Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ზუგდიდი - საპარლამენტო არჩევნები 2016

08 ოქტომბერი 2016

ქალაქი ზუგდიდში ორი საარჩევნო ოლქია. N 65 , ამომრჩეველთა რაოდენობა - 52 618 საარჩევნო უბნების რაოდენობა - 43. ზუგდიდის რაიონი საარჩევნო ოლქი N 66 , ამომრჩეველთა რაოდენობა - 51 895 საარჩევნო უბნების რაოდენობა - 49. 66-ე ოლქის მაჟორიტარები არიან: • ედიშერ თოლორაია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა; • სანდრა რულოვსი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე; • ბესარიონ თოდუა – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის; • ირაკლი ჩანგელია - ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია; • ჯონი ზარანდია - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; • რამაზ ჩაჩიბაია - „ზვიადის გზა - უფლის სახელით”.
  • 09:17

    ზუგდიდის ორივე ოლქის უბნები გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურების დაწყებაზე ოლქში ინფორმაცია ეტაპოტრივად შემოდის. 
    67-ე ოლქის რამდენიმე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წილისყრაზე უარი განაცხადეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, მსგავსი შემთხვევა დაახლოებით 4 უბანზე დაფიქსირდა. მისი თქმით, ნაცმოძრაობის წევრებს გადასატანი ყუთის გაყოლა არ სურდათ.
     

    „ორ მაჟორიტარულ ოლქში 7 საათისთვის ყველა უბანი იყო გახსნილი. ამ ეტაპზე ყველა უბანზე დაფიქსირებულია პირველი ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცედურა დაწყებულია.
    შეფერხებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ეტაპის წილისყრებში ნაცმოძრაობის კომისიის წევრები მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ. ამ შემთხვევაში ეს წევრები პირველი ეტაპის წილისყრებისთვის რჩებიან უფუნქციოდ და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. მე18 უბანზე სწორედ ეს პრობლემა იყო, რომ გადავიდა შეტევაზე კომისიის წევრებზე, ზეწოლა მოახდინა და მერე საოლქოდან კომისიის წევრი გაიგზავნა და დარეგულირდა სიტუცია"  - ამბობს მირანდა მესხი. 

  • 09:31

    ზუგდიდის 65-ე ოლქის პირველ უბანზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი კორდინატორები.ისინი არჩევნებზე მისული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ფურცლებზე აღრიცხავენ.  

  • 09:46

    პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმა უკვე მისცა. ის ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

    "მე გავაკეთე არჩევანი, შემოვხაზე 27,  იმიტომ რომ  მშვიდი ცხოვრება მინდა და დარწმუნებული ვარ რომ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის და იმისთვის რომ ზუგდიდს ჰყავდეს უკეთესი წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში, " - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. 

  • 10:23

    „ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა ხმა ნომერ მე-18 საარჩევნო უბანზე მისცა.

    ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.

    „მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, - განაცხადა რულოვსმა.


     

  • 11:03

    რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა მერაბ ქვარაიამ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

    ქვარია საარჩევნო უბანზე ჩვილი ბავშვით მივიდა, მისი თქმით,მან ხმა მისცა   თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, საერთო კეთილდღეობას. 

    ის ფიქრობს, რომ სამეგრელოში, ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველი ტურით დასრულდება და დასრულდება „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით.

  • 11:19

    67-ე ოლქის თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდში ორივე ოლქზე (65-ე, 66-ე) 10 საათისთვის აქტივობა 6.61%-ია. 

  • 12:34

    ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანიდატმა ედიშერ თოლორაიამ თავისი ხმა დააფიქსირა:

    „ხმა მივეცი საქართველოს სწრაფ განვითარებას, უკეთეს მომავალს, და წარმატებას. ჩვენ დღეს ზუგდიდთან ერთად გავიმარჯვებთ".

  • 14:19

    „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მათმა აქტივისტებმა რამდენიმე უბანზე „კარუსელის“ შემთხვევები დააფიქსირეს. ლაშა დამენიას თქმით, ეს მოხდა რუხისა და ფიჩორის ხიდთან ახლომდებარე საარჩევნო უბნებში, რომლის ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ, თუმცა კადრები შორიდანაა გადაღებული და მასზე კარგად არ ჩანს ფაქტები. 

    ასევე ლაშა დამენიას განმარტებით, ზუგდიდში 8 უბანი დაგვიანებით გაიხსნა, რადგან კომისიის წევრებს უჭირდათ ორგანიზებულად მუშაობა. რამდენიმე უბანზე არ იყო მოგვარებული საორგანიზაციო საკითხები. ასევე, არ უშვებდნენ დამკვირვებლებს.

    "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის უფროსისვე ინფორმაციით, წუხელ მათი საარჩევნო პლაკატები შეღებეს.

  • 17:11

    ზუგდიდის 65-ე ოლქის 30-ე უბანზე ხმის მიცემის კაბინიდან 7 შემოუხაზავი ბიულეტინი გამოიტანეს.

    უბანზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრი ლაშა დანელია. მისი თქმით, 10-მდე ცარიელი ბიულეტენი აღმოჩნდა კაბინაში. „კომისიის წევრების თქმით, ეს ბიულეტენები დალუქეს, მაგრამ არის რისკი, რომ „კარუსელისთვის“ გამოიყენებენ.“ - განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.

    „ამოღებულია 7 ბიულეტენი. როგორც კი დავინახე კაბინაში, გამოვიტანე, ყველას დავანახე და მოვახდინეთ სათანადო რეაგირება. ეს ბიულეტენები გაუქმებულია. როგორც კანონმდებლობას შეესაბამება, ისე მოვიქეცით. ჩვენთან მოამაგრეს სამხედრო ნაწილი. მთელი 249 ჯარისკაცი. 18-19 წლის ბიჭები იყვნენ, ხმის მიცემის აზრზე არ იყვნენ.  როგორც ჩანს, შემოუხაზავი ბიულეტენები დატოვეს კაბინეტში.“ - განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

მეტი