Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიდი ყვითელი მდინარის“ ორი კალაპოტი

31 აგვისტო 2019

რატომ არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ჰონკონგის მშვიდობიანი ამბოხი?

დღეს გლობალური ყურადღებისფოკუსშიამოქცეული ჰონკონგი, რომლისპროპეკინურმახელისუფლებამ უკვე აშკარა რეპრესიები წამოიწყო მშვიდობიანი დემოკრატიული მოძრაობის ლიდერთა წინააღმდეგ

სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან მდებარე ბრწყინვალექალაქი ცათამბჯენიათწლეულთა განმავლობაში მთელი აზიისთვის სწრაფი და, იმავდროულად, დემოკრატიული განვითარებისვიტრინადმიაჩნდათ; ამ რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამყარებამ ეს მონაპოვარი შეასუსტა, რაც სახალხო პროტესტის შინაგანი, სისტემური მიზეზი გახდა

ყოფილი ბრიტანული კოლონია ჰონკონგი, სადაც ინგლისელებმა XX საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაკანონისმიერი მმართველობისევროპულ სტანდარტთა დამყარება შეძლეს, აზიური სახელმწიფოებისა და ერებისთვის განვითარების იმ ტოტალიტარული და რეპრესიულიპატერნისალტერნატივად აღიქმება, რაც ჩინეთში - დენ სიაოპინმა, ხოლო სინგაპურში ლი ქუან იუმ ეკონომიკური რეფორმებისა და სწრაფი განვითარების საფუძვლად აქციეს

ჰონკონგის მაგალითი კი მათ საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომჩინური დემოკრატიასავსებით შესაძლებელია, ხოლო ადამიანის უფლებათა პატივისცემა სულაც არ გამორიცხავს წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებას

ამდენად, ჰონკონგში ამჟამად ჩინეთისა და მთელი აზიის მომავალი წყდება.

***

30 აგვისტოს, დილით, ჰონკონგის ხელისუფლებამ დააპატიმრა დემოკრატიული მოძრაობის რამდენიმე ლიდერი. რეპრესიებს წინ უძღოდა ჩინეთის „სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის“ მესვეურთა გაფრთხილება, რომ ისინი არ დაუშვებდნენ შაბათ-კვირას დაგეგმილი მასობრივი მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარებას. ანუ „არასანქცირებულ მიტინგებს“ - ეს ტერმინი განსაკუთრებით ნაცნობია ყველა პოსტკომუნისტური თუ პოსტტოტალიტარული ქვეყნისთვის. 

დაპატიმრებულებს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ „ამბოხის“ მუხლით, რომლის შესაბამისი კომუნისტური ქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსში „მასობრივი არეულობის ორგანიზება“ იყო.

თუმცა საეჭვოა ლიდერთა ინტერნირებამ ჩაშალოს „უიკ-ენდზე“ დაგეგმილი აქციები. თანამედროვე „კომუნიკაბელურ“ და „დიჯიტალიზებულ“ მსოფლიოში, რომლის ერთ-ერთ სწორუპოვარ ცენტრად რჩება ეს დიდებული ქალაქი, მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზება მობილური კავშირისა და სოციალური ქსელების მეშვეობითაც შეიძლება. ჩინეთის კომპარტიამ კი ჯერ ვერ მოახერხა ჰონკონგში ისეთივე რეჟიმის დამყარება, როგორიც დანარჩენ ქვეყანაში, სადაც, თითქმის სრული ეკონომიკური თავისუფლების ფონზე, კვლავინდებურად ტოტალური ცენზურა და მრავალმხრივი კონტროლი ზეობს. 

რას მოითხოვენ საპროტესტო მოძრაობის წევრები, მონაწილეები და გულშემატკივრები? ამჟამინდელი მოთხოვნაა იმ კანონპროექტის განხილვის შეჩერება, რომელიც ჰონკონგის პროპეკინურ ხელისუფლებას „ძირეული“ ჩინეთის ტერიტორიაზე მსჯავრდადებულთა ექსტრადიციის საშუალებას მისცემს. 

აი, უფროსი თაობის ადამიანებს ეხსომებათ: 1980-იანი წლების მიწურულს საქართველოს „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერები მოითხოვდნენ, მსჯავრდადებულებს საქართველოშივე მოეხადათ სასჯელი და არა ციმბირში, სადაც მანამდე გზავნიდნენ.

