Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გამოვიწვიოთ ქველმოქმედება

03 დეკემბერი 2014

დაფინანსება, რომელიც 2006 - 2007 წლიდან საზღვარგარეთიდან გვაქვს, საკმარისი არაა.  ხარჯების ნახევარსაც ვერ ფარავს. თანაც, როდემდე უნდა ვიყოთ უცხოურ ფონდებზე ჩამოკიდებული? შეიძლება ეს უსასრულოდ გრძელდებოდეს?  ჩვენც ხომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა? სახელმწიფო დასაქმების პროგრამა აუტისტებისთვის არ არსებობს, ბიზნესი კი ყრუა ამ პრობლემის მიმართ. რა ვუყოთ ამ სრულიად არაჩვეულებრივ ადამიანებს”? - გვეუბნება ელისო რეხვიაშვილი.

ელისო რეხვიაშვილი, სოციალური კაფეს “რეას ციყვების” დამაარსებელია. ამ კაფეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მუშაობენ.

“დაფინანსება, რომელიც 2006 - 2007 წლიდან საზღვარგარეთიდან გვაქვს, საკმარისი არაა.  ხარჯების ნახევარსაც ვერ ფარავს. თანაც, როდემდე უნდა ვიყოთ უცხოურ ფონდებზე ჩამოკიდებული? შეიძლება ეს უსასრულოდ გრძელდებოდეს?  ჩვენც ხომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა? სახელმწიფო დასაქმების პროგრამა აუტისტებისთვის არ არსებობს, ბიზნესი კი ყრუა ამ პრობლემის მიმართ. რა ვუყოთ ამ სრულიად არაჩვეულებრივ ადამიანებს”? - გვეუბნება ელისო რეხვიაშვილი.

*  * *

ლევან ლორთქიფანიძე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, მიიჩნევს, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების ფინანსური მდგომარეობა უმძიმესია, რადგან თანხა, რაც უნივერსიტეტს აქვს, მხოლოდ კომუნალური გადასახადების და ხელფასების ანაზღაურებას ჰყოფნის.

“ვაუჩერების გარდა დაფინანსების სხვა წყარო ფაქტობრივად არ არსებობს. უნივერსიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული უმცირესი თანხითაც კი შეიძლება მინიმალური ლოკალური მიზნების მიღწევა. მაგალითად რომელიმე ლაბორატორიის განახლება, რომელიმე საბიბლიოთეკო ფონდის შევსება, წიგნის გამოცემა, კვლევის ორგანიზება და ა.შ. მსოფლიო უნივერსიტეტების ბიუჯეტები  ათასობით ურთიერთგანსხვავებული წყაროთი ივსება.”

* * *

საქართველოში ბიზნესი ქველმოქმედებით ძირითადად იმ შემთხვევებში ინტერესდება, როდესაც ეს ინტერესი რეკლამას ემსახურება. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს უმეტეს შემთხვევაში ფილანთროპია არ აღელვებთ.  მრავალ მიზეზთან ერთად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ საკანონმდებლო წახალისება არ არსებობს.

“საზღვარგარეთ მთელი ოჯახია ჩართული და ერთად წყვეტენ ვის გადაურიცხავენ კომუნალური გადასახადის მცირე ნაწილს, რომელი სფერო საჭიროებს ამ ფულს ყველაზე მეტად. ასე ეჩვევა ქველმოქმედებას საზოგადოება და ხალხმა იცის, რომ უცხოური ფონდი კი არა, საკუთარი ქვეყნის მცხოვრებლები დაეხმარებიან.” - ამბობს ნანა ფანცულაია, “ქალთა ფონდის” დირექტორი და თვლის, როდესაც თვითონ ხალხი გაიღებს ფულს ფილანტროფიისთვის, ეს პროცესი მოსახლეობისთვის მეტად გამჭვირვალე და სასარგებლო იქნება.

* * *

“ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ პროექტი” წელიწადნახევარზე მეტია პარლამენტშია გადაგზავნილი და განხილვის გაგრძელებას ელოდება.

პროექტი მიზნად ისახავს ფილანტროპიული საქმიანობის ხელშეწყობას და იურიდიულად დარეგულირებას. მისი მეათე მუხლის მიხედვით, ის, ვინც, ფილანტროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა,  მოგების გადასახადისგან (ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა) გათავისუფლდება.

