Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელები ბოლო 29 წლის განმავლობაში

18 თებერვალი 2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტში ძირითად კომიტეტად მიიჩნევა. დაახლოებით ბოლო 30 წლის განმავლობაში აღნიშნული კომიტეტის გავლით არაერთი რეფორმა ჩატარდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა ხშირად ქცეულა პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვან ტრამპლინად.

სხვადასხვა დროს იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, გია მეფარიშვილი, პავლე კუბლაშვილი და ვახტანგ ხმალაძე და სხვ.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია, რასაც წინ უძღოდა ამ თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა. „ლიბერალმა“ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იკავებდა იურიდიული კომიტეტის (სხვადასხვა სახელწოდებით) თავმჯდომარის თანამდებობას 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ. 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (28.10.1990−02.01.1992) იურიდიული კომისიის თავმჯდომარის არჩევის თარიღი საქართველოს პარლამენტის არქივში შემონახული არ არის. თავად კომისიის თავმჯდომარე კი საარჩევნო ბლოკ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან არჩეული საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტი ლევან ალექსიძე იყო. 

უზენაესი საბჭოში ლევან ალექსიძე საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" წევრმა კონსტანტინე ფირცხალავამ შეცვალა, რომლის არჩევის თარიღი ასევე უცნობია. 

ე.წ. იმელის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას (12.11.1992−25.11.1995) ჯერ კიდევ „ლეიბორისტული პარტიის" დაფუძნებამდე იკავებდა შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილის შემდეგ, უკვე 1995 წელს არჩეულ მეოთხე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე (05.12.1995−14.08.1998) მიხეილ სააკაშვილი გახდა. ეს სააკაშვილისთვის პირველი მაღალი თანამდებობა იყო. 

ამავე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მომავალმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ (14.08.1998−20.11.1999) შეცვალა.

მეხუთე მოწვევის პარლამენტში კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე 

გია მეფარიშვილი გახდა (25.11.1999−13.02.2001).

მას შემდეგ, რაც გია მეფარიშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გადაინაცვლა, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული    რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ   ადეიშვილმა (13.03.2001−10.05.2002) დაიკავა. 

                           

მეხუთე მოწვევის პარლამენტში ამავე კომიტეტის მესამე თავმჯდომარე გრიგოლ პაიჭაძე იყო (17.05.2002−22.04.2004). 

                                                        

ვარდების რევოლუციის შემდეგ არჩეულ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობდა (23.04.2004−18.02.2008). 

ბეჟაშვილი დეპუტატის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე პაატა ლეჟავამ შეცვალა (19.02.2008−07.06.2008). 

მეშვიდე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პავლე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა (11.06.2008−21.10.2012).
 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვახტან ხმალაძემ დაიკავა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახდა. მან თანამდებობა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა.

2019 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

მტირალა ბიჭები და „ვეფხისტყაოსანი“

ამას წინათ გადავწყვიტე ჩემი 4 წლის სპაიდერმენომანიით შეპყრობილი ბიჭის „ვეფხისტყაოსანთან“ დამეგობრება. გადმოვ ...
21 მარტი
21 მარტი

წარმოდგენა ცხოველების სიცოცხლის ფასად

დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს, თბილისში ჩამოსული უკრაინული ცირკის თანამშრომელს, მომთვინიერებელს, ლომი ...
20 მარტი
20 მარტი

კიდევ ერთხელ თბილისის ცენტრში რკინიგზისა ...

თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის და მასთან ერთად ცენტრალური სადგურის შენარჩუნება ისევ კითხვის ქვეშაა - თბილისის ...

მეტი

^