Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუსტავ ვან ბერგეს „ლუციფერი“ ტალინის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

29 ნოემბერი 2014

ტალინის შავი ღამეების მე–18 კინოფესტივალის გრან–პრის მფლობელი ფილმი „ლუციფერი“ გახდა,  რომლის რეჟისორი ბელგიელი გუსტ ვან ბერგეა.   გრან–პრი 10 000 ევროს  ოდენობის პრიზს გულისხმობს, რომელსაც რეჟისორს ქალაქ ტალინის მუნიციპალიტეტი გადასცემს.

კინოში გაწეული ღვაწლისთვის პრიზი პოლონელ მსაბიობ მაია კომოროვსკას გადაეცა.    

პრიზი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის ესტონელ ერიკ პოლუმას ფილმისთვის „ქარტეხილთან“ (In the Crosswind)  გადაეცა.

საუკეთესო რეჟისურისთვის ჟიურის პრიზი თურქ რეჟისორს, მარატ სალურუს გადაეცა, ფილმისთვის „მოძრაობა“(Move).

„სპეციალური მოხსენიება“ (special mention) რუს რეჟისორს, ალექსეი ფედორჩენკოს გადაეცა, ფილმისთვის „რევოლუციის ანგელოზები“ (Angels  of Revolution).

საუკეთესო მსახიობის პრიზი ედი რედმეინს გადაეცა, ფილმისთვის „თეორია ყველაფერზე“(The Theory of Everything), რომლის რეჟისორი ჯეიმზ მარშია.  საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი ინდოელ მსახიობს, კალკი კოჩლინს გადაეცა, მთავარი როლისთვის ფოლმში „მარგარიტა ჩალით“ (Margarita, with a Straw), რომლის რეჟისორები არიან ბრიტნელი შონალ ბოუზი და ინდოელი ნილეშ მენიარი.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ:  მარკ აქსელროდი (აშშ), კატი უტინენი (ფინეთი), ანდრეი პროშიკინი (რუსეთი), ელინა რეინოლდი (ესტონეთი), ბენსონ ტეილორი (დიდი ბრიტანეთი) და ტომას ვასილევსკი (პოლონეთი).

სექციაში ბალტიისპირეთის და სკანდინავიური ქვეყნების სადებიუტო ფილმების კონკურსი, 
საუკეთესო სადებიუტო ფილმისთვის Tridens ჟიურიმ რეჟისორი ბოლდუინ ზოფონიასონი დააჯილდოვა, ფილმისთვის „ცხოვრება აკვარიუმში“ (Life In A Fishbowl). პრიზი 5000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს გულისხმობს.

სპეციალური პრიზი გადაეცა რუს რეჟისორს, ნიგინა სეიფულაევას ფილმისთვის  „მე დამასახელე“ (Name Me).  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის პრიზი ფრედერიკ უენზელს გადაეცა, ფილმისთვის „ჩუმი ღმუილი“ (The Quiet Roar).

ესტონური ფილმის პრიზი მარტი ჰელდეს გადაეცა,  ფილმისთვის In the Crosswind. 

სექციაში საუკეთესო ჩრდილო–ამერიკეული დამოუკიდებელი ფილმები მთავარი პრიზი დაიმსახურია ქსავიერ დოლანის ფილმმა „დედიკო“ (კანადა). 

საერთაშორისო ფილმების კლუბმა  (International Film Clubs, FICC) დონ კიხოტის სახელობის ჯილდო ფილმზე  „ქარტეხილთან“ გასცა, რომლის რეჟისორი მარტი ჰელდეა. 

ორგანიზაცია Network for the Promotion of Asian Cinema (NETPAC)–ის ჯიურიმ პრიზი ფილმს „მოძრაობა“ გადასცა, რომლის რეჟისორი მარატ სარულუა.

ფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი გადაეცა ფილმს „დღეს“(Today), რომლის რეჟისორი ირანელი რეზა მირკარიმია. 

მაყურებლის პრიზი გადაეცა ფილმს ახალი ზელანდიიდან - „რას ვაკეთებთ ჩრდილში“ (What We Do in the Shadows),  რომლის რეჟისორები ჟამენ კლემენტი და ტაიკა უაიტიტი არიან.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საეთაშორისო ფესტივალის Sleepwalkers გრან–პრი გადაეცა ესტონელ რეჟისორს, ივან პავლჯუჩენკოს ფილმისთვის „ივანის დღე“ (Ivan’s Day).

სექციაში ანიმაციური ოცნებები გრან–პრი გადაეცა ანიმაციურ ფილმს „ყველაზე უარესი სცენარი“ (The Worst Scenario),  რომლის რეჟისორი ესტონელი კრისტიან ჰოლმია.

სექცია Just Film 2014–ის გამარჯვებული ბრიტანული ფილმი “X+Y” გახდა, რომლის რეჟისორი მორგან მეთიუსია, ხოლო ამ სექციის სპეციალური მოსხენიება (special mention) წილად ერგო ფილმს „52 სამშაბათი.“  

ტალინის შავი ღამეების ფილმების ფესტივალი 14 ნომებრს გაისხნა და 30 ნომებერს დასრულდა. 



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^