Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“

07 სექტემბერი 2018

12 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ტრაგიკული და სოციო-პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს წიწამურის გზაზე მოკლეს ილია ჭავჭავაძე.

12 სექტემბერს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ განხორციელდება. პროექტი  2014 წელს დაარსდა და თავიდანვე ყოველწლიურ აქტივობად იყო მოაზრებული. წელს კი, იგი უკვე მეხუთედ ხორციელდება. 

"მოკლეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების მტრებმა, რომლებით დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ თავად რიგ-რიგობით მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში... ზოგმა მათგანმა ილიას ნაოცნებარი და მოღვაწეობის მთავარ ორიენტირად ქცეული თავისუფლების იდეა აღასრულა ან აღასრულებინეს... ზოგოერთებმა ილიას მათი პოლიტიკური ავანტიურების ფარადაც კი აიფარა... მაგრამ არც ერთ მათგანს ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად დიდად სასიკეთო არაფერი გაუკეთებია, ზოგმა პირიქით, „წითელი ხიშტით“ ჩაახშო საქართველოს მიერ თავისუფლებისათვის ყოველი გაბრძოლების მცდელობა... და ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ „მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება, მოღვაწე, რომელსაც იმდენი გაეკეთებინოს საკუთარი სამშობლოსათვის, რამდენიც ილიას საქართველოსთვის“. - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები:

პროექტი, თბილისის მასშტაბით არა ერთ ლოკაციაზე, რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს და იგი თითქმის მთელი დღის მანძილზე იქნება გადანაწილებული.  

13:00 - შედგება პროექტის გახსნა, ოფიციალური მისასალმებელი ნაწილი. მცირე ექსკურსი ილიას შესახებ - სიონის ტაძრის ეზო;
14:00 - მსველობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. საზოგადოება სიმბოლურად ფეხით გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილია უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველმა ხალხმა. მსვლელობა გაფორმებული იქნება ილიას ნაწარმოებების საარქივო „ოქროს ფონდის“ ჩანაწრებით;
15:00 - მთაწმინდის პანთეონში გაიმართება ლიტერატურულ-თეატრალიზებული ინტერმედია თანამედროვე მწერლებისა და მსახიობების მონაწილეობით.

ასევე მთაწმინდაზე, ღონისძიების შემდეგ შეგდება წლევანდელი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. წელს, საჯაროდ პირველად შედგება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური პრემიით დაჯილდოების ცერემონია. სიმბოლურად მთაწმინდაზე ილიას საფლავთან გაიცემა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.

17:00 - დამსწრე საზოგადოება და დაინტერესებული პირები ესტუმრებიან ილას მემორიალურ სახლ-მუზუმს, დაათვალიერებენ იმ ბინას და სივრცეს, სადაც ილიამ სიცოცხლის ბოლო დღე გაატარა და წიწამურის ტრაგედიამდე უკანასკნელად სწორედ ამ სახლიდან გავიდა. 
მუზეუმის მონახულების შემდეგ, შეკრებილი საზოგადოება და მოზარდები მოისმენენ და ჩაერთვებიან „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ საგანმანათლებლო პროგრამებში: „მუსიკა ილიას სახლში“ და „ცოცხალი ნახატები”.

ღონისძიებებზე დასწრება როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი ინიციატივის მიზანი ილია ჭავჭავაძის სახელისათვის პატივის მიგების გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს ითვალისწინებს. უპირველესად ეს არის ილიას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მეტი პოპულარიზაცია და აქცენტირება, მაშინ როდესაც სასკოლო პროგრამაშიც კი „ილიას“, როგორც „საპროგრამო მწერალს“ მხოლოდ ისე გადიან მოსწავლეები და თითქმის არ მიეწოდებათ ინფორმაცია, ამ უდიდესი მოღვაწის საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. ასევე, პროექტი და მასში გაერთიანებული ღონისძიებების შინაარსი და ფორმატი ითვალისწინებს ილიას ფენომენის საბჭოთა პოლიტკონიუნქურის გარეშე გადააზრების სტიმულირებას და დამკვიდრებას, რაც სამწუხაროს სრულყოფილად დღემდე ვერ განხორციელდა ვერც ქართულ ისტორიოგრაფიასა და ბუნებრივია ვერს საზოგადოების ცნობიერებაში.

12 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები, გათვლილია საზოგადოების ნებისმეირ სეგმენტზე. ყველა აქტივობა ღია ცის ქვეშ, საჯარო სივრცეებში განხორციელდება და ილიასა და მისი პერიოდის ისტოირული ვითარების შესახებ შემეცნებითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება, ამასთანავე კი, დაგეგმილი ღონისძიებების საჯაროობა და სანახაობითობა მეტ მასშტაბს შესძენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პოეზიისა და პლასტი ...

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^