Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი ახალ მინისტრთა-კაბინეტში აღარ იქნებიან

18 ივნისი 2018

მამუკა ბახტაძის მინისტრთა-კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი აღარ იქნებიან.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, ამჟამად მამუკა ბახტაძე კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტს ფორმალურად წარუდგენს მინისტრთა-კაბინეტის შემადგენლობას.

უკვე ცნობილია, რომ თუნდაც ფორმალურად დასახელებულ შემადგენლობაშიც კი, რომელსაც ბახტაძე პარლამენტს დღეს წარუდგენს, აღარ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე. მათ ნაცვლად, მინისტრობის კანდიდატებად მათი მოადგილეებს წარადგენენ. პირველ ეტაპზე მოადგილეს წარადგენენ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატადაც. 

მოგვიანებით კი სამინისტროების შემცირების მიზნით მომზადდება კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კიდევ ერთხელ უკვე შემცირებული სამინისტროებით წარადგენს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^