რეალურად, ეს ძალიან პრინციპული მოთხოვნაა, რითაც ნებისმიერი საზოგადოება საკუთარ თვითმყოფადობას უსვამს ხაზს. ზუსტად ასეა ჰონკონგშიც: დემოკრატიული ძალები ამით მანიფესტირებენ, რომ არ ცნობენ არათუ საერთოსამართლებრივ, არამედ საერთოკულტურულ სივრცესაც კი (საზოგადოებრივ ღირებულებათა თვალსაზრისით) დანარჩენ ჩინეთთან; სურთ საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება, რომლის საფუძვლად ის განსხვავებული „ცხოვრების წესი“ და მენტალობა მიაჩნიათ, რაც მათ მამა-პაპას, გასული საუკუნის განმავლობაში, ადამიანური ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების ხანგრძლივმა პერიოდმა შესძინა.

ამიტომ, მძლავრი პროტესტი ჰონკონგში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. „ექსტრადიციის კანონის“ მიღებამდე რამდენიმე წლით ადრეც ვლინდებოდა „ქოლგების რევოლუციად“ წოდებულ მცდელობებში, თუმცა განსაკუთრებულ სიმწვავეს ახლა მიაღწია, რაკი საზოგადოებამ იგრძნო, რომ „უკანმოუბრუნებლობის წერტილს“ მიახლოვდა: ჩინეთი ან შეძლებს შეცვალოს ჰონკონგი და აქციოს იგი ჩვეულებრივ ჩინურ პროვინციად არა ეკონომიკური, არამედ სწორედ ამ მენტალური თვალსაზრისით, ან ჰონკონგი შეინარჩუნებს თვითმყოფადობას და ექნება შანსი, პირიქით, მთელი ჩინეთი შეცვალოს - მთელს ჩინეთს გაუზიაროს დემოკარტიული წეს-წყობილების, ასევე განვითარების საკუთარი „პატერნი“.

ძალზე ნიშანდობლივია, რომ ბოლო აქციები ქალაქში გენდერული თანასწორობის დაცვის კამპანია #MeToo-ს ფარგლებში მიმდინარეობდა, რითაც ეს საზოგადოება იმას უდასტურებს მთელს მსოფლიოს, რომ მენტალური თვალსაზრისით იგი „დასავლეთია“, ამ მხრივ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და არა „აზია“. 

***

ჰონკონგი ბრიტანეთის ჯერ კოლონიად, შემდეგ „პროტექტორატად“ XIX საუკუნის „ოპიუმის ომების“ შედეგად იქცა. ეს ომები ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია ინგლისის, მთლიანად დიდი ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში. 

ამ აღიარების ნუ შეგვეშინდება, რაკი დღეს უკვე თავად ინგლისელებიც აღიარებენ.

სამაგიეროდ, XX საუკუნეში სწორედ ინგლისურმა მმართველობამ, „ინგლისურმა სამართალმა“, მთლიანობაში „ინგლისურმა წეს-წყობილებამ“ უზრუნველყო ჰონკონგის ფანტასტიკური წარმატება ჯერ კიდევ მანამ, სანამ 1960-იანი წლების მიწურულიდან აზიაში სხვა „პატარა დრაკონები“ (მალაიზია, სინგაპური, ტაივანი) წამოიწეოდნენ.

1898 წელს დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს (ცინის დინასტიას) შორის გაფორმებული შეთანხმებით ეს ტერიტორია ლონდონს 99 წლის ვადით ერგო. 1984 წელს, როდესაც „საბედისწერო ჟამი“ მოახლოვდა, ინგლისის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი პეკინს ეწვია ისტორიული ვიზიტით. 

ჩინეთის პროგრესისტ დიქტატორ დენ სიაოპინთან მოლაპარაკების შედეგად, ბარონესა ტეტჩერმა მიაღწია სტრატეგიულ შეთანხმებას: 1997 წელს ჰონკონგი ნებისმიერ შემთხვევაში გადაეცემოდა პეკინს, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ვალდებულებას კისრულობდა 50 წლით შეენარჩუნებინა რეგიონისთვის შიდა ავტონომია და არსებული წეს-წყობილება პრინციპით: „ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა“.

დენი გენიალური ადამიანი იყო უდავოდ და მიხვდა: თუ არ დათანხმდებოდა, 1997 წელს (ანუ ტეტჩერის ვიზიტიდან 13 წლის შემდეგ) ბრწყინვალე ქალაქ-ცათამბჯენის ნაცვლად მიიღებდა ხრიოკ უდაბნოს: არათუ კაპიტალი, ტექნოლოგიები, ქარხნები, სხვა საწარმოები, არამედ მოსახლეობაც შეეცდებოდა ჰონკონგი დაეტოვებინა, ოღონდ კი კომუნისტურ რეჟიმში არ ეცხოვრა. მით უმეტეს, რომ მაშინ (1984 წელს) რეფორმები ჩინეთში მხოლოდ იწყებოდა. ოღონდ სულ სხვა, ჰონკონგისგან განსხვავებული მოდელით!

