Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ქალებში - როგორი სურათია საქართველოში

15 მაისი 2018

„ლიბერალი” 2015-2017 წლებში საქართველოში კიბოს გავრცელების მონაცემებს გთავაზობთ.

მასალა ეყრდნობოდა კიბოს პოპულაციურ რეგისტრს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამზადებს.

კიბოს რეგისტრი საქართველოში 2015 წელს დაინერგა. ის კიბოს გავრცელების შესახებ სრულ და უტყუარ ინფორმაციას აგროვებს. რეგისტრის ამოქმედებამდე საქართველოში კიბოს შესახებ მონაცემთა შეგროვება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ქალებში - ახალ შემთხვევებში მეორე ადგილზე

ბოლო რამდენიმე წელია  ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია.

მაგალითად, 2017 წელს ქალებში ავთვისებიანი სიმსივნის 4 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან პირველ ადგილზე  სარძევე ჯირკვალია (1 541 შემთხვევა), მეორეზე კი ფარისებრი ჯირკვალი ( 721 შემთხვევა).

კვლევაში ნათქვამია, რომ კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა ქალებში ყველა ლოკაციაზე კლებულობს. ფარისებრი ჯირკვალი ერთადერთი ლოკაციაა, სადაც  2015 წლიდან როგორც შემთხვევათა რაოდენობა, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელი მატულობს.

„უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება, თანაც ძირითადად შეეხება ქალთა პოპულაციაში”, - ნათქვამია კვლევაში.

საქართველოში 2015 წელს ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნის 719, 2016 წელს - 900, ხოლო 2015 წელს კი - 865 შემთხვევა დადასტურდა. აქედან უმრავლესობა ქალებში გამოვლინდა.

ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველო, 2015-2017 წელი

ასაკი და სტადიები

2017 წელს 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (2015 წელს - 41, 2016 წელს - 50).

შედეგების მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ძირითადად დაავადების I სტადიაზე ხდება.

რატომ გაიზარდა ფარისებრი კიბოს შემთხვევები 

კვლევაში წერია, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი (ფჯკ) ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება, თანაც, შემთხვევების უმეტესობა ქალთა პოპულაციაზე მოდის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას.

ექსპერტთა მოსაზრებით, ავადობის რაოდენობის გაზრდის მიზეზი არ არის ის, რომ დღეს უფრო ადვილია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენა. ასე რომ იყოს, მაშინ ქალისა და კაცის შემთხვევაში თანაბრად უნდა გამოვლენილიყო. შედეგების მიხედვით კი, დაავადება თავს ძირითადად ქალებში იჩენს.

კვლევის მიხედვით, ავადობის მატება შესაძლოა, უკავშირდებოდეს დღემდე უცნობი თიროიდ–სპეციფიკური გარემოს კარცეროგენების გააქტიურებას, „რომელთა იდენტიფიცირება და მათი როლის შეფასება დღემდე ვერ ხერხდება“, - ვკითხულობთ რეგისტრში.

როგორია ფარისებრი კიბო / ტიპები 

განარჩევენ ფჯკ–ს ოთხ ჰისტოლოგიურ ჯგუფს: პაპილარული, ფოლიკულური, მედულარული ან ანაპლასტიკური. ფჯკ–ს ავადობის მატებას უმეტესწილად განაპირობებს პაპილარული  (არააგრესიული, რომელსაც ახასიათებს ნელი ზრდა) მიკროკაცინომას ჰისტოლოგიური ტიპის გამოვლენის მატება, რომელიც საუკეთესო პროგნოზით გამოირჩევა.

კვლევაში წერია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში  დარგის ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტთა განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს და საჭიროა, რომ  სკრინინგის პროგრამამ ფარისებრი კიბოს სკრინინგიც მოიცვას.

მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, სადაც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10– შეადგენს. საქართველოში კი კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 39– შეადგენს.

კიბოს გავრცელება საქართველოში - III და IV სტადიებზე გამოვლენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზ ...

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა თ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  „ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვ ...
15 ოქტომბერი
15 ოქტომბერი

წყალტუბო - კურორტი ხავსში

როგორი მშვენიერი უნდა იყოს ქალაქი, რომ ამ მშვენიერების კვალი დანგრეულსა და გაღარიბებულსაც ეტყობოდეს. ასეთია წყალტუბო - უ ...

მეტი

^