Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოცემული მაქვს მე სხეული“....

24 სექტემბერი 2019

თბილისის სართაშორისო თეატრალური ფესტივალის პარტნიორი 2019 წელს ბრიტანეთია. ამდენად, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ფესტივალი სწორედ “ბრიტანეთი/საქართველო 2019”-ის ფარგლებში ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის წარმოდგენით გაიხსნა. სპექტაკლი ორიგინალური სახელწოდებით „111“ ორი გამორჩეული და განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს დაახლოებით 50 წუთიან, მგრძნობიარე, ძლიერ და შთამბეჭდავ ინტროსპექციულ თავგადასავალში გვეპატიჟება.

ჯოუელ ბრაუნი თვითნასწავლი პარაპლეგიკოსი მოცეკვავეა, რომელიც ცნობილი ბრიტანული საცეკვაო კომპანიის „კანდოკოს“ ინკლუზიურ წარმოდგენებშიც მონაწილეობს. წლების განმავლობაში ის „სკოტიშ ბალეტის“ წამყვანი სოლისტი იყო და ამის შესახებ თავადაც საუბრებოდა სპექტაკლის დაწყებისას. მისი ეტლი თითქოს მისი სხეულის გაგრძელებაა, რადგან შეუძლია სწორედ ეტლზე ფეხებმიბმულმა იმგვარი სირთულის მალაყები, ბრუნი და ნახტომი გააკეთოს, რაც არათუ ინკლუზიურ მოცეკვავეს, არამედ ფეხმარდსაც გაუჭირდება.

ჯორჯ ბუშევეის ქორეოგრაფია რთულ რკინის კონქტრუქციაშია მოქცეული. ის ერთდროულად ითვალისწინებს და შლის საზღვარს ინკლუზიურ შესაძლებლობასა და ჩვეულებრივ მოცეკვავეს შორის. ამდენად, ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტში შეგვიძლია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის უნატიფესი და ურთულესი გამაც ამოვიკითხოთ და ამავდროულად, სხეულთა შესაძლებლობის დრამაც: როდესაც მაგალითად, ეტლში მჯომი ჯოუელი ძლერი ხელებით აიტაცებს ივ მაცოს, ან პირიქით, როდესაც ეტლიდან გადმოსულ ჯოუელს ივი ზურგზე მოიკიდებს და ისე გაასეირნებს.

მოცეკვავეთა კავშირი სცენაზე სინაზის, მგრძნობელობის და საოცარი ფიზიკური გამძლეობის მთელ სპექტრს მოიცავს. „ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვლია მოძრაობა ორი განსხვავებული სხეულისათვის და შემდეგ განვავითარეთ ცეკვის ისეთი ენა, რომელიც გააერთიანებდა ჩვენს შესაძლებლობებს. მაგრამ, ასევე ითვალისწინებს ჩვენს შედარებით სუსტ მხარეებს და გვიბიძგებს დავძლიოთ ის“ - აღნიშნავს ივ მაცო, რომელიც სხვათა შორის ესტონური წარმოშობის მოცეკვავეა. ჯოუელ ბრაუნი კი დასძენს: “მაინტერესებს უფრო მეტი ვთქვა, ვიდრე მოძრაობა და სხეული წარმოაჩენს. მჯერა, რომ მოძრაობას მეტი შესაძლებლობა აქვს როცა მას სხვა ადამიანი უერთდება. ჩვენ ერთად გვსიამოვნებს ამის კეთება, ასე რომ, ცეკვა მხოლოდ ურთიერთობის გარკვეული ჩარჩოა, რომელიც ყოველი ახალი წარმოდგენისას ფართოვდება“.

„111“ ნამდვილად რთული, ასე ვთქვათ სპორტულ-ტექნიკური ქორეოგრაფიის ნიმუშია, თუმცა ღმა, ემოციური და ინტენსიური ურთიერთობა მოცეკვავეთა შორის ერთი წუთითაც არ წყდება. ივ მაცო და ჯოუელ ბრაუნი სცენაზე ნდობისა და ინტიმური ქორეოგრაფიის ისეთ კლიმატს ქმნიან, რომ ძნელია არ იგრძნოთ და არ გადმოგედოთ გულწფელობა, რომელიც მაყურებელს პულსსაც უჩქარებს და გულის ცემასაც! ამასვე ადასტურებს 10-წუთიანი მხურვალე ტაშიც, რომლითაც მაყურებელმა მოცეკვავები დააჯილდოვა. 

ოსიპ მანდელშტამის ცნობილი სტრიქონები „ Дано мне тело – что мне делать с ним...“ (სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე შესატყვისი ქართული თარგმანი), ამ ამაღელვებელ და გულწფელ წარმოდგენას ალბათ, ყველაზე ზუსტად ერითმება... თეატრალებს კი შევახსენებთ, რომ ფესტივალზე ბრიტანული პროგრამის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ქორეოგრაფიულ წარმოდგენას ნახავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^