Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უძლურია თუ არა ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ. უახლესი კვლევის დასკვნები

14 აგვისტო 2021
კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პანდემიის მდინარება და ავადობის ახალი ტალღა გამოიწვია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, სადაც აცრილთა პროცენტული რაოდენობა მკვეთრად მაღალია: დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და აშშ-ში. მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლებებისათვის, რომლებმაც ვაქცინაციის კამპანიის წარმატების ფონზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს. და უმალ გაჩნდა კითხვა, თუ რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები დელტას წინააღმდეგ.

დელტა (B.1.617.2) - კორონავირუს SARS-CoV-2-ს ახალი ვარიანტია, რომელიც პირველად აღმოაჩინეს და აღწერეს ინდოეთში. მისთვის დამახასიათებელია მაღალი გადამდებობა - თავდაპირველ უჰანურ და ბრიტანულ (ალფა, B.1.1.7) ვარიანტებთან შედარებით. დელტა ძალიან სწრაფად ვრცელდება და ამ მხრივ SARS-CoV-2-ს ყველა სხვა შტამზე საშიშია.

ახალი კვლევები პანდემიის მომავალს დაახლოებით ასე აღწერს: ვაქცინირებულებს მოუწევთ იმავე წესების დაცვა, რაც - არავაქცინირებულებს, აცრა - დაავადების არა პროფილაქტიკა, არამედ მისი მსუბუქად წარმართვის გარანტიაა, კოლექტიური ვაქცინირებული იმუნიტეტის იმედი, ამ ეტაპზე, წარსულს ჩაბარდა.

ამ ყველაფრის ფონზე მთავარი კარგი ამბავი ისაა, რომ ვაქცინები ინარჩუნებენ ეფექტიანობას დაავადების მძიმე ფორმით განვითარების წინააღმდეგ. მათი განსაკუთრებულობა ეფექტიანობაშია: რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო კარგად გიცავს ვაქცინა მისგან. ყველა ვაქცინა (რომელზეც მსგავსი მონაცემები არსებობს) უფრო ეფექტიანია დაავადებების სწორედ უფრო მძიმე ფორმების წინააღმდეგ, ისეთ ფორმებთან შედარებით, როგორებიცაა მსუბუქი და უსიმპტომო.
დელტას ვარიანტით დაავადების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობის საერთო ვარდნა მართლაც არსებითია.

-    შოტლანდიელი მეცნიერების მონაცემებით, ეფექტიანობის საშუალო მაჩვენებლები სიმპტომიანი დაავადების წინააღმდეგ Pfizer-ისთვის დაეცა 92%-დან (ალფა შტამი) 79%-მდე (დელტა შტამი), AstraZeneca-სთვის - 73-დან 60%-მდე შესაბამისად.

-    კოლორადოს შტატის ამერიკულ ოლქში მესა, სადაც დელტა შტამმა იფეთქა, ვაქცინების ეფექტიანობამ დაავადების წინააღმდეგ შეადგინა 79%-ი - შედარებით მეზობელი შტატის 89%-თან, სადაც დელტა არ აღრიცხულა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სამი ვაქცინასთან (Pfizer-BioNTech, Moderna და J&J) დაკავშირებულ გასაშუალოებულ მონაცემებზე.

-    კანადაში სხვაობა ძალიან უმნიშვნელოა - 89% ალფას და 87% დელტას წინააღმდეგ ვაქცინისთვის Pfizer-BioNTech.

მაგრამ დაავადების მძიმე ფორმებისათვის, ვაქცინების მოქმედების საერთო მოდელი არ შეცვლილა კორონავირუსის არც სხვა ვარიანტების გაჩენის ფონზე: ინფექციისაგან დაცვის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ ვაქცინების ეფექტი ჰოსპიტალიზების ან კოვიდისაგან გარდაცვალების წინააღმდეგ ისევ მაღალია.

-    ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) მონაცემებით, ვაქცინების საერთო ეფექტიანობა სიმპტომებიანი დაავადების წინააღმდეგ ალფას ვარიანტთან შედარებით შემცირდა 89%-დან (87-90%) 79%-მდე (78-80%)-მდე. მაგრამ ჰოსპიტალიზების წინააღმდეგ ეფექტიანობა საერთოდ არ შეცვლილა - 93%-ი 96%-ის წინააღმდეგ.

-    ჰოსპიტალიზებისაგან დაცვამ კატარში შეადგინა 97,3% (84,4–99,5%) Pfizer-ისათვის და  ფორმალური 100% Moderna-სთვის (მძიმედ დაავადებულები უბრალოდ არ აღმოჩნდნენ).

-    ამერიკულ კლინიკებში Mayo, ჰოსპიტალიზების რისკი შემცირდა არავაქცინირებულებთან შედარებით 81%-ით (33–96,3%) Moderna-ს პრეპარატით აცრილებისათვის და 75%-ით (24–93,9%)  Pfizer-ით ვაქცინირებულებისათვის. თუმცა, ჰოსპიტალიზებულები, ძალიან ცოტანი იყვნენ, რაც შესაძლო შეცდომის დიდ დიაპაზონზე აისახა.

-    ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოუქვეყნებელი მონაცემებითაც კი, სადაც ავადობის წინააღმდეგ ეფექტიანობა 64%-მდე შემცირდა, მძიმედ დაავადებისა და ჰოსპიტალიზების წინააღმდეგ ეფექტიანობამ 93% შეადგინა.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინების ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ შემცირებულია, თუმცა აცრა ძველებურად ძალიან კარგად იცავს ადამიანებს დაავადების მძიმედ განვითარების, ჰოსპიტალიზების და სიკვდილისაგან; სამწუხაროდ, კორონავირუსის ახალი ვარიანტის სხვებისთვის გადადება აცრილებსაც შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც მოუწევთ ფიქრი იმაზე, რომ ინფექციის წყაროდ არ იქცნენ; ეს ყველაფერი ცნობილია დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, კატარის და სხვა ქვეყნების მონაცემების წყალობით. სხვა პრეპარატების შესახებ მსგავსი კვლევები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^