაბამისი დაცვის იარაღები განავითარონ. ამ პროცესს უზრუნველყოფს დახვეწილი, ყოვლისმომცველი კანონები, ასევე კანონის შემოღების თარიღის წინასწარი გამოცხადება. კონგრესზე აღნიშნული  GDPR (General Data Protection Regulation), შემოღებამდე მინუმუმ ორი წლით ადრე მაინც გამოცხადდა.

ფეისბუქი ევროპის ადგილობრივ რეგულაციებს ემორჩილება და, ცხადია, თუ ამერიკაში რეგულაციები უბრალოდ არ არსებობს, ფეისბუქს არ აქვს ვალდებულება, რომ ევროპული სტანდარტი ამერიკაში შემოიტანოს... მაგრამ ზაკერბერგი, ბოდიშის მოხდისას, კონგრესის წინაშე ჯიუტად წარადგენს ერთ არგუმენტს: გარღვევა მოხდა, რადგან ფეისბუქმა ზუსტად ვერ შეაფასა პასუხისმგებლობის დონე, რომელიც პირადი მონაცემების პროცესირებას ახლავს თან. ეს ფაქტი  სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, კომპანია ევროპაში უკვე მუშაობს იმ სტანდარტით, რომლითაც ამ პასუხისმგებლობას იღებს და ეს კონგრესისთვისაც ნათელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^