Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გავხადოთ გარემოზე ზრუნვა ეფექტური

15 აპრილი 2015

გიფიქრიათ რამდენ სითბოს კარგავთ ბინის კარ-ფანჯრიდან, სახურავიდან თუ იატაკიდან? დაგითვლიათ თქვენი ოჯახისა თუ კომპანიის  ბიუჯეტის რა ნაწილს შეადგენს ენერგიაზე გაწეული დანახარჯები? იცით ეს ყველაფერი რამდენად უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე?

ენერგიის დაზოგვა დღეს უკვე მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ტენდენციაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მარტივი და არც თუ ისე ძვირი ღონისძიებებით შეგვიძლია ნაკლები რაოდენობის ენერგიის მოხმარებით იგივე პირობები შევიქმნათ, რაც მანამდე გვქონდა, და ხშირად გავიუმჯობესოთ კიდეც. ჩვენი სახლისა თუ კომპანიის ენერგოეფექტურობა ნიშნავს არა მხოლოდ მეტ კომფორტს ნაკლები დანახარჯის ფასად, არამედ გარემოზე ნაკლებ მავნე ზეგავლენასაც.

შენობებიდან თუ საწარმოებიდან ნახშირორჟანგის გაფრქვევები კლიმატის ცვლილების უმთავრესი გამომწვევი ფაქტორია. კვლევების თანახმად, ასეთი გაფრქვევების დაახლოებით 40% საქართველოში სწორედ შენობებზე მოდის და არა მრეწველობაზე. თუკი მაგალითად, G კლასის ელექტრომოწყობილობების ნაცვლად A+ კლასის ტექნიკას შევიძენთ, ის სამჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. თუმცა, ენერგოეფექტურობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ასეთი ტექნიკა შევიძინოთ, ან მშენებლობა-დაპროექტებისას თბოიზოლაციის საკითხები გავითვალისწინოთ. ხშირად ეს ზედმეტ დანახარჯს საერთოდ არ გულისხმობს, გარდა იმისა, რომ ენერგია გონივრულად და ეფექტურად მოვიხმაროთ. მხოლოდ საყოფაცხოვრებო ჩვევებისა და პირობების შეცვლითაც კი, ადამიანს არა მხოლოდ მისი მიკროკლიმატის, მსოფლიო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც კი შეუძლია მცირედი წვლილის შეტანა.

მაღალი კლასის ტექნიკის შეძენას საცხოვრებელი სახლებისა და კომპანიების შიდა თუ გარე დათბუნებას, კარ-ფანჯრის მოწესრიგებას და სხვა ღონისძიებებს ხშირად თავს სწორედ იმიტომ არიდებენ, რომ ეს თავდაპირველად მეტის გადახდას მოითხოვს, თუმცა წლების განმავლობაში ეს იმაზე ბევრად  მეტის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, ვიდრე თავდაპირველი ინვესტიცია იყო, ანუ ფინანსური ეფექტი უკვე პირველივე თვეებიდან აშკარაა.

კომუნალური გადასახადების შემცირების უმარტივესი გზა განათების სისტემის ცვლილებაა. ენერგობიუჯეტის 11% სწორედ განათებას ხმარდება. მაგ. კომპაქტური ენერგოდამზოგავი ნათურა 75%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს იგივე ნათების მისაღებად და ათჯერ უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე, ე.წ. ვარვარების ნათურა, რომელსაც მასობრივად ვიყენებთ. თუ ვარვარების ნათურა 50-60 თეთრი ღირს, ენერგოდამზოგავი ნათურის ფასი 5-12 ლარამდე მერყეობს. წელიწადში, საშუალოდ, ერთი ნათურის ჩანაცვლებით 18კვტ.სთ-მდე (დაახლოებით 3 ლარი) ენერგიის დაზოგვა შეგვიძლია.

რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მხოლოდ საცხოვრებელი სახლებიდან 1,8 მილიარდი ლარის ელექტროენერგიის დაზოგვა შეგვიძლია. ექსპერტული დაანგარიშებით, თანამედროვე მოთხოვნებით თბოიზოლირებული შენობების გასათბობად იმ ენერგიის 18%-იც გვეყოფოდა, რასაც ახლა არათბოიზოლირებული შენობებისთვის ვიყენებთ. მხოლოდ თანამედროვე ტიპის კარ-ფანჯარაც 10-დან 25%-მდე ამცირებს შენობიდან სითბოს გადინებას, შესაბამისად _ ენერგიის გადასახადსაც.

თუ ენერგოეფექტური ღონისძიებები შენობის დაპროექტებამდე იქნება გათვალისწინებული, აღნიშნული მშენებლობის ხარჯებს მხოლოდ 5-10%-ით გაზრდის, მაშინ, როცა ასეთ შენობებში ენერგოდანახარჯები რამდენჯერმე ნაკლები იქნება .

კვლევის თანახმად, ბოლო ასი წლის მანძილზე შენობების კედლები დროთა განმავლობაში 4-ჯერ გათხელდა, ხოლო მათი წონა დაახლოებით 6,5-ჯერ შემცირდა, შესაბამისად, კედლებიდან სითბოს დანაკარგებიც გაიზარდა. ზოგიერთ ახალაშენებულ ნაგებობაში კედლების სისქე 25 სმ-ს არ აღემატება. ხშირად ასეთ კედლებზე ორთქლი კონდენსირდება. გარდა იმისა, რომ იქ სითბოსა და სიგრილის შენარჩუნება გაცილებით რთულია, წყლად ქცეული ორთქლი სახლის ესთეტიკურ მხარეზე მოქმედებს და იერსახესაც აფუჭებს, ეს ყველაფერი კი არასწორად შერჩეული სამშენებლო მასალისა და არასწორი ჩვევების ბრალიც კი შეიძლება იყოს. მაგალითად ისეთი მარტივი ქცევის, როგორიც განიავების სიხშირე და ხანგრძლივობაა.

საქართველოში მცირე რაოდენობით, თუმცა ფუნქციონირებენ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და შეამცირონ მასზე უარყოფითი ზეგავლენა

მათ შორის არის „პროკრედიტ ბანკი“, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წლებია სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ ბანკმა სათავო ოფისი და ფილიალები ენერგოეფექტურ სამშენებლო სტანდარტებს შეუსაბამა, ასევე აღჭურვა შესაფერისი ტექნიკით თუ ავტომობილებით,  დაიწყო ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებაზე ზრუნვა და იზრუნა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზეც.  თავისი საქმიანობით გარემოზე ირიბ ზეგავლენასაც აფასებს და  ყველა ბიზნეს-სასესხო მოთხოვნა იმის მიხედვით ფასდება და კმაყოფილდება, რამდენად შეიცავს დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით რისკებს. თუ კომპანიას უშუალოდ ენერგოეფექტური ღონისძიებების დასანერგად, ტექნიკური აღჭურვილობის გასაახლებლად, ან განახლებადი ენერგოტექნოლოგიების და გარემოსადმი მეგობრული ნებისმიერი აქტივობის დაფინანსება სურს, მას ეკოსესხით და შესაბამისი შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს.

ენერგოეფექტურობის მნიშვნელობასა და მისი უპირატესობების სწორად  გააზრებით, პროკრედიტ ბანკის მსგავსად სხვა ორგანიზაციებსა და ინდივიდებსაც გაუჩდებათ სურვილი, მათი ქცევა უფრო ეფექტური და გარემოსადმი მეგობრული გახადონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^