Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გზა ყველგან არის, მაგრამ ჩემთვის არსაით - წერილი „ლიბერალს“

17 მაისი 2019

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში კი 2014 წლიდან პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავს და მსვლელობას აწყობს. გთავაზობთ „ლიბერალისთვის“ მოწერილ წერილს რეგიონიდან, რომელიდ ლგბტქი თემის პრობლემებს ეხება:

წერილი ლიბერალს რეგიონიდან.

დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საქართველოს საპატრიარქო კი ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებაში სიყვარული დათესოს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებს!

მე დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობ მე-5 კლასიდან ვარ ბულინგის მსხვერპლი, ახლა 20 წლის ვარ და ეს დღემდე გრძელდება საზოგადოების მხრიდან! მეზიზღება სკოლა, რომელიც მხოლოდ კარგ მოგონებებთან უნდა მაკავშირებდეს! მეზიზღება ბავშობა რომელის ყოველდღიურობა ჩემთვის კოშმარი იყო! მეზიზღება ყველა ის მასწავლებელი რომელიც ჩემ მიმართ განხორციელებულ ჩაგვრაზე რეაგირებას არ ახდენდა!

ჩემი გული ზიზღით არ არის სავსე მეგობრებო, ეს თქვენ, ადამიანებმა გამივსეთ ზიზღით გული, რომელიც დამამცირებელი წამოძახილებით ათასჯერ არის მკვდარი! მაგრამ მაინც უძლებს ამ ყველაფერს.

დრო გადის და მეშინია ამ ყველაფრის, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება?! როცა გაიგებს ჩემი ოჯახი ჩემი ორიენტაციის შესახებ, ზუსტად ვიცი, რომ სახლიდან გამაგდებენ, ძალიან მეშინია ამ დღის! ამ გაავებული სამყაროს წინაშე დავრჩები მარტო, მეშინია მომავლის რომელიც ახლოა!

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომელიც მიეკუთვნება ჰომოფობიურად განწყობილ მხარეს -  თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, დღემდე როგორი გზა მაქვს გამოვლილი, თქვენ ვერასდროს ჩაწვდებით იმ ტკივილს, სევდას და უიმედობას რაც მე გულში მაქვს!

თქვენ, ის ადამიამიანები, ვინც ჩაგრავთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს, ხართ უგულოები და ბოღმით აღსავასე, არც კი იცით რახდება ჩვენს გულებში! დარწმუნებული ვარ რომ ვერც ვერასდროს მიხვდებით, რადგან თქვენ გული ზიზღით გაქვთ სავსე, ზიზღით რომელიც ჩვენ „გვკლავს“. გზა ყველგან არის, მაგრამ ჩემთვის არსაით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 აპრილი
12 აპრილი

ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / რეცენზია

წიგნის სათაური: ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / მოგონებების მაგიერ / ეძღვნება კოტე ზალდასტანიშვილის 60 წლის იუბილეს გამომცემ ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...

მეტი

^