კანონპროექტის თანახმად, მოსახლეობას საშუალება ექნება საშემოსავლო გასახადის დასაბეგრი 1% გადარიცხოს იმ სფეროსთვის, რომელსაც, მისი აზრით, დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. (განათლება, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, სოფლები და სხვა). საბოლოო ჯამში, ამ კანონპროექტის ამოქმედებით, ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კანონპროექტის შესახებ  მთავრობის დასკვნა ნეგატიურია. აღმასრულებელი ხელისუფლების აზრით, “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე არ შეიძლება ბიუჯეტი იყოს ფილანტროპიული ან/და ქველმოქმედების დაფინანსების წყარო”. გარდა ამისა საშემოსავლო გადასახადი ვერ მიემართება კონკრეტული სუბიექტის დასაფინანსებლად, თუნდაც ეს ემსახურებოდეს საქველმოქმედო მიზნებს”.

პარლამენტის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ეთანხმება მთავრობის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც კანონპროექტის რისკებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ შესაძლებელია ახალი ტიპის დანაშაულებრივი სქემები წარმოიშვას - საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის სახით.

მარინა თაბუკაშვილის, ქალთა ფონდ “ტასოს” გენერალური დირექტორის და კანონპროექტის ავტორის აზრით, სამინისტროს დასკვნა დაწერილი იყო იმ პოზიციიდან, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოებას არ აღიარებს:

“მე ამას ფასეულობათა კონფლიქტი დავარქვი. ფინანსთა სამინისტრო წერს, რომ ბიუჯეტი დაკარგავს რაღაც რაოდენობის ფულს, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ფული  დაკარგული იქნება, ეს თანხა საქმეში ჩაიდება. ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ მისი ამოცანაა არ დახარჯოს ბიუჯეტიდან ფული, მოსახლეობამ არ იცის, რომ ბიუჯეტის ფული მისია. ეს კანონპროექტი ახლა პარლამენტშია და  და მისი ბედი პარლამენტარებზეა დამოკიდებული.”

ქალთა ფონდის დირექტორს, ნანა ფანცულაიას მიაჩნია, რომ თუ ეს კანონი პარლამენტში ძალიან შეკვეცეს და სახე დაუკარგეს,  მისი ამოქმედება აზრს დაკარგავს. რადგან მთავარი ამ კანონმდებლობის შინაარსია.

გუგული მაღრაძე, პარლამენტარი და კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ მთავრობის უარყოფითი დასკვნა  პლენარულ სხდომაზე განხილვას არ აჩერებს:

“როდესაც დასკვნა უარყოფითია, კომიტეტებიც თავს იკავებენ. მე მოვითხოვე შესვენება, რომ დაველაპარაკო მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. რათა საერთო აზრზე შევჯერდეთ. თუ ეს ვერ მოხერხდა, კანონპროექტს თებერვლისთვის პარლამენტში მაინც გავიტან .”

“მწერალთა სახლში” 12 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა კანონპროექტთან დაკავშირებით. რომელსაც კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნოდარ რაზმაძეც ესწრებოდა. ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი კიდევ ბევრი წელი იდება ხელუხლებელი, რადგან ფიქრობს, 80 მილიონი დიდი ფულია და არ ემხრობა მის ამოქმედებას. მიიჩნევს, რომ კანონპროექტმა “ფილანტროპიის ქველმოქმედების და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ” სხვაგვარად უნდა იმუშავოს:

“დღეს რომ ეს კანონი მიიღოს სახელმწიფომ,  ფირმები ფულს თავიანთ თავს ჩაურიცხავენ. კანონპროექტზე მუშაობა კონცეფციით უნდა დავიწყოთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი. ბევრ რისკს შეიცავს და ამის აღმოფხვრის მექანიზმები არ ჩანს”.

იმავე შეხვედრაზე ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს სარისკოდ არ მიიჩნევს:

“თუ ქველმოქმედების პროცესი გამჭვირვალე იქნება როგორ გადაურიცხავენ ფირმები საკუთარ თავს ფულს?!”

ნინო კიკნაველიძე, ფონდი “ღია საზოგადოების” წარმომადგენელი თვლის, რომ კანონპროექტის ნაწილი, სადაც 1%-ის გადარიცხვაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია:

“შევხვდით სამინისტროებს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართვა შევთავაზეთ, რათა მოეცათ შენიშვნები. მოლაპარაკებაზე არავინ წამოვიდა. ფინანსთა სამინისტრომ დაიწუნა ეს კანონპროექტი, თუმცა ვერ თქვეს რა ხარვეზები იყო. კანონი არ შეიცავს რისკებს იმაზე მეტს, რამდენიც დღესაა სხვა და სხვა კანონმდებლობაში.”

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარლამენტარი გუგული მაღაძე თებერვალში, მთავრობის დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტის პარლამენტში გატანას გეგმავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^