დენ სიაოპინი „ჩინური რეფორმების მამად“ არის აღიარებული, და სამართლიანადაც. ოღონდ აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი „ინსპირატორი“ გახდა „ჩინურ სამყაროში“ შემავალი მეორე პატარა ქვეყნის, სინგაპურის „მემარჯვენე დიქტატორის“, ლი ქუან იუს რეფორმები, რომლებმაც უდავოდ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო. 

ისევე როგორც ჰონკონგს, სინგაპურსაც ხელს უწყობდა გეოგრაფიული მდებარეობა გრანდიოზული პორტის განსავითარებლად და მასზე მთელი ეკონომიკის „ასაწყობად“; მაგრამ ლი ქუან იუმ სინგაპურში, შემდეგ დენ სიაოპინმა ჩინეთში ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვა მოდელი განახორციელეს: პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა, ერთპარტიული მმართველობა, სახელმწიფო, მათ შორის ძალისმიერი ბიუროკრატის პრიორიტეტი ყველა სფეროში, სიტყვის თავისუფლების დათრგუნვა და ამ რეჟიმის „მორგება“ ეკონომიკური ლიბერალიზმის კლასიკურ პროექტებზე, რამაც არცთუ ცუდი შედეგი გამოიღო ჯერ იმავე სინგაპურის, შემდეგ თავად ჩინეთის ეკონომიკისთვის. 

ამრიგად, მთელი ეს უზარმაზარი „ჩინური სამყარო“ და გრანდიოზული სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, მისი თითქმის ორმილიარდიანი მოსახლეობით, გზასაყარზე აღმოჩნდა განვითარების ორ მოდელს შორის და ამ არჩევანმა შესაძლოა მსოფლიოს მომავალიც განსაზღვროს: ჰონკონგის „საშიში მაგალითი“ ამტკიცებს, რომ სავსებით შესაძლებელია ეკონომიკური პროგრესი, იმავდროულად დემოკარტიის, პიროვნული თავისუფლების, ჭეშმარიტი კანონიერების, პლურალიზმის შენარჩუნებით. 

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა: რატომ ვერ შეასრულა და ვერც შეასრულებდა ასეთივე „მოდელის“ ფუნქციას დემოკრატიული, თითქმის სრულად ვესტერნიზებული იაპონია, რომელიც ფანტასტიკური ტემპებით განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? 

იმიტომ, რომ ჩინელი ხალხისთვის, ჩინელისთვის, ჰონკონგელი იქნება იგი თუ პეკინელი ან შანხაიში მცხოვრები, იაპონია იმ უდიდესი საერთონაციონალური ტრავმის სათავედ რჩება, რაც დიდმა ჩინურმა ცივილიზაციამ განიცადა მეორე მსოფლიო ომის დროს - იაპონური იმპერიალიზმისა და მილიტარიზმის უსასტიკესი აგრესიის შედეგად, რომლის ზოგიერთი გამოვლინება გერმანელ ნაცისტთა ბარბაროსობასაც კი აჭარბებს. 

მაგალითად, „ნანკინის ჟლეტა“ (1937 წ.) ჰონკონგში მცხოვრებ ჩინელს ზუსტად ისევე სტკივა, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეს. აქვე გაიხსენეთ თუნდაც ჰონკონგელი ბრიუს ლის ფილმები და მათი აშკარად ანტიიაპონური „ფილოსოფია“.

როგორი ეკონომიკური წარმატებისთვისაც არ უნდა მიეღწია, იმ აგრესიული ომების შედეგად იაპონიამ დაკარგა შანსი, კულტურული და ცივილიზაციური „მიზიდულობის ცენტრად“ ქცეულიყო აღმოსავლეთ აზიის კოლოსალური რეგიონისთვის. ჩინეთს კი ნამდვილად აქვს შანსი, იქცეს ამგვარ ცენტრად, ამიტომ, ჰონკონგში ამჟამად წყდება, განვითარების რომელ „კალაპოტს“ აირჩევენ იმ „დიდი ყვითელი დედამდინარის“ (ჰუანჰე) შვილები, სადაც ჩინური ეთნოსი და კულტურა ჩაისახა 5 ათასი წლის წინ. 

მათი არჩევანი დიდწილად განსაზღვრავს მთელი კაცობრიობის განვითარებასაც ახალ ათასწლეულში.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^