Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა კლუბი აღმამედლოში

18 ივლისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში 2 წელზე მეტია ქალთა კლუბი ფუნქციონირებს. კლუბში ხშირად იკრიბებიან ადგილობრივი და სხვა სოფლებიდან ჩამოსული ქალები. ისინი აქ სხვადასხვა თემებზე დისკუსიებს მართავენ და ტრენინგებს ესწრებიან. აღმამედლოში ამბობენ, რომ ქალთა კლუბის ამოქმედების შემდეგ სოფელში მცხოვრები ქალები გააქტიურდნენ.

კლუბი პროფესიით არქიტექტორმა, ნარგიზ მამადოვამ დააარსა.

“2015 წელს პოლონური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დავესწარი, სადაც პროექტის დაწერას ვსწავლობდით. ტრენინგის დასრულების შემდეგ დავწერე პროექტი, გამოგვიყვეს 14 000 ლარი  და ასე დავაფუძნეთ ქალთა კლუბი. სადაც მივდივარ, ქალებს ყველგან განათლების და საკუთარი უფლებების ცოდნის მნიშვნელობაზე ვესაუბრები. ქალთა კლუბის მთავარი მისიაც ეს არის. ვფიქრობდი, რომ ასეთი კლუბის არსებობა ჩვენი შვილების, შვილიშვილების და ზოგადად ქვეყნის მომავლისთვის სასარგებლო იქნებოდა. აქ ქალები საკუთარი პრობლემების სათანადო უწყებებამდე მიტანას სწავლობენ. ხშირად ვმართავთ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმდენად საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები იმართება, ხშირად მამაკაცებიც კი მოდიან,“ - აცხადებს ნარგიზი.

ფახრია სადიევა ქალთა კლუბში მუშაობს. ფახრია ამბობს, რომ ქალთა კლუბის ამოქმედების შემდეგ სოფელში  მცხოვრები ქალები გააქტიურდნენ და სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც ჩაერთნენ: „მას შემდეგ, რაც ეს კლუბი გაიხსნა, ქალები სოფლისთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. მათ აზრს ხშირად ითვალისწინებენ.“

„ბევრ ქალს ოჯახში პრობლემები აქვს და არ იცის, როგორ მოიქცეს. ამ კლუბის დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ მათ ვეხმარებით. ვასწავლით, რომელ უწყებებს უნდა მიმართონ. ვეხმარებით იურიდიული საკითხების მოგვარებაშიც,“ - ამბობს გულნარა სალმანოვა, რომელიც კლუბის აქტიური წევრია და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობს.

სამანგულ მამადოვა მიიჩნევს, რომ კლუბში  გამართული შეხვედრების და ტრენინგების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების დონე და ცნობიერება მნიშვნელოვნად ამაღლდა: „აქ ხშირად იმართება დისკუსიები ადრეულ ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. მოსახლეობას ვაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიწის და შინაური საქონლის რეგისტრაციის შესახებ. მოსახლეობა ახლა გაცილებით უფრო ინფორმირებულია. კლუბში სოფელში მცხოვრები თითქმის ყველა ქალი მოდის. სხვა რაიონებშიც კი ვმართავთ შეხვედრებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში 70 სოფელია, ქალთა კლუბი კი მხოლოდ ჩვენს სოფელში არსებობს,“ - ამბობს იგი.

როგორც კლუბის დამფუძნებელი, ნარგიზ მამადოვა ამბობს, მალე ქალთა კლუბში სხვადასხვა ხელსაქმის და ხელობის შემსწავლელი კურსები გაიხსნება.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^