Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► თემის გადაწყვეტილებით, არხოტში თევზაობა და ნადირობა ხატზე დაფიცებით აიკრძალა

31 ივლისი 2018

პირიქითა ხევსურეთში, არხოტში, თემის გადაწყვეტილებით, ნადირობა და თევზაობა (ტახედან ხეობის ბოლომდე) სალოცავში ხატის წინაშე დაფიცებით აკრძალეს. ხუცესმა, გოჩა ჯაბუშანურმა  მთავარანგელოზის სალოცავში ხატზე ფიცი დადო. ვიდეოს სოციალურ ქსელში გაგა ცისკარაული ავრცელებს:

„წინ-წინ უნდა გავწყვიტოთ ამ მიწა-წყლის ავ-კარგიანობის, დაცვისა და მოვლა-პატრონობის ამბავი. არის სამსახური, რომელსაც ევალების. საჯარო სამსახურში არიან ჩვენი ძმები, ჩვენი ძმისშვილები, თუ მოსახლეობა არ დავუდექით გვერდში, არაფერი არ გამოვა, ვერაფერს ვერ გახდებიან ისინი.... სხვა გზა არ დაგვრჩა, ხელიდან გვეცლება ნადირ-ფრინველი, წყლის ბინადარნი.

დღეის ამას იქეთ, ყველამ იცოდეს, რომ ნადირობას ჩვენ დავუდებთ ზღვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნების ადგილი, სადაც არ გავარდების თოფი ნადირისკენ, არ გავარდების თოფი ფრინველისკენ, შავინახავთ, დავიცავთ და ვუპატრონებთ. გვერდში დავუდგებით, ვისაც ეს საქმე სახელმწიფოსგან ავალია“,- ამბობს ხუცესი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^