Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შერატონის“ სპა-ცენტრი „პ’აუზა“ - სილამაზისა და კეთილდღეობის ფილოსოფია

15 მაისი 2019

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ სპა-სალონი „პ’აუზა“ - ეს არის არა, უბრალოდ, კომფორტული სივრცე რელაქასაციის და გაახალგაზრდავების პროცედურებისთვის, არამედ მთელი ფილოსოფია, რომელიც თქვენს ორგანიზმს ქალაქის სწრაფი ტემპის, დღის არასწორი რეჟიმის, აგრესიული ეკოგარემოს  და სტრესების შემდეგ გონზე მოიყვანს და სულს მოათქმევინებს.

სპა „პ’აუზა“ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ პირველ სართულზე, 1500 კვ.მ.-ზეა განთავსებული, სადაც ყოველი მეტრი, ყოველი დეტალი, მომსახურება და მასპინძლობა უმაღლესი ხარისხისაა, ისე როგორც მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდს ეკადრება.


პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს აქაური პერსონალის კულტურა და კლიენტებთან დამოკიდებულებაა.
მასპინძლები წარმოგიდგენენ „პ’აუზას“ მრავალფეროვან მენიუს და დეტალურად გაგაცნობენ პროცედურების არსსა და დანიშნულებას.


რა თქმა უნდა, თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა.
სპა-ცენტრის თერაპევტი თქვენი სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურად თქვენთვის შეადგენს პროცედურების პაკეტს, რათა შედეგმა თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს!

შემდეგ კი შედიხართ ზღაპარში, სადაც თქვენ, თქვენი სურვილის მიხედვით, გელოდებათ:

არომათერაპია - სურნელის ენერგია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, მისი პირველადი ეფექტი კი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.


მასაჟი:
კლასიკური შვედური მასაჟი - მოგიხსნთ დაძაბულობას, კუნთების ტკივილს;
ღრმა წერტილოვანი მასაჟი - ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ფიზიკური ძალების აღდგენას;
ლიმფის მანუალური დრენაჟი - სხეული სასწაულებრივად იწმინდება ტოქსინებისგან;
თავის და კისრის მასაჟი;
ცხელი ქვების მასაჟი (სტოუნთერაპია);
მასაჟი ფეხმძიმეებისთვის - ეს თქვენ კანს არა მარტო ატენიანებს და კვებავს, არამედ ნაყოფსაც არგებს;
სახის მასაჟი - დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა პრო-კოლაგენით; სახის აჭიმვა და კონტურის გასწორება; მაღალეფექტური მკვებავი სახის მასაჟი; მგრძნობიარე კანის დამამშვიდებელი მასაჟი; პრობლემური ცხიმიანი კანის დამშვიდება; დინამიკური პილინგი, რომელიც მთელი რიგი ფერმენტებით ხელს უწყობს კანის განახლებას.


Spa Duo - არომათერაპიული მასაჟი და მაღალეფექტური მკვებავი სახის პროცედურა წყვილების ოთახში. მოისვენეთ და გაატარეთ ძვირფასი წუთები საყვარელ ადამიანთან ერთად;


ჰამამი:
თურქული ჰამამი - უნიკალურ რიტუალი სურნელოვანი ქაფით, ექსფოლიანტით, თეთრი თიხის ნიღბით შეხორცების ეფექტით და ქსოვილებში ღრმად შემღწევი ზეთებით;
მაროკოული ჰამამი - პიტნის, ევკალიპტისა და დაშაქრული ლიმონის წმინდა მაროკოული სურნელით. ატლასის მთებში მოპოვებული ღასულის თიხითა და არგანის ზეთით;
საამიროების ჰამამი - არაბული ყავისა და ზაატარის სურნელით, უდაბნოს აქლემის რძითა და დაბერების საწინააღმდეგო ზეთებით;
ქართული ჰამამის რიტუალი - ქართული სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ნაზი ექსფოლიანტის თავბრუდამხვევი სურნელითა და ადგილობრივი თიხით;

სხეულის დატენიანება და დაჭიმვა - კერძოდ კი, თეძოების, ბარძაყების, მუცლისა და მკლავების გასამკვრივებლად. სულ რაღაც, ერთი პროცედურის შემდეგ კანი გაცილებით მკვრივი ხდება.


სხეულის გაძლიერება ცხელი მინერალებით - ტოქსინების გამოდევნის შედეგად კანი გაჯანსაღდება, ხოლო ნივთიერებათა ცვლა დაბალანსდება.

