Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ენვერი - „ქართულ ანკესზე წამოგებული რუსეთის დაზვერვა..."

02 ნოემბერი 2010

„ქართული პოლიცია რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილ 20 ადამიანს აკავებს" - ამ სათაურით ინფორმაცია პირველად სააგენტო როიტერის ვებგვერდზე გაჩნდა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით როიტერი იტყობინებოდა, რომ დაკავებულია ოცამდე  საქართველოს მოქალაქე, რომლებიც  რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის აგროვებდნენ და გადასცემდნენ.

„ქართული პოლიცია რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილ 20 ადამიანს აკავებს" - ამ სათაურით ინფორმაცია პირველად სააგენტო როიტერის ვებგვერდზე გაჩნდა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით როიტერი იტყობინებოდა, რომ დაკავებულია ოცამდე  საქართველოს მოქალაქე, რომლებიც  რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის აგროვებდნენ და გადასცემდნენ.

ოფიცილური კომენტარი აგენტების დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.  ამ დრომდე კომენტარისგან თავს იკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით კი საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს: „საქმეს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო უძღვებოდა" განაცხადა კალანდაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით „ოფიციალური განცხადება 5 ნოემბერს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთდება".

„ქართულ ანკესზე წამოგებული რუსეთის დაზვერვა... მეთოდები, რომლითაც რუსული დაზვერვა მთელს მსოფლიოში მოქმედებს. ყველაზე მასშტაბური აგენტურული ქსელი გამოვლენილია, რუსული დაზვერვის სრული ფიასკო" - ამ ანონსით გადის რუსთავი 2-ზე დოკუმენტური ფილმის „ენვერის" ანონსი. თუმცა ეს ანონსი კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას უფრო სძენს ამ ისტორიას, ვიდრე ნათელს ჰფენს. „ენვერი" ეთერში 5 ნოემბერს გავა, დღეს, როცა მოსკოვი სამხედრო დაზვერვის შექმნიდან 91 წლისთავს აღნიშნავს. შოთა უტიაშვილის განცხადებით, "მას ამ ფილმის შესახებ სმენია, მაგრამ რა მასალის მიხედვითა არის მომზადებული მისთვის უცნობია" ( სააგენტო "ინტერპრესნიუსი")

სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ოთხი დაკავებულის ვინაობას აქვეყნებს. ინტერპრესნიუსის მიხედვით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, რუსლან გალოგრე და პეტრე დევრიშაძე არიან. გევორქიანი და შიკოიანი ნავთობპროდუქტების გადამზიდავ  კომპანია „ანალიტიკური ჰოლდინგი სიბოლტიში" მმართველ თანამდობებზე მუშაობდნენ. ადვოკატ ნანა წულაძის თქმით მისი კლიენტები გევოქრქიანი და შიკოიანი ორი კვირის წინ დააკავეს და მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კიდევ ერთი დაკავებულის რუსლან გალოგრეს ადვოკატ - შალვა ლებანიძის თქმით გალოგრე სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე მუხლით არის დაკავებული, რაც უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლას ან საქმიანობას გულისხმობს საქართველოს წინააღმდეგ. 311-ე მუხლი ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გალოგრე ბათუმის სასტუმრო „გალოგრეს" ტექნიკურ მენეჯერად მუშაობდა.

თბილისსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების მხილება 2006 წელს დაიწყო, როცა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს და მოსკოვს გადასცეს. პასუხად მოსკოვმა საქართველოსთან საფოსტო, სახმელეთო და საჰაერო კავშირები შეწყვიტა და საქართველოს მოქალაქეების მასიური დეპორტაცია დაიწყო.

ამჯერად კრემლი ხმაღალ განცხადებებს არ აკეთებს: "მგონი ამ საქმეში საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართული, მეტი არაფერი ვიცით", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^