Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნები, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ დიქტატორების ბუნებას

30 აგვისტო 2021
წიგნები დიქტატორების, ავტოკრატებისა და აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ, ბევრია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაწერილია დასავლელი პოლიტოლოგების, მწერლებისა და ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც თავად არასდროს უცხოვრიათ დიქტატურის პირობებში. ერთი საინტერესო მოსაზრების თანახმად, ზოგჯერ დასავლური საზოგადოების ინტერესი სასტიკი რეჟიმების მიმართ ჰგავს საცირკო სანახაობათა მაყურებლის ინტერესს, რომელსაც ყოველთვის აინტერესებს ამა თუ იმ დახვეწილი ფოკუსის გამოცნობა. მათ, ვინც დიქტატურისა და ავტორიტარიზმის პირობებში ცხოვრობს, კარგად იცის, რომ სინამდვილეში ეს სულაც არ არის ცირკი, არამედ ყოველდღიური, საკმაოდ მოსაწყენი რეალობაა.

გაბრიელ გარსია მარკესი „პატრიარქის შემოდგომა“

თუკი ამ თემაზე რაიმეს წაკითხვა (ან გადაკითხვა) ღირს, ეს ბევრისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი რომანია. მარკესის წიგნში ნამდვილი, ცოცხალი „სევდა და მწუხარებაა“ და არა დასავლური ანტიუტოპიების მრისხანე ტოტალიტარიზმი. ის პოლიტოლოგებზე ნაკლებად არ იცნობს ძალაუფლების ტექნოლოგიებს - აქაა პრეზიდენტის ორეულიც, ახლო გარემოცვის მართვის ხელოვნებაც, და კანონებისა და წესების უარყოფაც, როგორც მმართვის მთავარი პრინციპი.

მარიო ვარგას ლიოსა „საუბარი კათედრალში“

ლათინური ამერიკის ლიტერატურაში დიქტატორებს ცალკე ჟანრი ეძღვნება (la novela de dictador). რომანი „საუბარი კათედრალში“ მისი ნაწილია და გვიჩვენებს, თუ რამდენად სხვადასხვაგვარად აისახება დიქტატურათა პოლიტიკური რეალობა ანტიუტოპიების ავტორთა წარმოსახვაში და მათი შესრულებით, ვინც ასეთი რეჟიმის პირობებში იზრდებოდა და ცხოვრობდა. დიქტატურა იპყრობს მთელ გონებას, ნიჭიერ ადამიანებს მასთან ბრძოლისაკენ უბიძგებს, საბოლოოდ კი ართმევს მათ ძალისხმევის გაღების შესაძლებლობას და ნაპირზე მოისვრის.     

მიგელ ანხელ ასტურიასი „სენიორ პრეზიდენტი“

ესაა „დიქტატორული“ ჟანრის ერთ-ერთი პირველი რომანი და იმავდროულად, ერთ-ერთი პირველი ნიმუში „მაგიური რელიზმისა“ - ავანტიურული და ძალიან საინტერესო, მართლაც შესანიშნავი საკითხავი, თან არამხოლოდ მათთვის, ვისაც ავტორიტარიზმის ბუნება აინტერესებს.

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი დოკუმენტური პროზის ორ ნიმუშში: აშშ-ის იელის უნივერსიტეტის პროფესორის, მილან სვოლოკის წიგნში „ავტორიტარული მმართველობის პოლიტიკა“ და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორების, ბრიუს ბუენო დე მესკიტას და ალისტერ სმიტის „დიქტატორის სამაგიდო წიგნში“.

საკითხავებს შორის თავის შესაქცევად თემით განსაკუთრებულად დაინტერესებულებს გთავაზობთ სამ ფილმს, ესენია: „ბრმების ქვეყანა“ („Land of the Blind“, 2006), რომელშიც დიქტატორები აშინებთ; „V for Vendetta“ (2005), რომელშიც დიქტატორებს ამხობენ და „დიქტატორი“ („The Dictator“, ), რომელშიც მათ დასცინიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^