Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

22 აგვისტო 2019

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა.

სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო მიერთებული. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.   

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ. მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა.

მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს.

განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინა.

„თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია შენი სახლისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 სექტემბერი
18 სექტემბერი

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ...

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა. „ჩვენ ყ ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხად ...

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყ ...

„საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზ ...

მეტი

^