Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროექტზე - „ვფიქრობ, რომ გამოიწვევენ“

22 სექტემბერი 2018

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა. 

„გადაგდება ვერ მოხდება, საკუთარ თავს ხომ ვერ გადაიგდებენ. ეს იქნებოდა სულელური ნაბიჯი,“ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე აცხადებს, რომ, თუ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ შეჩერდებოდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე პროცესი დაიწყებოდა.

„არჩევნებზე მეტად უფრო მძიმე ეს პროცესი იქნებოდა, არჩევნები შეიძლება, აღარც გახსენებოდა კაცს,“ - აცხადებს მეუფე.

მეუფე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირთან შეხვედრა გამართა, თუმცა, ვისთან, არ აკონკრეტებს.

პარლამენტმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის განხილვა, სასულიერო პირების პროტესტის ფონზე, შეაჩერა და გაურკვეველი დროით გადადო. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით მარიხუანის მოხმარება არ წახალისდება. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ არსებობს საფრთხე, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წაახალისოს, მას გაიწვევენ.

კობახიძე: თუ ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წახალისდება, პროექტს გამოვიწვევთ

„კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის განხილვამდე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება" - მეზვრიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თელავის მერია: ინაუგურაციის გამო 14-16 დ ...

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინა ...

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვ ...

ხვალ, 14 დეკემბერს ორგანიზაციის „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია ჩაიშალა. ...

მეტი

^