Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო დონის სერვისი და ქართული სტუმართმოყვარეობა - „შერატონი“ MICE-სთვის სერიოზული პოტენციალია

05 აპრილი 2019

თქვენ რომ უცხოელი იყოთ, ჩამოხვიდოდით საქართველოში ტურისტული მიზნით ან, სულაც, ბიზნესტურით, კონგრესის, კონფერენციისა თუ გამოფენის გასამართად?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვაზე დღეს არაერთი საერთაშორისო ექსპერტი დადებითად პასუხობს და მიზეზად ის მოჰყავს, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, საუკეთესო პირობები აქვს საქმიანი შეხვედრებისა და საკონფერენციო ტურიზმის წარმატებით განვითარებისთვის.

საქმიანი ტურიზმი, იგივე MICE, არა მარტო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა, არამედ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი ბიზნესსექტორიცაა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების განვითარებას და, ასევე, პროფესიულ ზრდას, რადგან მსგავს ღონისძიებებზე დამსწრე პირები, უმეტესწილად, თავისი სფეროს ლიდერები არიან. ეს კი იძლევა ცოდნის გაზიარების საშუალებას და შესაძლებელს ხდის გლობალურ დონეზე თანამშრომლობას.

საქმიანი ტურიზმის განვითარება საქართველოს ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ ამოცანადაა დეკლარირებული. 

თბილისში არსებული დიდი სასტუმრო ცენტრებიც ასეთი ტიპის სერვისზეა ორიენტირებული. ეს კი მომავალში უზრუნველყოფს, რომ საქართველოს დედაქალაქი გახდეს შეხვედრების, ღონისძიებებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი.

ამ მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ, 1-ელ მარტს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გაიხსნა.

ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ  ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სწორედ ამ სასტუმრომ მისცა თბილისს პირველად შესაძლებლობა, საერთაშორისო ბიზნესშეხვედრებისთვის ემასპინძლა. ამის გათვალისწინებით,  „შერატონის“, როგორც MICE ექსპერტის, დაბრუნება უკვე თავისთავად საინტერესო მოვლენაა, მით უფრო, რომ განახლებულ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“, მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის რუსუდან ძიგრაშვილის თქმით, შეხვედრების ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს:

„დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა. „შერატონი“ კი, თამამად შეიძლება ითქვას, სერიოზული პოტენციალია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარებისთვის. - გვეუბნება „შერატონის“ პიარმენეჯერი და მოკლედ აღგვიწერს განახლებული სასტუმროს რესურსს, - განახლებულ სასტუმროს აქვს უმაღლესი დონის საკონფერენციო ინფრასტრუქტურა MICE ტურიზმის 4-ივე მიმართულებისთვის: Meeting – საქმიანი შეხვედრებისათვის; Incentive - საქმიანი  წამახალისებელი ტურებისთვის კომპანიის თანამშრომლებისთვის; Conferences – კონფერენციებისა და კონგრესებისთვის; Exhibitions – გამოფენებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის.  სასტუმროს დაემატა ოთახების რაოდენობა და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, გაიზარდა საკონფერენციო დარბაზების ფართობი.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მზად არის,
უმასპინძლოს მასშტაბურ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეხვედრებს უახლესი ტექნიკით სრულად აღჭურვილ 2600 კვ.მ. საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში,  11 ოთახში საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელთა შორის ყველაზე დიდი 1000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში ერთდროულად 2000-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მაქვს მსოფლიო კლასის სერვისზე და საუკეთესო კულტურულ და კულინარიულ შეთავაზებებზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ მასპინძლობისას არასდროს ვივიწყებთ ქართული სტუმართმოყვარეობის
ტრადიციებს, რომლებიც, ჩვენს შემთხვევაში, შერწყმულია საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებთან.  

და მაინც, რუსუდან, რატომ უნდა აირჩიონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფერენციების ჩასატარებლად სწორედ საქართველო და, კერძოდ, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“?
-  ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის - ცენტრალური მდებარეობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში; ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქცია; MICE-ს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი; მაღალი კულტურული და ტურისტული პოტენციალი.
ხოლო იმის შესახებ, რატომ უნდა აირჩიონ საქმიანი შეხვედრებისთვის ჩვენი სასტუმრო, მოკლედ გეტყვით: როცა ბიზნესკომპანია მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს, მის ორგანიზებაში 100 პროცენტით საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ასეთი საიმედო პარტნიორია „შერატონი“ - თავისი ინფრასტრუქტურული რესურსითა და გუნდით, რომელსაც აქვს გამოცდილება, მოტივაცია, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი ხარისხი. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს ჩვენი ქვეყანა შევაყვაროთ, რათა მერე თავიანთ ქვეყანაში მოჰყვნენ, რა ისწავლეს ჩვენთან სტუმრობისას. ამის მისაღწევად ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს; ვიცით, დამატებით რა შეიძლება სჭირდებოდეს უცხო ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანს ყველაზე მეტად და როგორ ვაგრძნობინოთ თავი კომფორტულად
. ვცდილობთ, ჩვენი სტუმრების მოლოდინებს გადავაჭარბოთ. აი, ამიტომ გირჩევთ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მობრძანებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^