ეროვნულ მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიაზეგამოვლენილი ანტიკური ხანის ძეგლებიდან მომდინარე კოლექციებს, რომლებიც მრავალმხრივ წარმოადგენენ საზოგადოების ისტორიის ამმნიშვნელოვან ეტაპს. კოლექციები შედგება ძვირფასი ლითონის (ვერცხლი, ოქრო) ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვის, ბრინჯაოს, რკინის,მინის, ძვლისა და თიხის ნაკეთობებისაგან.
ამჯერად გაგაცნობთ ანტიკური ეპოქის ფიგურებისა და ქანდაკებების ნიმუშებს.
სატირი, ვანი, ძვ. წ. II-I სს. ბრინჯაო, 12.4 X 10.5 სმ
ქალის ქანდაკება, უფლისციხე, ძვ.წ. IV-III სს. თიხა
ადამიანის ფიგურა, ვანი, ძვ. წ. III ს. ბრინჯაო, ოქრო, სიმაღლე 25 სმ
მუსიკოსი, უფლისციხე, თიხა, ძვ. წ. VI - IV სს.
ჭაბუკის ტორსი, ვანი, ძვ. წ. II-I სს. ბრინჯაო, სიმაღლე 105 სმ
ნიკე, ვანი, ძვ. წ. II-I სს. ბრინჯაო, 22 X 19 სმ
არიადნა, სარკინე, ახ. წ. II ს. ტერაკოტა, 38 X 30 სმ