ქართული წაბლის თაფლისა და მარილის სკრაბი - ამ პროცედურის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 40 წუთი გრძელდება, კანი ახალგაზრდულ და ჯანსაღ ბზინვარებას იძენს.

დეტოქსიკაცია ფარსმანდუკით - იგრძენით, როგორ ქრება ტოქსინები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი დეტოქსიკაციის შედეგად;

ხელებისა და ტერფების სპა-მოვლა - იმისთვის, რომ თქვენი ხელები თქვენს სავიზიტო ბარათად იქცეს, ფეხებმა კი მთელი მსოფლიო მოგატაროთ ისე, რომ არ დაიღალოთ;

ზრუნვა მამაკაცებზე - სპეციალური პროცედურები მამაკაცებისთვის;

ინდივიდუალური ან ჯგუფური ვარჯიშები - ამისთვის სატრენაჟორო დარბაზში „პ’აუზას“ ინსტრუქტორი გელოდებათ.


რატომ არის პ’აუზას კონცეფცია უნიკალური?

დღეს SPA პროცედურები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. თბილისელებიც უკვე დიდია ხანია, განებივრებულები არიან სპა სალონებით, თუმცა ის, რაც პ’აუზას გამოარჩევს, მრავალფეროვნება და აქაური სპეციალისტების მიერ ორგანიზმის სიჯანსაღისთვის შემუშავებული 4 პრინციპია: მოძრაობა, აღდგენა, ცნობიერი  და შეხება.

სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის შედგენილი პ’აუზას მრავალფეროვანი და უნიკალური პაკეტები, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებასა და კაპრიზს დააკმაყოფილებს.
ყველა პაკეტი მოიცავს საუნის, ორთქლის აბაზანების, ჰამამის, გაყინული წყლის, ღია და დახურული აუზების, ძლიერი ნაკადის მქონე შხაპის, სავარჯიშო დარბაზის გამოყენებასა და გაკვეთილებს.

პროცედურის შემდეგ თქვენ დაისვენებთ სარელაქსაციო ზონებში, სადაც სასიამოვნო სურნელი იფრქვევა და შესაბამისი მუსიკა ჟღერს. აქვე გაგიმასპინძლდებიან სხვადასხვა მცენარის არომატულ ჩაით, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და, რაც მთავარია, საოცრად გემრიელია. ეს ატმოსფერო, მერწმუნეთ, ნებისმიერ მასაჟზე უკეთ გამოგიყვანთ სტრესიდან!
და თუ სურვილი გექნებათ, სეანსის შემდეგ გადით ღია აუზთან და მიირთვით სასმელი აუზის ბარში.

დაბოლოს - სახის და ტანის მოვლის კოსმეტიკური პროდუქტები პ’აუზაში

სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებისთვის პ’აუზაში სპაინდუსტრიის წამყვან ბრენდებს იყენებენ. მათ გასაოცარ ეფექტს პირველივე ჯერზე დაინახავთ. 

„ელემისი“ - ეს არის №1 ბრენდი დიდ ბრიტანეთში.  მისი პროდუქტები მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების შედეგია. ისინი გაჯერებულია ჩვენი პლანეტის საგანძურიდან აღებული ბიოაქტიური ელემენტებით და ადამიანისა და ბუნების კავშირის საუკეთესო მაგალითია.
„ჰამამი“ - ეს არის ცოცხალი ინგრედიენტების კომბინაცია, ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც დამზადებულია მაროკოს უდაბნოში მოპოვებული მცენარეებით, ტექნოლოგია კი ადგილობრივების უძველეს სილამაზის რეცეპტებზეა დაფუძნებული.

ასე რომ, აიღეთ „პ’აუზა“. მიეცით თავს უფლება, ამოისუნთქოთ, განიტვირთოთ და აივსოთ ახალი ენერგიით.

აქ გელოდებიან ყოველდღე - 6:00-დან 23:00 საათამდე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

სელექციის „სიამენი"

დიდი შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა რთული საქმეა. რთული და უმადური. თან, რაც უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება მწვ ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

„ერთიანი რუსეთის“ Fake-დემოკრატია

კვირას რუსეთში ჩატარდა ე.წ. „ერთიანი არჩევნები“, როდესაც მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ სხვადასხვა დონის რეგიონული თუ მუ ...

მეტი

^