Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დააპატიმრებენ თუ არა ნიკა მელიას? პროკურატურა პარლამენტარის „ურჩობის" შესახებ მსჯელობს

11 სექტემბერი 2019

პარლამენტის წევრ ნიკა მელიას, რომელსაც სასამართლოს მიერ საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აქვს აკრძალული, 8 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოცხადდა და სიტყვითაც გამოვიდა, შემდეგ კი ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

დაარღვია თუ არა ნიკა მელიამ აღმკვეთი ღონისძიების პირობები? ამის წინასწარი შეფასებისგან მთავარი პროკურატურა თავს იკავებს. როგორც უწყებაში „ლიბერალს“ განუცხადეს „საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მისმა ადვოკატმა დავით კონდახაშვილმა პროკურატურას აცნობა, რომ დეპუტატი პარლამენტში მისვლას გეგმავდა და მათგან შესაბამისი თანხმობაც მიიღო. თუმცა სხდომაზე სიტყვით გამოსვლამდე შინიდან შეატყობინეს, რომ სახლში გამოცხადდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და ოქმი შეადგინეს. 

გუშინ ნიკა მელიამ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ მიუხედავად პროკურატურის უარისა, ტელეკომპანია „კავკასიაში“ დავით აქუბარდიას თოკშოუში მისვლას აპირებდა: „ვერ ამიკრძალავს იმას, რისი უფლებაც არ აქვს. ვალდებული ვარ განვახორციელო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ვარ ისეთივე მოქმედი დეპუტატი, როგორც დანარჩენები. დღეს თუ მე დავემორჩილე ივანიშვილის ამ იდიოტობას, ხვალ შეიძლება, მითხრას, რომ ოთახიდან ოთახში არ გავიდე. ვინც ემორჩილება, ის დაემორჩილოს. ჩემგან ნაკლებად მიიღებს იმ სიამოვნებას, რომ ამეკრძალოს თავისუფალი გადაადგილება, რომელიც არ არის გაწერილი სასამართლო გადაწყვეტილებაში“, - თქვა მელიამ.

ადვოკატი დავით კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია, როგორც პარლამენტის წევრი მიწვეული იყო ტელევიზიაში, სადაც უნდა ესარგებლა გამოხატვის თავისუფლებით და მათდა გასაკვირად უარი მიიღეს. "ეს გადაწყვეტილება მოდის აშკარა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაბამისად არ მგონია, რომ ამ ფაქტის გამო პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების დამძიმება მოითხოვოს" აცხადებს კონდახაშვილი. თუკი პროკურატურა მაინც გადაწყვეტს აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას, როგორც ადვოკატი განმარტავს, მათ მოუწევთ კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კიდევ ერთხელ მიმართონ დეპუტატებს კოლეგის დაპატიმრების შესახებ თანხმობის მისაღებად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^