Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქალაქის გლოვა“ - „პარტიზანმა მებაღეებმა“ ქალაქში ქაოსური მშენებლობა გააპროტესტეს

20 თებერვალი 2019

„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისში აქცია-პერფორმანსი გამართეს. მსვლელობა - „ქალაქის გლოვა“ ვერაზე, ჭოველიძის ქუჩის ბოლოდან დაიწყო. მოქალაქეები მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ, რის გამოც მთაწმინდაზე კლდეს ჭრიან.

„პარტიზანმა მებაღეებმა“ მსვლელობით თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს. გზად მელიქიშვილის გამზირზე, m2-ის მშენებლობასთან შეჩერდნენ, რომელსაც ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან. ნატა ფერაძის თქმით, K2-ის გაყიდვის გაუქმებასთან ერთად აუცილებელია, რომ მშენებლობები აიკრძალოს სარეკრეაციო ზონაშიც. ასევე მერიამ უნდა მოახერხოს ასეთ ადგილებში იმ ტერიტორიების გამოსყიდვა, სადაც ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა, თუმცა ნებართვა უკვე გაცემულია.

„ახლა რაც ხდება მშენებლობებზე, უმეტესობა არის კანონიერი, კანონები გვაქვს მანკიერი. ამიტომ ავარჩიეთ ჩვენს ეს ფორმა. კანონიერი იყო ჰოლოკოსტი, გულაგი, გაზის კამერები და ისინი უნდა შეიცვალოს. კანონები უნდა მოერგოს გარემოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი საცხოვრებლად უვარგისი ხდება.

ჩვენ ახლა მივალთ მერიასთან ამ მოწოდებით. ჩვენ არ ვებრძვით მერიას, მოვუწოდებთ მას, რომ ქალაქი გახდეს ცხოვრებისთვის შესაფერისი, რათა ჩვენმა შვილებმა არ იფიქრონ გაქცევაზე და შევინარჩუნოთ ქალაქი“, - თქვა ნატა ფერაძემ აქციის მსვლელობისას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ქალაქში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები არამარტო ამახინჯებს იერსახეს, სახიფათოა მოქალაქეთა ჯანრმთელობისთვისაც. ამის საილუსტრაციოდ, მათ მერიასტან ცელოფნის ტომრები მიიტანეს, რომლებიც სიმბოლურად ქაოსური მშენებლობების, მტვრისა და დაბინძურებული ჰაერისგან გარდაცვლილ ადამიანებს განასახიერებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^